კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დენზელ ვაშინგტონის „გენეტიკური მაკიაჟი” და ოსკაროსანი როლები

„ოსკარის” ორგზის ლაურეატი და 2013 წლის დაჯილდოებაზე „მამაკაცის საუკეთესო როლის“ ნომინანტი ფილმისთვის „ეკიპაჟი”, რომელმაც მაყურებელში და კრიტიკოსებში დიდი მოწონება დაიმსახურა. საუბარია დენზელ ვაშინგტონზე – ჰოლივუდის სუპერვარსკვლავსა და მილიონობით კინომოყვარულთათვის საყვარელ მსახიობზე, რომლის შესახებაც ამ ნომერში მოგითხრობთ.

* დენზელ ჰეის ვაშინგტონი დაიბადა 1954 წლის 28 დეკემბერს ქალაქ მაუნთ-ვერნონში, ნიუ-იორკის შტატში. სახელი დენზელი მას მამის, ორმოცდაათიანელთა მღვდლის პატივსაცემად დაარქვეს. დენზელი შუათანა შვილი იყო და ბავშვობაში დედას ეხმარებოდა, რომელსაც საკუთარი სილამაზის სალონი ჰქონდა. სკოლის დამთავრების შემდეგ დენზელი ნიუ-იორკის ფორდჰემის უნივერსიტეტში მოეწყო, სადაც თავდაპირველად სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდა, შემდგომ ბიოლოგიურზე, ჟურნალისტიკურზე, ბოლოს კი თეატრალური აირჩია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1977 წელს, დენზელი სან-ფრანცისკოში გაემგზავრა კონსერვატორიაში სასწავლებლად, თუმცა, იქიდან მალე დაბრუნდა და ნიუ-იორკში სატელევიზიო ფილმებში დაიწყო მონაწილეობის მიღება. 

* დენზელის მშობლები: დედა – ჰარლემელი ლენის ვაშინგტონი, სილამაზის სალონის მფლობელი; მამა – რევერენდ დენზელ ჰეის ვაშინგტონი, ორმოცდაათიანელთა ეკლესიის მსახური იყო. 1968 წელს ისინი დაშორდნენ და მას შემდეგ დენზელი დედასთან ერთად ცხოვრობდა. 

* დენზელის თქმით, სტუდენტობის პერიოდში ის დიდ დროს ატარებდა ნიუ-იორკის ქუჩის ბანდებში, თუმცა, საბოლოოდ, კრიმინალის ცხოვრებას მსახიობობა არჩია. ვაშინგტონის თქმით, მის სამ ყველაზე ახლო მეგობარს, საერთო ჯამში 40 წელი ჰქონდა გატარებული ციხეში.

* 1977 წელს დენზელმა პირველი როლი ითამაშა სპორტულ დრამაში „ვილმა”, 1981 წელს კი პირველი მთავარი როლი შეასრულა კომედიაში „ზუსტი ასლი”. საყოველთაო სიყვარული და აღიარება დენზელ ვაშინგტონს მოუტანა სერიალმა „სენტ ელსვერიმ”, რომლის ტრანსლირება ტელევიზიით 1982-1988 წლებში ხდებოდა და სადაც ვაშინგტონი მთავარ პერსონაჟს – ექიმ ფილიპ ჩანდლერს ასახიერებდა. 

* 1983 წლის 25 ივნისს დენზელ ვაშინგტონი პაულეტა პირსონზე დაქორწინდა, რომელიც 1977 წელს თავისი პირველი ფილმის „ვილმას” გადასაღებ მოედანზე გაიცნო.  წყვილს ოთხი შვილი ჰყავს: ჯონ დევიდი – ამერიკული ფეხბურთის პროფესიონალი მოთამაშე; კატია – იელის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და ტყუპები, ოლივია და მალკოლმი.

* დენზელ ვაშინგტონმა შვილს სახელი მალკოლმი აფროამერიკელების უფლებადამცველის, რელიგიური ლიდერის – მალკოლმ იქსის პატივსაცემად დაარქვა, რომელიც სპაიკ ლის 1992 წელს ეკრანებზე გამოსულ ფილმში – „მალკოლმ იქსში” განასახიერა.

* 1995 წელს დენზელ ვაშინგტონი ჟურნალმა „ემფაირმა” კინოისტორიაში 100 ყველაზე სექსუალურ მსახიობ მამაკაცს შორის მოიხსენია. დენზელს რეიტინგში 70-ე პოზიცია ერგო.

* ნორმან ჯუისონის ფილმ „ქარიშხალში” დენზელ ვაშინგტონმა ცნობილი მოკრივე რუბინ კარტერი – „ქარიშხალი” განასახიერა. როლში უკეთესად შესასვლელად მსახიობი ერთი წლის განმავლობაში ვარჯიშობდა კრივის ცნობილ მწვრთნელთან, ტერი კლეიბონთან. 

* ჟურნალ „ნიუსვიკის” ერთ-ერთ ნომერში განთავსებული იყო სამეცნიერო სტატია, სადაც საუბარი იყო მამაკაცის ბიოლოგიურ მომხიბვლელობაზე. სამაგალითო მამაკაცად მეცნიერებს დენზელ ვაშინგტონი ჰყავდათ მოხსენიებული. 

* 1995 წელს ფილმ „სისხლიანი ნაპირის” გადაღებების დროს დენზელ ვაშინგტონს კონფლიქტი მოუვიდა ფილმის სცენარის ავტორთან კვენტინ ტარანტინოსთან, რაც, გავრცელებული ინფორმაციით, ჩხუბში გადაიზარდა. ყველაფერი კი რასობრივი დისკრიმინაციის კადრების გამო მოხდა, რომელთა ჩამატებას კვენტინი სცენარში აპირებდა, რაც მთავარი როლის შემსრულებელ ვაშინგტონს არ მოეწონა.

* რიდლი სკოტის ფილმ „განგსტერში” დენზელ ვაშინგტონის ჰონორარმა 20 მილიონი დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ თანხა მსახიობს გადაღებების დაწყებამდე გადაერიცხა.

* დენზელ ვაშინგტონი პირველი აფროამერიკელი კინომსახიობია, რომელსაც „ოსკარის” ორი ჯილდო აქვს მიღებული. 1990 წელს მან პირველი „ოსკარი” მიიღო ფილმისთვის „დიდება”, ხოლო მეორედ 2002 წელს, ფილმისთვის – „სავარჯიშო დღე”.

* ანტუან ფუკუას ბლოკბასტერში „სავარჯიშო დღე” ვაშინგტონმა „ოსკარის” ჯილდო მიიღო თავის კარიერაში პირველი უარყოფითი როლის შესრულებისთვის. 

* დენზელ ვაშინგტონის სიმაღლე 184 სანტიმეტრია.

* დენზელ ვაშინგტონის თქმით, მისი ოცნებაა, ერთ გადასაღებ მოედანზე მოხვდეს ალ პაჩინოსთან და რობერტ დე ნიროსთან ერთად, რეჟისორი კი მარტინ სკორსეზე იყოს.

* დენზელ ვაშინგტონმა თავის დროზე უარი თქვა ისეთ ფილმებში თამაშზე, როგორიცაა: დევიდ ფინჩერის „შვიდი” და სტივენ სპილბერგის „ამისტადი”, „ბლეიდი”, „მაიკლ კლეიტონი”.

* დენზელ ვაშინგტონი აქტიურადაა ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში. ის არის რამდენიმე ორგანიზაციის წევრი, მათ შორის „ნელსონ მანდელას სახელობის ბავშვთა ფონდი” და შიდსით დაავადებულთა ჰოსპისის – „გეზერინგ ფლეისის” დამფინანსებელი.

* „მე ვამაყობ, რომ შავი ვარ – ეს ჩემი ფესვებია, ერთგვარი გენეტიკური მაკიაჟი”, – განაცხადა დენზელ ვაშინგტონმა.

* ტომ ჰენკსის თქმით, დენზელ ვაშინგტონთან ერთად თამაში ფილმში „ფილადელფია” ნამდვილი სიამოვნება იყო. „თითქოს სკოლაში დავდიოდი, რადგან, მისგან გაცილებით მეტი ვისწავლე, ვიდრე სამსახიობო სასწავლებელში”.

* დენზელ ვაშინგტონი მორწმუნე ორმოცდაათიანელია. 1995 წელს  შემოწირულობის სახით მან 2,5 მილიონი დოლარი გადასცა ლოს-ანჯელესში მშენებარე ორმოცდაათიანელთა ეკლესიას. 

* კოლუმბიის რევოლუციურმა ძალებმა დენზელ ვაშინგტონი რეჟისორებთან – ოლივერ სტოუნთან და მაიკლ მურთან ერთად, იმ მესამე პიროვნებად დაასახელეს, რომელთანაც ისინი გამართავდნენ მოლაპარაკებებს დაკავებული მძევლების გათავისუფლების ოპერაციაში.

* დენზელ ვაშინგტონი ამერიკული ფეხბურთის დიდი მოყვარულია და მშობლიური ქალაქის – ნიუ-იორკის კლუბ „ნიუ-იორკ იანკის” ქომაგობს.

* დენზელ ვაშინგტონს არ უყვარს, როდესაც მის ფოტოს ჟურნალების გარეკანზე ათავსებენ.

* „როდესაც დავბერდები, მინდა გავხდე კლინტ ისტვუდი”, – განაცხადა დენზელ ვაშინგტონმა.

* დენზელ ვაშინგტონის თქმით, მას არ უნახავს ჯეიმს კამერონის ბლოკბასტერი „ავატარი”.

* ახლო მომავალში კინოეკრანებზე გამოვა ახალი მძაფრსიუჟეტიანი ფილმი დენზელ ვაშინგტონის მონაწილეობით – „ორი თოფი”, სადაც მას პარტნიორობას მარკ უოლბერგი გაუწევს.

скачать dle 11.3