კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კრივისხელთათმანებიანი მრისხანე არწივი და სექსი უკრაინელ გოგონებთან

მინდა რას ჰქვია?!

უკრაინის დიდებულ ქალაქ კიევში ვართ. საბაჟოზე სპეციალურ ბლანკებს გვავსებინებენ. ბლანკის ერთ გვერდზე რუსულად, მეორეზე ინგლისურად წერია შესავსები მონაცემები: გვარი, სახელი, სქესი და ასე შემდეგ.

სქესი ინგლისურად „სექს“ – იწერება. ერთ-ერთი მოჭიდავე ამ „სექსთან“ გაიჭედა. არ იცის, რა უნდა ჩაწეროს.

– ზურა, აქ „სექს“ რომ წერია, რას ნიშნავს, რა უნდა ჩავწერო? – მეკითხება და კალამს თითებში უხერხულად ატრიალებს. მოულოდნელად, თავში ათასი „მიკრომაკვარანცხი“ ერთბაშად დამიტრიალდა.

– ეგ არ იცი ამხელა მოჭიდავე კაცმა?

– რა ვიცი... სექსიო და...

– კაცო, – შენ ხომ იცი, კიევში რა ეშხიანი გოგოები არიან, დალოცვილები...

– ვიცი, აპა შტერი კი არ ვარ! – იწყინა.

– მერე, ვერაფერს მიხვდი, შე შტერო?

– რას უნდა მივხვდე?

– რას და აქ კითხვაა – „გინდათ თუ არა სექსი უკრაინელ გოგოებთანო“, – გაიგე?

– მაგას რა გაგება უნდა, შე კაცო! – გამოუცოცხლდა თვალები. ბევრი აღარ უფიქრია და იმ გრაფაში – კითხვის გასწვრივ, არ იკითხავთ, რუსულად რა ჩაწერა? – „ოჩენ ხაჩუ!“

 

„ბოქსიორი“ არწივი

ერთმა ჩვენმა მოკრივემ (გვარს და სახელს მომავალში ვიტყვი) ერთი „პაეზდკის“ დროს ტატუს გამკეთებელი გაიცნო და მხარზე – იდაყვის ზემოთ, არწივი (მებრძოლი არწივი) „ამოანაკოლკებინა“. შევხედე არწივს და ნამდვილად არ მომეწონა, რადგან არწივი ძლიერებისა და შეუპოვრობის სიმბოლოა. ის არწივი კი, ნიბლია ჩიტივით კეთილად გამოიყურებოდა.

– რაა, ბიჭო, ეს?! ამით გინდა „წაახდინო“ მეტოქე?! დავიწუნე და დავიწუნე.

– აუ, რაღა ვქნა ახლა! – აშკარად შეწუხდა ჩვენი „ბოქსიორი“, რა ვუყო ახლა ამას? – სიმწრით გადაყლაპა ნერწყვი.

– ხომ გახსოვს, ვინც გაგიკეთა? – ვეკითხები.

– რავა არა, – ორასი მანეთი მივეცი, სულ თუმნიანები.

– ჰოდა, მიდი და უთხარი, ცოტა „ჟესტოკი“ არწივი გააკეთოს.

– კაცო, შენ ეს პირველკლასელის ნახატი ხომ არ გგონია, წაშალო საშლელით და გაასწორო?

– მე რა მენაღვლება, იყოს...

ჩვენი მოკრივე დაფიქრდა, – ასე მართლა არ ივარგებსო და ოთხი საათი ეჯდა გადასაკეთებლად იმ ტატუს გამკეთებელს.

ეტყობა, ის კაცი მაგარი პროფესიონალი იყო და „გადააკეთა“.

– აი, გადააკეთა! – „მომახარა“ ჩვენმა მოკრივემ და მკლავი გაიშიშვლა.

მკლავიდან კრივისხელთათმანებიანი არწივი მიყურებდა გაოცებული თვალებით...

 

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის მთავარი ექიმის ზურაბ კახაბრიშვილის ნაამბობის მიხედვით 

 

скачать dle 11.3