კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გულმოკლული

მოტივზე: „ჩემი შენ გითხარიო“

მართალია, პათოსი ძველებურია (ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, როგორც ძველად, ახლაც კვლავაც მიუწვდომლები არიან პირდაპირი დიალოგისთვის), მაგრამ, სამაგიეროდ, ფრიად ენაწყლიანობენ სოციალურ ქსელებში (ეს ენაწყლიანობაც მარტივი ასახსნელია: უსიამოვნო მოსაუბრეს დაბლოკავ და, ჩვეულებისამებრ, მონოლოგის რეჟიმში იმოქმედებ).

როგორც უნდა იყოს, სავარაუდოდ, რაკი საპარლამენტო ტრიბუნა ევიწროება, მაგალითად, ქ-ნი თაქთაქიშვილი საკანონმდებლო ორგანოში განსახილველ „კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ FB-ში ეხმაურება (ბუნებრივია, აღშფოთებული!).

კერძოდ, ქ-ნი თაქთაქიშვილი წრეგადასულადაა შეშფოთებული უმრავლესობის გაბედულებით (მოვიხმობ ციტატას მისი ნააზრევიდან): „ამ კანონის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფოს ექნება 2 ტიპის საზღვარი: ერთი – ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთს შორის, რომლის დარღვევა უცხო ქვეყნის მოქალაქეს დაუჯდება 400 ლარი და მეორე – საქართველოს დანარჩენ რეგიონებსა და რუსეთს შორის საზღვარი, რომლის დარღვევა სისხლის სამართლის კოდექსით დაისჯება.“

აქედან გამომდინარე, ხალხის ეს კონკრეტული რჩეული ასკვნის: „ივანიშვილი, ზაქარეიშვილი, ხიდაშელი, ძმები ბერძენიშვილები ბედავენ, რომ ქართველი ხალხი არჩევნების შემდგომი ეიფორიის ფონზე შეიტყუონ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობის აღიარების შეუქცევად პროცესში.“

შესაბამისად, ასკვნის: „ეს არ იქნება მხოლოდ ამ მთავრობის პასუხისმგებლობა, ამ გადაწყვეტილების შედეგებს ჩვენი მომავალი თაობები ზღავენ. გული მიკვდება – რა ხელში ჩავარდა ჩვენი ქვეყანა!“

თუ გავიხსენებთ, რომ ამ ჩვენს ერთ საქართველოში უკვე სამი პრეზიდენტია (ერთი, რომელსაც მზისქვეშეთში ყველა აღიარებს, ორიც – მხოლოდ ექვსთა მიერ აღიარებული), უნდა ვივარაუდოთ, რომ „რა ხელში“ დიდი ხანია ჩავცვენილვართ. მეორე მხრივ, თუ იმასაც დავამატებთ, რომ მთავარსარდალი და დღესაც ქ-ნი თაქთაქიშვილის თანაპარტიელი ბ-ნი სააკაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომს შემდეგნაირად აფასებდა – სულ რაღაც, ათი სოფელი დავკარგეთო, ცხადია, რომ კარგა ხანია და უიმედოდ გულმკვდრები ვყოფილვართ.

скачать dle 11.3