კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას აძალებდნენ ვალერი მელაძე და ბრენდონ სტოუნი რუს სტუმრებს ქართულ რესტორანში და რის მერე გაიღვიძა მათში ქართულმა გენეტიკამ

„ახალი ტალღის” კონკურსისთვის მზადება უკვე დაიწყო. უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე ბრენდონ სტოუნი, იგივე ბესიკ შპეტიშვილი, ამ პროცესში აქტიურადაა ჩართული. მომღერალი და  კომპოზიტორი დიდი ხანია, გერმანიაში ცხოვრობს, თუმცა ევროპის ბევრ ქვეყანაში უწევს ჩასვლა, კონცერტის გამართვა, დამწყებ მომღერლებთან მუშაობა და არაერთი კონკურსის ჟიურის წევრობა. ის თავის სამშობლოში იშვიათი სტუმარია. სხვა ქართველი ემიგრანტებისგან განსხვავებით, ბრენდონს არც ქართულად ლაპარაკი დავიწყებია და არც ქართული ტრადიციები. გერმანიაში, ამერიკაში, რუსეთში, უკრაინასა თუ სხვა ქვეყნებში, ის კონცერტის დაწყებამდე, სცენიდან ხმამაღლა, სიამაყით აცხადებს, რომ ქართველია. ბრენდონი, სულ ორი დღით ჩამოვიდა საქართველოში, რათა იურმალას საერთაშორისო კონკურსის, „ახალი ტალღისთვის“, ქართველი მომღერლის არჩევაში მიეღო მონაწილეობა. ამ კონკურსზე ის წლების წინ, თავად ცდიდა ბედს. იქ კი ორგანიზატორებმა შეამჩნიეს და შემდეგ სამუშაოდაც მიიწვიეს, როგორც საუნდპროდიუსერი. მოკლედ, ისიც და თბილისში ჩამოსული დანარჩენი რუსი სტუმრებიც აღიარებენ, რომ იურმალაში, ჩვენი თანამემამულის გამოსვლას მთელი პასუხისმგებლობით ელიან. წუხან, რომ გასულ წელს, ამის საშუალება, უბრალოდ არ მიეცათ.

ბრენდონ სტოუნი:  როცა საქართველოში ჩამოვდივარ, დამიჯერეთ, გული სხვანაირად ძგერს, უფრო მეტად განვიცდი ამ მიწაზე ფეხის დადგმას და ვგრძნობ, რომ აქ არის ჩემი ფესვები, გენები და ის, რაც ყველაზე ძვირფასია ჩემთვის. ყველა ქვეყანაში იციან, რომ მე ქართველი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს სამშობლოში იშვიათად ჩამოვდივარ. თბილისში ვარ დაბადებული, გაზრდილი და ეს ქალაქი ჩემთვის განსაკუთრებულად მშობლიური, ლამაზი და საყვარელია. ადრე, ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ უცხო მხარეში მომიწევდა ცხოვრება და მუშაობა. ვერ წარმომედგინა, თბილისის გარდა, სხვაგან თუ გავძლებდი, მაგრამ ახლა, ფაქტობრივად, დედამიწაზე არ ვცხოვრობ, სულ თვითმფრინავში ვზივარ და ხან რომელ ქვეყანაში  ამოვყოფ თავს და ხან რომელში.

– ამბობენ, საქართველოში ჩამოსვლას და „ახალი ტალღისთვის“ ქართველი კონკურსანტების მოსმენას იგორ კრუტოი აპირებდა, მაგრამ ბოლოს გადაიფიქრა და შენ გამოგაგზავნა მის შემცვლელად ჟიურიში. ეს ასეა?

– (იცინის). იგორ კრუტოის ვერავინ შეცვლის, მაგრამ ასე გამოვიდა. მას საქმეები გამოუჩნდა. უკვე შვიდი წელია, ამ კონკურსში ვარ ჩართული. კრუტოის მართლაც  ძალიან უნდოდა საქართველოში ჩამოსვლა, ემზადებოდა ამისთვის, მაგრამ ბოლო წამს შეიცვალა გეგმები და მე მომიწია მის მაგივრად გამოფრენა. მინდოდა, იგორს თავად მოესმინა და ენახა ის, რაც აქ ხდებოდა, მაგრამ, რომ ჩავალ, მოვუყვები და დამიჯერებს (იცინის). ქართველი კი ვარ, მაგრამ ობიექტური და არა სუბიექტური, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი თანამემამულე მღერის. 

–  როგორ მოგეწონა ქართველი კონკურსანტები? შენი აზრით, გვაქვს საამაყოდ საქმე ქართველებს მუსიკალურობის კუთხით და რას იტყვი სალომე ქათამაძესა და ნინი ცნობილაძეზე, რომლებიც ამ კონკურსისთვის შეირჩნენ? 

– არ დაგიმალავთ, კარგად არ ვიცნობ ქართულ ესტრადას და დამწყებ მომღერლებს მით უმეტეს, მაგრამ ახლა შოკში ვარ. ოცდაათივე კონკურსანტი მაგარი აღმოჩნდა. კარგად იმღერეს, მაგრამ ჩემი აზრით, მათი ერთადერთი ნაკლი იყო, რომ ვერ წარმოაჩინეს ინდივიდუალიზმი. კონკურსანტები კარგად „აკოპირებდნენ“ უცხოურ სიმღერებს და ამის ფონზე, ინდივიდუალურობას კარგავდნენ. სხვა მხრივ, „ვსო ოქეი“. დამიჯერეთ, მეამაყება რომ ქართველი ვარ. არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა, რომ 30 კონკურსანტიდან, 30-ივე მაგარი ყოფილიყო. ეს ქართველებმა შევძელით და ჟიურის რუსი წევრები გაოცებულები დავტოვეთ. არასდროს ეპარებოდათ ეჭვი ჩვენს გენეტიკაში, მაგრამ თუ ასეთი მუსიკალური დონე იყო საქართველოში, ამას არც ვალერი მელაძე, არც რევზინი და არც დანარჩენები მოელოდნენ. 2007 წელს თავად ვიღებდი ესპანეთის სახელით მონაწილეობას და ვიცი, როგორი დონის, სირთულის, კრიტერიუმისა და გემოვნების კონკურსიცაა. რევზინმა სწორედ მაშინ შემამჩნია და მოვეწონე, როგორც მომღერალი, კომპოზიტორი და პროდიუსერი. ამიტომ, დამტოვა იქ სამუშაოდ, როგორც საუნდპროდიუსერი და  იწყება თუ არა „ახალი ტალღა”, მეც იქ ვარ. ძალიან მინდოდა, შარშან ქართველიც მეხილა ამ კონკურსზე, თუმცა არ გამოვიდა. წელს კი, დანარჩენებს საკმაოდ ძლიერი კონკურენტები ეყოლებათ სალომეს და ნინის სახით. ზუსტად ვიცი, ჟიურის წევრებს მოხიბლავენ თავისი შესაძლებლობებით და არ არის გამორიცხული, გრანპრიც დაიმსახუროს რომელიმემ. თუმცა, კონკურსი კონკურსია და იქ რა მოხდება, არავინ იცის. მოდი, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. ასე ჯობია. ძალიან მინდოდა, მიშა სულუხია ყოფილიყო მესამე კონკურსანტი, მისი სიმღერის დროს დარბაზი ფეხზე იდგა, მაგარი ბიჭია, მაგრამ ორსაათიანი ბჭობის შემდეგ, ჟიურიმ გადაწყვიტა, რომ ცოტა კიდევ იმეცადინოს და მეორე წელს აუცილებლად სცადოს ბედი „ახალ ტალღაში“. ორსაათიანი ბჭობა გვქონდა ჟიურის წევრებს, ვინ აგვერჩია. დამიჯერეთ, ამდენი დრო არც ერთ ქვეყანაში არ მოგვდომებია. ვერ ვხვდებოდით, ვინ შეგვერჩია საბოლოოდ კონკურსისთვის – ყველა ისეთი ძლიერი იყო. ვუთხარი კიდეც მელაძეს, რევზინს და რუმიანცევს, ამდენი წელია, არ მომისმენია ქართველების სიმღერა და ახლა ძალიან ვამაყობ, ქართველი რომ ვარ-მეთქი. ვალერი მელაძემ კი გადმომხედა და მითხრა: მეცო (იცინის). ყველა აღიარებდა, ძალიან დავიღალეთ, მაგრამ სასიამოვნო დაღლა იყოო. 

– დამღლელი დღის შემდეგ, ქართული ღვინო და კერძები არ დააგემოვნეთ და განიტვირთეთ?

– კი, როგორ არა. რესტორან „სენატში“ დავსხედით და ქართული კერძები რომ დაახვავეს მაგიდაზე, თვალები გაგვიფართოვდა (იცინის). ვხუმრობდით, დღეს ორმაგად უნდა მივირთვათო. პირადად მე, ძალიან მომენატრა ქართული საჭმელი. მაგიდაზე წითელი და თეთრი ღვინო მოგვართვეს და ჭაჭაც, მაგრამ, სტუმრებმა, ძირითადად ჭაჭას მიანიჭეს უპირატესობა. მე თეთრ ღვინოს ვსვამდი, ვალერი წითელს და დანარჩენებს ვაძალებდით – რომ ისხამთ ამ ჭაჭას და ყელს იხუხავთ, გასინჯეთ, რა მაგარი ღვინოა (იცინის).

– ეტყობა, არ მონატრებიათ კარგად ჩვენი ღვინო.

– არა, რას ამბობთ, აღიარებენ, რომ მაგარია. ჭაჭით დაიწყეს და ჩემი და ვალერის დაჟინებით, ბოლოს ღვინით ჩაანაცვლეს. ასე რომ, რუსები ქართველებმა ბოლოს მაინც დავიყოლიეთ. სამწუხაროა, რომ სულ ორი დღით ვიყავით საქართველოში და ვერ მოვასწარით სტუმრებისთვის ბევრი რამის ჩვენება. საქართველო მაინც ჩემი ქვეყანაა და მე ასე თუ ისე, ვიცნობ მის ღირსშესანიშნაობებს. მინდოდა, ეს მათთვისას მეჩვენებინა. თუმცა, ეს ორი დღეც საკმაოდ წარმატებული და შოკისმომგვრელი იყო მათთვის ისეთი ნამღერი მოისმინეს. რესტორანში სულ ამაზე ლაპარაკობდნენ, ქართველები მაგრები ხართ, ეს ბევრჯერ დაამტკიცეთ „ახალ ტალღაზე“ და ახლაც არ გაუწბილებენ არჩეული კონკურსანტები იმედს თქვენს თანამემამულეებსო.

– ევროპაში საკმაოდ წარმატებული ხარ, ხშირად მართავ კონცერტებს. საქართველოშიც ხომ არ გაქვს უახლოეს მომავალში კონცერტი დაგეგმილი?

– საქველმოქმედო კონცერტი მაქვს დაგეგმილი 5 ივნისს ბათუმში. მინდა, ამით დავეხმარო ბავშვებს, ვისაც ეს სჭირდება და ამას სიამოვნებით გავაკეთებ. ორი წლის წინ, ბათუმში რომ კონცერტი გავმართე, იმდენი ხალხი მოვიდა, ნამდვილად არ ველოდი. გაოცებას ვერ ვმალავდი, დარბაზი სავსე იყო. მაშინაც საქველმოქმედო კონცერტი გახლდათ და საკმაოდ ბევრი ბილეთი გაიყიდა. საქართველოში ისე კარგად მიმიღეს, რომ ყველა ქვეყანას გადაუჯოკრეს. ოცი წელია, აქედან წავედი, თუმცა ბევრი ნათესავი, ახლობელი და მეგობარი მყავს აქ. თბილისში რომ ჩამოვდივარ, მაინც სასტუმროში ვჩერდები, არ მინდა, ვინმე ზედმეტად შევაწუხო. ამ ბოლო ჩამოსვლაზე, სხვა ჟიურის წევრებთან ერთად, სასტუმრო „რედისონში“ რომ ვცხოვრობდი, დავფიქრდი და ბინის ყიდვა გადავწყვიტე. მინდა, ჩემს ლამაზ თბილისში ჩემი პატარა კუთხე მეც მქონდეს.  

скачать dle 11.3