კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აპოკალიფსი – მშობლიურად

„და იქმნა ელვა და ქუხილი“

თუმცა საქართველოს მშრომელების (ვისაც გაუმართლა და დაქირავებით დასაქმებულია) ქუჩაზე დღე-დღეზე გაზაფხული მოდის (იმ მარტივი მიზეზით, რომ სამსახურიდან მთლად ძველებურად უპრაგონოდაც ვერ მიაბრძანებენ და დამქირავებელს მათი უფლებების მინიმალურად დაცვა მაინც მოუწევს), მაგრამ, როგორც ჩანს, ეშმაკს არ სძინავს. ასე, მაგალითად, ბიზნესასოციაციის დასაქმებისა და შრომითი მოწყობის კომიტეტის თავმჯდომარე (ვინმე ბ-ნი ახალაძე) აცხადებს, რომ შრომის ახალი კოდექსის არსებული სახით ამოქმედება ბიზნესს დაანგრევს.

სახელდობრ, ბ-ნ ახალაძეს ახალ კოდექსში არ ეპიტნავება ვადიანი ხელშეკრულების გაფორმების აუცილებლობა, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება და კიდევ სხვა ბიუროკრატიული მექანიზმები (ეჭვი მაქვს, ისიც, დამქირავებელს დაქირავებულისთვის კუთვნილი შვებულების ანაზღაურებაც რომ მოუწევს, თვით მაშინაც კი, თუკი მიზეზს მოუძებნის და გაათავისუფლებს).

შესაბამისად, ბიზნესასოციაციის დასაქმებისა და შრომითი მოწყობის კომიტეტის თავმჯდომარე ასკვნის, რომ კოდექსის ამოქმედება ბიზნესგარემოსაც გააუარესებს და მუშახელსაც გააზარმაცებს (ვითომ, სულ თუ ნიჩაბზე გეყოლება დასაქმებული, ეს მას შრომის ნაყოფიერებას აუმაღლებს?!); ვაკანსიებიც შემცირდება, ხოლო, საბოლოოდ, უმუშევრობაც გაიზრდება. ამდენად, თუ პარლამენტი „შრომის კოდექსში“ ამ ცვლილებებს დაამტკიცებს, ბ-ნი ახალაძის ღრმა რწმენით, ქართული აპოკალიფსიც დადგება („და იქმნა ელვა და ქუხილი, და გრგვინვა და მიწისძვრა დიდი, რომლის მსგავსიც არ ყოფილა მას აქეთ, რაც კაცნი არიან ქვეყნად“).

თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ „შრომის კოდექსში“ ბ-ნი ახალაძის მიერ დაწუნებული ცვლილებების აუცილებლობაზე ევროკავშირი მიგვითითებს (იმ მარტივი მიზეზით, რომ ევროპელები უარს ამბობენ მონური შრომით მიღებული პროდუქტით სარგებლობაზე), ჩნდება ეჭვი, რომ ეს ჩვენი ბიზნესასოციაციის დასაქმებისა და შრომითი მოწყობის კომიტეტის თავმჯდომარე ევროკავშირს „სავსემ ნე უვაჟაეტ“!

скачать dle 11.3