კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

კითხვა: როგორ გარემოში ხარობს პუანსეტია?

პასუხი: პუანსეტიას უყვარს ნათელი, თბილი 18-20 გრადუსი ტემპერატურის მქონე ოთახი მთელი წლის განმავლობაში. ის ლამაზად გამოიყურება ფანჯრის რაფაზე სამხრეთისა და დასავლეთის მიმართულებით. ყვავილობს დეკემბერ-თებერვალში. აპრილში მას დასვენების პერიოდი აქვს და ამიტომ არ მორწყათ. სასურველია, ამ დროს 13-15 გრადუსზე ამყოფოთ. ხშირი მორწყვა თბილი წყლით და კომპლექსური ნაკელით განოყიერება საჭიროა 10-15 დღეში ერთხელ. მისი გამრავლება შეიძლება წვერებზე გადაჭრილი კალმებით, მაისიდან აგვისტოს ჩათვლით. გადაჭრილი კალამი რამდენიმე წუთით უნდა ჩადოთ ცივ წყალში, შემდეგ კი ჩარგოთ ტორფითა და სილით გაზავებულ ნიადაგში.

კითხვა: მსურს, ბინაში გავახარო ლიმონის ხე, ისე, რომ თან მსხმოიარეც იყოს. იქნებ, ამიხსნათ, როგორ მოვუარო ამ შემთხვევაში მცენარეს და როგორ გავამრავლო?

პასუხი: კარგად მოვლილი ლიმონი 20-40 ცალ ნაყოფს იძლევა. ოთახის პირობებში უმთავრესად კარგად იზრდება და მსხმოიარობს ის ნერგები, რომლებიც მიღებულია კალმებისა და ტოტების დაფესვიანებით. მათი გამრავლება უმჯობესია თებერვალ-მარტში. ლიმონის დასაკალმებლად უნდა აიჭრას 4-6 მილიმეტრი სისქისა 10-12 სანტიმეტრი სიგრძის ტოტები. კალამი უნდა ჩაირგას ღრმად, მისი სიგრძის ნახევრამდე. ზემოდან დაახურეთ მინის ქილა და სითბოში დადგით. ერთ თვეში დაფესვიანდება და შემდეგ გადარგეთ მაღალ ქოთანში. 

 ლიმონის ნერგისთვის ნიადაგი უნდა მომზადდეს სპეციალურად: ჰუმუსი, გადამწვარი ნაკელი და სილა თანაბარი რაოდენობით. 

სასურველია, მცენარე გვიან შემოდგომამდე დადგათ აივანზე. ლიმონის დაკოკრება-დაყვავილებისთვის საკმარისია ოთახის ტემპერატურა 10-15 გრადუსი, ხოლო ნაყოფის მომწიფებისთვის – 20-25 გრადუსი. 

ზაფხულში მორწყვა სჭირდება ყოველდღიურად ან 2-3 დღეში ერთხელ. შემოდგომით, ნაყოფი რომ მომწიფდეს, აუცილებელია, მორწყვა შეამციროთ.  ნაყოფის შემცირებისა და კოკრის დაცვენის უმთავრესი მიზეზია: მაღალი ტემპერატურა, ჰაერის დაბალი შეფარდებითი ტენიანობა, ტემპერატურის დიდი მერყეობა, ცივი წყლით მორწყვა, ნიადაგის ზედმეტი სიმშრალე ან ჭარბი ტენი, მავნებლების მოქმედება და სხვადასხვა დაავადებანი. 

იმისათვის, რომ ლიმონის ფოთლები სუფთა იყოს, გირჩევთ, თბილი წყლით ჩამობანოთ. 

მავნებლების საწინააღმდეგოდ მცენარის ფოთლები ხანდახან საპნიან ხსნარში დასველებული ბამბით გაწმინდეთ. კვირაში ერთხელ სასურველია გოგირდის შეფრქვევაც.

კითხვა: რა სინათლესა და ტემპერატურაზე ვამყოფო კალადიუმი?

პასუხი: მისთვის იდეალურია კაშკაშა, გაბნეული ან არეკლილი შუქი. მზისგულზე ფოთლები მალე დაუჭკნება. ზრდის პერიოდში სჭირდება დაახლოებით 20-23 გრადუსი სითბო. მისთვის საუკეთესო ადგილი ნათელი სააბაზანოა.

скачать dle 11.3