კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეჩვეულს ნუ გადააჩვევ

ანუ, ჩახედე კლიენტს ჯიბეში

 

რაკი დრომ მოიტანა, ჩვენმა მობილურმა ოპერატორებმაც იკადრეს და შიდა ქსელში საუბრის ფასი გონივრულ ტარიფს მიუახლოვეს (რასაც წინ მრავალწლიანი „წუთი 28 თეთრად“ უძღოდა), ქართველმა მომხმარებელმაც ამოისუნთქა (რომელსაც თავის ცოდვებიც ჰყოფნის, მათ შორის, ისეთი, როდესაც ძვირად ღირებულ მობილურ ტელეფონში სასაუბროდ ფული არ აქვს), მაგრამ, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ოდენ დროებით.

მეტიც, ზემომოყვანილი პრობლემის მქონეთ (მობილური ტელეფონი კი აქვთ, მაგრამ, სასაუბრო – არა) საქმეც გაუადვილეს: იმდენადაც, რომ, სწრაფი ჩარიცხვის აპარატებით მსურველს არათუ ლარის, თვით 50 თეთრის დასმაც კი შეეძლო სატელეფონო ანგარიშზე. 

არც მთლად იმიტომ, რომ „ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვისმეს განა“, მაგრამ, ხანი გამოხდა და ჩარიცხვის მარტივ პროცედურას მიჩვეულ მომხმარებლებს მობილურმა ოპერატორებმა ჩარიცხვის საკომისიო დაარიცხეს (აქამდე ჩვენ ვიხდიდით, რადგან, მომხმარებლის მიჩვევა გვინდოდაო). მართალია, სულ რაღაც, 4 თეთრი ერთი ლარიდან, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ლარ-ლარის ჩამრიცხველთა ოდენობა ფრიად სოლიდურია მობილური ტელეფონების მომხმარებლებს შორის, უნდა ვივარაუდოთ, რომ ფიჭური კავშირგაბმულობის ოპერატორები გვარიან თანხას დაზოგავენ (ბარათების დაბეჭდვა თანხა ჯდება, ჩარიცხვის საკომისიოს კი ახლა უკვე მომხმარებელი ფარავს).

უდავოა, რომ ჩვენებური ოპერატორები მეტად გონებამახვილნი ბრძანდებიან (ეჭვი მაქვს, თვით ქვასაც კი შხუილით გამოადენენ წვენს), როგორც ის, რომ მათ თვითნებობას (კლიენტების ჯიბეებში ხელების უპრაგონოდ ფათურის განხრით) ახლებიც ძველებივით მშვიდად ადევნებენ თვალს. 

 

скачать dle 11.3