კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიახლეები

რონალდო ახალ ამპლუაში

 

ერთ დროს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, „რეალის”, „ბარსელონასა” და ბრაზილიის ნაკრების ლეგენდარული ფორვარდი – რონალდო, თავის ქომაგებს ახალ ამპლუაში წარუდგება. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ფეხბურთელი კომენტატორის როლს მოირგებს და ივნისში ბრაზილიაში გასამართ კონფედერაციის თასის მატჩებს ერთ-ერთ ბრაზილიურ ტელეარხზე გაუძღვება. რონალდოსთვის კომენტატორობა ახალი  პროფესია იქნება და, ბრაზილიაში ვარაუდობენ, რომ, თუ ლეგენდარულ „კიჭას” ეს საქმე კარგად გამოუვა, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში მის ნახვას კომენტატორად თავის ტელეარხზე არაერთი მსოფლიოში ცნობილი სამაუწყებლო კომპანია ისურვებს.

 

ბალოტელის ახალი გერლფრენდი

 

მსოფლიოს მოქმედი ფეხბურთელებიდან ყველაზე სკანდალურმა, „მილანის” და იტალიის ნაკრების ფორვარდმა, მარიო ბალოტელიმ, საზოგადოებას თავისი ახალი გერლფრენდი წარუდგინა: მოცეკვავემ და მოდელმა ფანი რობერტმა ეპატაჟის მოყვარულ მარიოსთან ერთად, ჟურნალ „ვენიტი ფეირის” იტალიური გამოცემისთვის მოწყობილ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. მარიოს თქმით, მას დიდი ხანია, უნდოდა ფანის გაცნობა, მაგრამ, ვერ ახერხებდა – რამდენჯერმე მანჩესტერიდანაც კი სცადა დაკავშირება, სანამ „სიტის” ღირსებას იცავდა, თუმცა, უშედეგოდ, საბოლოოდ კი, ამ წლის დასაწყისში, მეგობრების დახმარებით გაიცნო ბრიუსელში. ბალოტელის თქმით, ფანი ის ქალია, რომელსაც ის მთელი ცხოვრების განმავლობაში ეძებდა.

 

„კობრა-ფართი“ ინდოეთში

 

 არცთუ სასიამოვნო ინციდენტი მოხდა ინდოეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩის მსვლელობის დროს კალკუტაში: კლუბების – „მოჰუნ ბაგანისა” და „პეილან ეროუზის” მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, საფეხბურთო მოედნისა და გასახდელების მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე შხამიანი კობრა გამოჩნდა. საბედნიეროდ, არც ერთი ფეხბურთელი და არავინ მატჩის მომსახურე პერსონალიდან არ დაშავებულა და დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა მოახერხეს გველების განეიტრალება. ამ ფაქტის მიუხედავად, კალკუტის სტადიონს დისკვალიფიკაცია არ ემუქრება, რადგან, გველების გამოჩენა ინდოეთის სტადიონებზე ჩვეულებრივი მოვლენა ყოფილა.

 

იაგრის 1 000-შედეგიანი გადაცემა

 

ნაციონალური ჰოკეის ლიგის ლეგენდარულმა ჩეხმა ვარსკვლავმა, 41 წლის იარომირ იაგრმა კარიერაში მეათასე შედეგიანი გადაცემის გაკეთება მოახერხა – „დალასის” თავდამსხმელმა „მინესოტასთან” მატჩში თანაგუნდელ ჯეიმი ბენის გოლი  გაატანინა. ამ ფენომენალური შედეგის მიუხედავად, იაგრი მაინც ჩამორჩება რეკორდსმენების ტოპ-ათეულს – ის ჯერჯერობით მეთორმეტეა ასისტენტებს შორის და სულ მცირედით ჩამორჩება მეთერთმეტე და მეათე ადგილებზე მყოფ ჯო საკიკსა და მარიო ლემიეს – შესაბამისად, 16 და 33-შედეგიანი პასით. იმის გათვალისწინებით, რომ იაგრი, ასაკის მიუხედავად, ჯერ არ ჩქარობს კარიერის დასრულებას, შესაძლოა, ამ სეზონის ბოლომდე ის ტოპ-ათეულს მიუახლოვდეს.

 

„რედინგის” მფლობელის ცოლი

 

ინგლისური კლუბის – „რედინგის” რუსი მფლობელის, მულტიმილიონერ ანტონ ზინგარევიჩის მეუღლე, „ვიქტორია სიქრეტის” ყოფილი მოდელი კატია ზინგარევიჩი, სპორტული კლუბების მფლობელთა ცოლებს შორის ყველაზე სექსუალურ მეუღლედ დასახელდა. 23 წლის კატია ზინგარევიჩი უკონკურენციო რომ არის, ამას მისი ბოლო დროის რამდენიმე ცხელ-ცხელი ფოტოსესია მოწმობს, სადაც გრძელფეხება რუსი ლამაზმანი რეკლამას უკეთებს სხვადასხვა ბრენდის ქალის თეთრეულს. ცნობისთვის, „რედინგის” მფლობელი ანტონ ზინგარევიჩი საკმაოდ შეძლებული ადამიანია, თუმცა, როგორც ჩანს არ უყვარს ფულის ხარჯვა ახალი ფეხბურთელების შეძენაში, მიუხედავად იმისა, რომ მის კლუბს არცთუ კარგი დრო უდგას და, შესაძლოა, სეზონის ბოლოს პრემიერლიგიდან გავარდეს.

 

პრინცის მელისა

 

„მილანის” განელი ვარსკვლავის – კევინ პრინც ბოატენგის მომხიბლავმა მეგობარმა გოგომ, მელისა სატამ, ახალ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. იტალიელმა ლამაზმანმა ავსტრალიურ ჟურნალ „სპორტისთვის” ბიკინიში იპოზირა. ამბობენ, რომ ახლო მომავალში პრინცი და მელისა თავიანთ ურთიერთობას ოფიციალურ სახეს მისცემენ და დაქორწინდებიან. სხვათა შორის, იტალიელი ჟურნალისტების ცნობით, ქორწილი, შესაძლოა არც კი შედგება, თუ დადასტურდება ის ცნობა, რომ მელისამ  პრინცს კრიშტიანუ რონალდუსთან უღალატა, თუმცა, თავად ფეხბურთელიც და მელისაც ამ ცნობას ჭორს უწოდებენ და კრიშტიანუს ბედნიერებას უსურვებენ ირინა შეიკთან ერთად. მელისა სატა რომ სკანდალური ლამაზმანია, ის ფაქტიც მოწმობს, რომ ის 5 წლის განმავლობაში იტალიელ ექსფეხბურთელს კრისტიან ვიერის ხვდებოდა, რომელიც განთქმული იყო მოდელებთან რომანებით.

 

არმსტრონგს ციხე ემუქრება

 

სკანდალებით განთქმულ ლეგენდარულ ველომრბოლელს, ლენს არმსტრონგს, ახალი უსიამოვნება შეემთხვა: დოპინგის მოხმარების აღიარების შემდგომ გაირკვა, რომ ესპანეთში ცხოვრების პერიოდში არმსტრონგი აკრძალული პრეპარატებით ვაჭრობით იყო დაკავებული, რაც ესპანური კანონმდებლობით აკრძალულია და ამჟამად საქმის მოკვლევით სამართალდამცავი სტრუქტურები არიან დაკავებულნი. თუ დადასტურდება, რომ არმსტრონგი დოპინგით ვაჭრობდა, მას ორწლიანი სასჯელი და 400 ათასი ევროს ჯარიმის გადახდა დაეკისრება. როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც ოპრა უინფრის გადაცემაში ველომრბოლელმა საჯაროდ მოინანია დოპინგის მოხმარება, მის ცხოვრებაში ცუდი პერიოდი დადგა.

 

აწონვა ტრუსების გარეშე

 

არგენტინელი მოკრივე ფაკუნდო სიმალი ხანგრძლივი დისკვალიფიკაციისგან ტრუსების გახდამ იხსნა. მსოფლიო კრივის სერიის ერთ-ერთ შეხვედრამდე, სადაც სიმალის მეტოქე  ყაზახი ეხსან რუზბახანი უნდა ყოფილიყო, აღმოჩნდა, რომ მექსიკელის წონა დაშვებულს 500 გრამით აღემატებოდა, რაც საკმარისია იმისთვის, რომ მოკრივეს დისკვალიფიკაცია მიუსაჯონ. სიმალიმ სიმართლის დამტკიცება ხელახალი აწონვით გადაწყვიტა და დარბაზიდან ყველა მანდილოსნის გასვლა მოითხოვა, რის შემდეგაც ტრუსები გაიხადა და შიშველი დადგა სასწორზე. ხელახალმა აწონვამ აჩვენა, რომ ამჯერად სიმალის წონა 450 გრამით აღემატებოდა რაც კრივის კანონებით დასაშვებია. 

скачать dle 11.3