კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

28 მარტს კინოთეატრ “რუსთაველში„ შედგა პრემიერა აჩიკო ქავთარაძის ფილმისა – “კომა„

„კომას“ სცენარის ავტორები თავად რეჟისორი და ლაშა ბუღაძე არიან. ფილმში გიორგი მასხულია, ჯანო იზორია, მიხეილ ახვლედიანი, ზურა ბეგალიშვილი და სხვები მონაწილეობენ.

„კომა”  რეალურ ამბებზეა აგებული და ახალგაზრდა კაცის – ტიტე გოგიას ისტორიას მოგვითხრობს. საავტომობილო ავარიის გამო ტიტე ციხეში ხვდება და იქ სრულიად ახალ რეალობას აღმოაჩენს. პარალელურად ისტორია საავადმყოფოში ვითარდება, სადაც ავარიაში მოყოლილები წვანან, რომელთაგან ერთ-ერთი მათგანი კომაშია. პროექტზე მუშაობა 2008 წელს დაიწყო და მის განხორციელებას თითქმის ოთხი წელი დასჭირდა. „კომა”  2011 წლის ზაფხულში გადაიღეს და პოსტპროდუქცია დაიწყეს, რომელიც, პროდიუსერის თქმით, ხანგრძლივი და მტკივნეული პროცესი აღმოჩნდა. „ციხის ცნობილი კადრების გავრცელების პერიოდში ფილმი, დიდი ალბათობით, პოლიტიკური სპეკულაციების მორევში მოყვებოდა, ამიტომ, მისი გამოშვებისგან თავი შევიკავეთ და პრემიერა გადავდეთ,” – განაცხადეს ფილმის შემქმნელებმა. მართალია, ფილმი მხატვრულია, მაგრამ, დოკუმენტური სიცხადით აღწერს იმას, რაც ქართულ ციხეებში ხდებოდა. თითქმის ყველა გმირს პროტოტიპი ჰყავს, ისტორიები კი მსგავსი ფორმით რეალობაშიც განვითარდა. ფილმისთვის სახელწოდების შერჩევის მოტივი სიტყვის ეტიმოლოგიაა – „კომა”  ბერძნულად „ღრმა ძილს” ნიშნავს. ლაშა ბუღაძის განცხადებით არჩილ ქავთარაძე თავად იყო თვითმხილველი ბევრი იმ ისტორიისა, რაც ციხეში ხდება, როდესაც პატიმრობაში იმყოფებოდა. საათნახევრიანი ფილმის პრემიერას იმდენი ადამიანი ესწრებოდა, რომ ჩვენება „ამირანის“ ორ დარბაზში ერთდროულად მიმდინარეობდა. ღრმა ძილში მყოფი საზოგადოების გამოფხიზლებას ხაზი გაუსვეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის სოზარ სუბარმა და ირაკლი ალასანიამ. ყველა მაყურებელმა პრემიერა ემოციებით დატვირთულმა დატოვა. 

скачать dle 11.3