კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მიტოვებული

 „და მე ავტირდი, ვით მეფე ლირი“

ქართული პოსტსაარჩევნო ვითარება ტკივილამდე მისული რეალიზმით ამტკიცებს, რომ დრონი მეფობენ და არა მეფენი, ამიტომაც, თუკი ადრე გუბერნატორს ხელქვეითი ისევე ვერ უსწორებდა თვალს, როგორც ორფეხა მოკვდავი – მანათობელ მზეს, გასულ კვირას შიდა ქართლის გუბერნატორ ბ-ნ ბარნოვთან დაგეგმილ შეხვედრაზე რეგიონის მუნიციპალიტეტების არც ერთი გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე არ გამოცხადდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გუბერნატორსა და მის ხელქვეითებს რეგიონში დაგეგმილი ღვინის ფესტივალის საორგანიზაციო საკითხებზე უნდა ემსჯელათ. მართალია, უნდა ემსჯელათ, მაგრამ, კოვზი ნაცარში გუბერნატორსაც ჩაუვარდა და ღვინის ფესტივალსაც. ბ-ნი ბარნოვი არმოსვლის საკუთარ ვერსიასაც გვიმხელს და, დარწმუნებულია, რომ გამგებლები მასთან მავანის შეგონების გამო არ გამოცხადდნენ.

ოღონდ, იქვე შენიშნავს, რომ, თუმცა შემხვედრის კონკრეტულ ჩამშლელებს ვერ ასახელებს („მე ახლა არ მაქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომ დავასახელო, რომელმა მაჟორიტარმა ან პოლიციელმა დაავალა მათ, რომ არ მოსულიყვნენ“), მაინც მტკიცედ სწამს, რომ „ეს არის პირდაპირი ზეწოლა“.

პირდაპირია თუ ირიბი (ან, საერთოდაც, იყო თუ არა), ჯერჯერობით ქვემო ქართლის გუბერნატორსა და იმავე რაიონის გამგებლებს შორის „მერის“ ტრაგედია გათამაშდა: „და მე ავტირდი, ვით მეფე ლირი, ლირი, ყველასგან მიტოვებული („ყველაში,“ ამ კონკრეტულ შემთხვევასა და მიზანსცენაში, მუნიციპალიტეტების გამგებლები იგულისხმებიან).“

скачать dle 11.3