კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის უტყდება ქალს მამაკაცებზე გული საბოლოოდ და რატომ ამბობს ის უარს დიდ სიყვარულზე

სიყვარულზე უარს არავინ ამბობს. უფრო მეტიც – ყველა ოცნებობს, იყოს შეყვარებული და ბედნიერი. მაგრამ, ყოველთვის მოაქვს სიყვარულს ბედნიერება?! ფაქტებით დადასტურებულია, რომ სიყვარული ზოგჯერ აგრესიის, სუიციდის, მკვლელობის მიზეზიც კი ხდება; ასევე, დეპრესიისა და სხვადასხვა ნერვული აშლილობის.  შეიძლება, ეს ყველაფერი სიყვარულის მახინჯი ფორმებია, მაგრამ, სიყვარულში ხელმოცარული, იმედგაცრუებული ადამიანები ჩვენ გვერდით ცხოვრობენ და, ამდენად, მათი ტკივილიც რეალური და ხელშესახებია. ცხოვრება ბევრ რამეს გვასწავლის, მათ შორის, ცუდი მაგალითებითაც. იქნებ, ადამიანები უფრო მეტად უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, რომ ერთმანეთს გული არ ვატკინოთ?!

ლიზა (29 წლის): ხომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც სხვის შეცდომებზე სწავლობენ? მე საკუთარ შეცდომებზეც ვერაფერი ვისწავლე. ცხოვრება ცუდად მომექცა. ჩემ თვალწინ ბევრი ცუდი რაღაც მოხდა და ბევრი მწარე გაკვეთილი გავიარე. მიკვირს, საერთოდ როგორ ვიღიმები. ტკივილით ვცხოვრობ და არაფერი აღარ მიხარია. საშინელებაა ასე ცხოვრება. მე აღარც სიყვარული მინდა და, საერთოდაც, მიმაჩნია, რომ ქალისთვის სიყვარული ზედმეტია – ის მას წამგებიან მდგომარეობაში აყენებს.

– ანუ, აჯობებს, მამაკაცი საერთოდ არ შეგვიყვარდეს?

– გაცილებით აჯობებს. მე უკვე უამრავი მაგალითი მაქვს იმისა, რომ ქალს სიყვარული ასუსტებს, უკან ხევს და სასოწარკვეთილებაში აგდებს; ასევე, ანგრევს მის პიროვნებას. ის ქალები ცხოვრობენ კარგად და კომფორტულად, რომლებიც ახერხებენ, იქით შეაყვარონ კაცს თავი და მერე მისი გრძნობა თავის სასარგებლოდ გამოიყენონ. ისინი ძალიან ჭკვიანები არიან. ბოლოს და ბოლოს, სიყვარულიც ხომ იმისთვის გვინდა, რომ ბედნიერები ვიყოთ. 

– მამაკაცები არ ზარალდებიან სიყვარულისგან?

– არ ვიცი. შეიძლება. თუმცა, რატომღაც, მგონია, რომ გაცილებით ნაკლებად. ჯერ ერთი, კაცი მაინც კაცია და მას მოქმედების მეტი თავისუფლება აქვს, ანუ, მეტი შესაძლებლობები და ნაკლები პასუხისმგებლობა.

– თუ, თვითონ მიაჩნიათ, რომ ნაკლები პასუხისმგებლობა აქვთ?

– დიახ, თვითონ მიაჩნიათ ასე და ამიტომაც, ვზარალდებით ქალები ორმაგად – მაშინაც, როცა ვუყვარვართ და, მაშინაც, როცა მათ არ ვუყვარვართ და გვიყვარს ჩვენ. რაღაც ისე ვერ ვთქვი, როგორც საჭირო იყო, მაგრამ, ფაქტია, რომ ჩვენ გარშემო გულნატკენი ქალი უფრო მეტი დადის, ვიდრე გულნატკენი მამაკაცი – ისინი ხომ ჩვენზე გაცილებით ზერელეები არიან და ბევრად ადვილად გადააქვთ დარდიც და სევდაც. გამონაკლისები, ალბათ, არიან, მაგრამ, მასშტაბურად თუ ვიმსჯელებთ, პროცენტული რაოდენობით ჩვენ ვაჭარბებთ. ჩვენ უფრო მეტად ვართ დაზარალებულები. კიდევ რა მაღიზიანებს, იცით? თუ კაცი რამდენიმე ქალს ერთად „აბამს“, მაგარი ტიპია, ხოლო, როცა ქალი იქცევა ასე, ის უწესოა, „სტერვაა“ და კუდიანი. დააკვირდით, თუ ასე არ არის. პირველად ჩემი მეგობრის საქმროს საქციელმა შემიცვალა მამაკაცებზე წარმოდგენა. ვაკვირდებოდი, როგორ უტიფრად ცდილობდა ჩვენს „შებმას“, ანუ, თავისი საცოლის დაქალების. ვეღარ მოვითმინე და ჩემს მეგობარს ვუთხარი, შენი საქმრო ნაძირალა და იდიოტია-მეთქი. გაგიჟდა – ამას როგორ მეუბნებიო. ცოტა ხნის შემდეგ უკვე თვითონაც აღარ დამალა საკუთარი უსაქციელობის ამბავი და ჩემს დაქალს „აღსარება“ უთხრა. იმ სულელმა კი, პირიქით, შეაქო და ჩვენთან გაამართლა: ნაძირალა რატომ არის? მართალი კაცია, თვითონ აღიარა ყველაფერი და ჩემთან მოინანია. აბა, ტკბილ ტყუილში მეცხოვრა? მირჩევნია, მწარე სიმართლე ვიცოდე. გადავიტან ამას, შეიძლება, ძნელად, მაგრამ, ვაპატიებ და ურთიერთობა ამით ნაკლებად დაზარალდებაო. გავოგნდი. ვიფიქრე, ასე როგორ უყვარს, რომ ასე მორჩილად ეგუება საქმროს ღალატს; ახლა რომ ასე ექცევა, მერე ხომ საერთოდ ფეხებს გაიწმენდს მასზე-მეთქი... ამ ამბავმა საბოლოოდ ის შედეგი გამოიღო, რომ მე მათ ოჯახში არასასურველი სტუმარი გავხდი. მერე მეც შემიყვარდა და, როგორც ხდება ხოლმე, ჩემი შეყვარებული განსაკუთრებული, სხვებისგან სრულიად გამორჩეული მეგონა. რასაც სხვა კაცები კადრულობენ, ჩემი საქმრო ამას არ გააკეთებს-მეთქი – ამ ილუზიებით თითქმის ერთი წელი ვიცხოვრე. ეტყობა, სიყვარული მართლა აბრმავებს ქალს, თორემ, ჩემ ცხვირწინ ისეთ რაღაცეებს სჩადიოდა, ახლა მიკვირს, როგორ ვერ ვამჩნევდი... ერთ საღამოს კი, სხვებს რომ დავცინოდი, მე თავად აღმოვჩნდი ბრიყვის როლში. დანიშნულები ვიყავით და ერთად ვცხოვრობდით, ფაქტობრივად, ცოლი ვიყავი და ქორწილის დღეც დათქმული გვქონდა. მესტუმრნენ დაქალები. სამზარეულოში ყავას ვსვამდით, რომ ორივემ ერთდროულად მომახალა: შენმა ქმარმა გიღალატაო.

– რამდენ ხანს ცხოვრობდით ერთად? 

– ოთხი თვე. სწორედ ასე მოკლე დროში მიღალატა. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ადრე ჰყავდა ვინმე და მე გვიან გავიგე – ეს კიდევ ნაკლები ტრაგედია და დანაშაული იქნებოდა.

– რატომ იქნებოდა ნაკლები დანაშაული?

– რა ვიცი, იმას მაინც ვიტყოდი, მასთან სექსი მოენატრა და ცდუნებას ვერ აჯობა-მეთქი. თუმცა, ესეც არ არის გამამართლებელი. სწორედ იმიტომ, რომ ქალები ასეთ იდიოტურ დათმობებზე მივდივართ, კაცებმა საერთოდ აიშვეს თავი. არ ვთხოვთ პასუხისმგებლობას და მაგათაც მეტი რა უნდათ?! შეგვიყვარდება და, მზად ვართ, ყველაფერი ვაპატიოთ; ყველა დანაშაული საკუთარ თავზე მივიწეროთ, მერე კი ვტირით, და ლოყებს ვიხოკავთ – ვაიმე, მე ამის ღირსი არ ვიყავი და როგორ მიღალატაო.

– იმის თქმა ხომ არ გინდათ, რომ თქვენდაუნებურად მოახდინეთ მისი ღალატის პროვოცირება?

– დიახ, ასეა. როცა იცი, რომ გაპატიებენ, სიამოვნებაზე უარს რატომ იტყვი?! ჩემთვის, პირადად, ღალატი ვერაფრით იქნება სიამოვნება, მაგრამ ზოგიერთი მამაკაცის (და ასეთები ცოტანი არ არიან) მახინჯი, სტერეოტიპული აზროვნება სხვანაირად ჭრის და კერავს. ხომ გაგიგიათ, ცოლები როგორ ამბობენ – მე ნურაფერი მომაკლდება, ქმარმა ჩემთან იცხოვროს და კისერიც უტეხიაო. ხომ სასაცილოები არიან და საბრალონი? ჰოდა, მეც მათსავით „დავიბოლე“ თავი.

– იქნებ, იმ ცოლებს სხვა გამოსავალი აღარ რჩებათ? ქალს ოჯახის წინაშე ბევრი ისეთი ვალდებულება აქვს, ხელის ერთი მოსმით ყველაფერს ვერ დაანგრევს.

– ალბათ, მაგრამ, მე ხომ არ მქონდა ისეთი ვალდებულებები, როგორც სტაჟიან ცოლებს აქვთ. მე მესმის, რასაც გულისხმობთ და ვიცი, რა ძნელია მთლიანობის დარღვევა, როცა ეს მთლიანობა, ასე თუ ისე, არსებობს. ჩემს შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ გრძნობის გამო დამემართა, რაც დამემართა – სიყვარულმა დამაკარგვინა თავმოყვარეობა. საერთოდ, რაში მჭირდებოდა? ჩემს ცხოვრებაში ნეგატიური როლი შეასრულა – თავმოყვარეობა დავკარგე პიროვნულად დავკნინდი და ჩემი თვითშეფასების კრიტერიუმი ყველანაირ ქვედა ზღვარს ჩამოსცდა. ახლა რა მჭირს, იცით? მამაკაცთა მოძულე ვხდები – არც ერთი „შარვლის“ აღარ მჯერა. ეგენი ყველანი ერთნაირები არიან. არავითარი ძლიერი სქესი –  მითია ეს ყველაფერი. 

– ძალიან გაგტეხიათ მამაკაცებზე გული?

– საბოლოოდ გამიტყდა და ამას უკვე აღარაფერი ეშველება. მე იმ პერიოდზე უფრო ვნერვიულობ, როცა შეყვარებული და დებილი ვიყავი. ზუსტად ის სიტყვები გავიმეორე, რაც ჩემმა დაქალმა თქვა: „რაც მოხდა, მოხდა. დაველაპარაკები და, თუ გამბედაობა ეყოფა, რომ აღიაროს ღალატი, ვაპატიებ-მეთქი“. ამას რა ჰქვია – ხომ არის უთავმოყვარეობის პიკი?! მართლაც, – დაველაპარაკე და აღიარა: ჰო, იყო ასეთი ფაქტი, ვიწექი სხვასთანო. იმ წუთში საშინელი რეაქცია მქონდა – ვერ შევიკავე თავი და სახლიდან გავაგდე. ძალიან მძიმე აღმოჩნდა იმ აზრთან შეგუება, რომ უსინდისოდ მომექცა – ისე, როგორც არაფრისმაქნის ნივთს. ჩემი დაქალებიც ცეცხლზე ნავთს მისხამდნენ – არ უნდა აპატიოო. მეც საკუთარ თავს ომი გამოვუცხადე – დავიწყე ბრძოლა ჩემს ღირსეულ „მესთან“. ბევრი ცრემლი დავღვარე, ძალიან ბევრი ვინერვიულე და, რომ იტყვიან, გავწამდი... რა თქმა უნდა, ერთბაშად პატიება ვერ შევძელი. წამოვედი მისგან, მაგრამ, ველოდებოდი, როდის მოვიდოდა, დამირეკავდა და პატიებას მთხოვდა. ჩემი მეგობრები ერთი წუთითაც არ მტოვებდნენ და ჩამჩიჩინებდნენ – არ გაბრიყვდე და პირველმა შენ არ დაურეკო, საბოლოოდ მოიჭრი ყველა გზას და უარესს გაგიკეთებსო. ვერ გავუძელი საშინელ მონატრებას და მაინც დავურეკე, რაც ჩემი მხრიდან უზარმაზარი შეცდომა იყო. დაქალებმა რომ მითხრეს, ამ სიყვარულმა ფეხების საწმენდ ჩვრად გაქციაო, ძალიან გავბრაზდი, არადა, მართლები იყვნენ. ვუმტკიცებდი, სიყვარულმა არც ღირსება დამაკარგვინა, არც თავმოყვარეობა-მეთქი, მაგრამ, რეალობა ხომ სხვა იყო.

– ანუ, თქვენ გრძნობდით, რომ ის ცუდად მოგექცათ, მაგრამ, სიყვარულმა თავმოყვარეობა დაგაკარგვინათ და ამას არ აღიარებდით?

– დიახ, შინაგანად ამას ვგრძნობდი, თუმცა, საკუთარ თავთანაც კი არ ვაღიარებდი, არათუ მეგობრებთან. მერე ინიციატივა ჩემმა ყველაზე ახლო მეგობარმა აიღო ხელში და კატეგორიულად გამომიცხადა: თუ შენ გინდა, რომ სულში გაფურთხებდნენ, მე არ დავუშვებ ამას, შენს გასაკეთებელს მე გავაკეთებ და თქვენს ურთიერთობას დავასრულებო. საკუთარი თავის ფასს გასწავლი და მერე ასე ვეღარავინ მოგექცევაო. მე წინააღმდეგობას ვუწევდი – არ გაბედო და ჩემს საქმეში არ ჩაერიო, გიკრძალავ-მეთქი. ძალიან სერიოზულად ვეჩხუბე, ფეხებიც კი ვუბაკუნე. ისტერიკა მქონდა, – წადი ჩემი სახლიდან-მეთქი, ვუყვიროდი. სხვათა შორის, დედაჩემიც არ იწონებდა მის საქციელს.

– პატიების მომხრე იყო?

– დიახ. ხალხი რას იტყვისო. ყველას ხომ ვერ ავუხსნი, რაც მოხდა. წესიერ კაცს ვერასდროს იპოვი, ბოლოს მაინც ყველა ღალატობს ცოლს და, მაშინ, სულ მარტო უნდა იყოო. აპატიე, შეიძლება, თვითონაც ნანობსო და მეც დავუჯერე. დავურეკე და ვთხოვე, შევრიგდეთ-მეთქი. 

– ფიქრობთ, რომ არ ნანობდა?

– რა თქმა უნდა, საერთოდ არ ნანობდა. მაშინ, ჩემს ზარს კი არ დაელოდებოდა, თვითონ დარეკავდა, მუხლებზე დაეცემოდა და ისე მთხოვდა პატიებას. მაგრამ, ასე კი არ მოიქცა. დაელოდა, სანამ მე არ დავრეკე, იმიტომ, რომ ზუსტად იცოდა – დავურეკავდი! ანუ, ისე გამოვიდა, რომ ის უკეთესად მიცნობდა, შესწავლილი ვყავდი. მოკლედ, შევრიგდით. ჩვენი ურთიერთობაც გავაოფიციალურეთ, თუმცა, ერთი წელიც ვერ გასტანა ჩვენმა ოჯახურმა იდილიამ. ეტყობა, მეც მთლად ბოლომდე ვეღარ ვენდობოდი იმ ამბის შემდეგ. გრძნობა მაინც მქონდა და ახლაც მაქვს, მაგრამ, ეჭვმა თავისი საქმე გააკეთა – ბოლოს იქამდე მივედი, რომ მის ყოველ ნაბიჯს ვამოწმებდი. როცა რაღაცას დაჟინებით ეძებ, პოულობ, ჰოდა, მეც ვიპოვე სასიყვარულო მესიჯები. კაცები იმდენად არიან დარწმუნებულები, რომ ყოველთვის ყველაფერი ეპატიებათ, კვალის წაშლასაც არ ცდილობენ, სიფრთხილის გამოჩენაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი.

– მოუწყვეთ ისტერიკა?

– ვერა. ისეთი განადგურებული ვიყავი, რომ საამისოდ ძალა არ აღმომაჩნდა. ვიჯექი და ვტიროდი, ის კი დამცინოდა – სულელი ხარო; რაღაც უაზრობა მოიგონე და არაფრისგან ტრაგედია შექმენი. ეტყობა, ჩხუბისა და ნერვიულობის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლიაო.

– ანუ, ამჯერად აღარ აღიარა...

– არაფრით. ის კი არა, იქით შემომიტია. სულ წავალ-მეთქი, დავემუქრე. წადი, თუ წინ და უკან სირბილი გსიამოვნებს, რა მენაღვლება. ზუსტად ვიცი, ორ-სამ დღეში უკანვე მოირბენ და, რადგან ჩანთების ჩალაგება-ამოლაგება არ გეზარება, კი ბატონოო. მერე გაიხურა კარი და წავიდა. უცებ გამოვფხიზლდი და ერთბაშად სიმართლე დავინახე: მივხვდი, რომ ამ ადამიანს ფეხებზე ვეკიდე, არაფერს არ წარმოვადგენდი მისთვის, მე კი უთავმოყვარეოდ განვაგრძობდი მასთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას... წამოვედი. დღემდე არ დაურეკავს – დარწმუნებულია, რომ რამდენიმე დღეში მე დავურეკავ და შევეხვეწები, უკან მიმიღოს, მაგრამ, ეს აღარ მოხდება. უკვე საშინლად მძულს. მან მე ღირსება დამაკარგვინა. შეიძლება, ხელი მეც შევუწყე, მაგრამ, მე გამართლება მაინც მაქვს – მიყვარდა!

скачать dle 11.3