კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ეძებს 80-იან წლებში თბილისში, სოფლის მეურნეობის სამინისტროში მომუშავე კაცს საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ქალბატონი და რისი იმედი აქვს მას

ნათელა ღუღუნიშვილი ეძებს დაახლოებით 70-75 წლის იოსებ (სოსო) რთველიაშვილს.

ისტორია: ვეძებ იოსებ (სოსო) რთველიაშვილს (ასაკი და მამის სახელი უცნობია). 1980-იან წლებში ბატონი სოსო სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობდა და სწორედ ამ პერიოდში გავიცანით ერთმანეთი. მან ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე და ჩვენ დავმეგობრდით კიდეც. ამჟამად მე ვიმყოფები საბერძნეთში და საქართველო ძალიან მენატრება. ძალიან მინდა, ვიპოვო ჩემი მეგობარი და აღვადგინო მასთან ურთიერთობა. სამწუხაროდ მასზე მწირი ინფორმაცია მაქვს და, ყველაფერი, რაც ჩემთვის ცნობილია, წერილში წერია. 

ჟურნალისტის შენიშვნა: წერილი „თბილისელების“ რედაქციაში მოვიდა. რესპონდენტის დიდი თხოვნით, ვაქვეყნებთ ამ წერილს. ვთხოვ ჩემი რუბრიკის მკითხველს, ყურადღებით წაიკითხოს ისტორია და, თუკი რაიმე იცის დაკარგული იოსების შესახებ, გვაცნობოს.

„ვეძებ იოსებ რთველიაშვილს, რომელიც 80-იან წლებშიც და შემდგომშიც მუშაობდა სოფლის მეურნეობის სამინისტროში; მე კი იმ პერიოდში ვმუშაობდი ზემო იმერეთის ერთ-ერთ სოფელში, მეკურდღლეობის ფერმაში. ბატონი სოსო ორჯერ ზოოვეტინსტიტუტში ვნახე, ერთხელ კი ფერმაშიც გვეწვია. მან თავი კეთილსინდისიერებითა და ყურადღებიანობით დამამახსოვრა. ვიცი, რომ მეძებდა – მითხრეს, გკითხულობდნენო, ჩვენ კი შენი მისამართი არ ვუთხარით. მან თავისი ტელეფონის ნომერი დატოვა, მაგრამ, ჩვენ ის გადავაგდეთო. ამ და სხვა მიზეზების გამო, მე დავკარგე ეს ადამიანი. შემდგომ კი საცხოვრებელი მისამართიც შევიცვალე და ასე დავკარგეთ ერთმანეთი... ვიცი, რომ სოსო თბილისში ცხოვრობს და ინტუიცია მკარნახობს, რომ ის კარგადაა. ამჟამად მე საბერძნეთში ვცხოვრობ და მენატრება ყველა და ყველაფერი და ამ ყველაში სოსოს მონატრებაც შედის. ახლა ჩვენ ორივე ისეთ ასაკში ვართ, ვფიქრობ, საეჭვო იმაში, რომ მე მას ვეძებ, არაფერია. იმედია, მისიანებსაც და ჩემს ნათესავებსაც ამ ძებნით ეჭვის საბაბს არ მივცემ. უბრალოდ, მინდა, ვიპოვო და მოვიკითხო ის ადამიანი, ვინც ჩემზე ასეთი კარგი შთაბეჭდილება დატოვა. იოსები ყველას დიდი ყურადღებით ექცეოდა. საბედნიეროდ, გამიმართლა და ამჟამად წარმატებულ ადამიანად ვითვლები. ძალიან მინდა, ვიპოვო იოსები და მას მადლიერების ნიშნად მადლობა გადავუხადო. დიდი იმედი მაქვს, რომ სოსო ან თქვენი რუბრიკის რომელიმე მკითხველი, ვინც მას იცნობს, წაიკითხავს ამ წერილს. ჩემთვის ნებისმიერი ინფორმაცია მნიშვნელოვანი იქნება“.

თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიის შესახებ, ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

скачать dle 11.3