კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

დაინახე მარცვალი

 

ყველა ქალს არ აქვს უნარი, დაინახოს საკუთარ თავში პოტენციალი, რომელიც მას სხვებისგან გამოარჩევს. ინდივიდუალური ხიბლი ყველას აქვს, მთავარია, იცოდე, როგორ წარმოაჩინო ის. როგორც ფსიქოლოგები ამტკიცებენ, საჭიროა, ჯერ თავად დაიჯერო, რომ ყველაზე მაგარი ხარ, ეფექტური და განუმეორებელი. აუცილებელი არ არის, რეალობა წარმოსახვას დაემთხვას, მთავარია, შინაგანად იყოთ მზად. იდეალური პროპორციები და ლამაზი სახე ერთეულებს აქვთ, თუმცა, ლამაზმანი გაცილებით მეტია. მაშ, რაშია საქმე?

ამ შემთხვევაში პლასტიკური ქირურგია არაფერ შუაშია. თუ იმ ლამაზმანებს კარგად დააკვირდებით, ნახავთ, რომ იდეალურობისგან ძალიან შორს არიან. უბრალოდ, მათ ირწმუნეს საკუთარი მომხიბვლელობა და თავიანთი „ძლიერი მხარეები“ წარმოაჩინეს. შეიძლება, ამის სწავლა? რა თქმა უნდა! ამის „შპარგალკაც“ კი არსებობს. მივყვეთ პუნქტობრივად:

* როცა დილით სარკის წინ დადგებით, ნუ გაამახვილებთ ყურადღებას შესიებულ თვალებზე, ლაქებზე უპეებში, არცთუ მომხიბვლელ მზერაზე. დილით საწოლიდან წამომდგარი მზეთუნახავივით არავინ გამოიყურება. ნუ იჩქარებთ, მაშინვე შეინიღბოთ „მძიმე“ მაკიაჟით, დაიბანეთ პირი გრილი წყლით, მიირთვით ყავა ან ჩაი, უყურეთ რამე სასიამოვნო გადაცემას ან მოუსმინეთ მუსიკას, დაივარცხნეთ თმა, შეაფასეთ ამინდი და ამ ყველაფრის შემდეგ დაბრუნდით სარკესთან.

* თუ ქუჩაში თქვენზე ლამაზ ქალს დაინახავთ, ამის გამო გუნებას ნუ გაიფუჭებთ – ყოველთვის მოიძებნება მამაკაცი, რომლისთვისაც თქვენ იქნებით ლამაზი და არა ის.

* რაც შეეხება მოდას, ნუ აჰყვებით მას  ბრმად და ძალიან თამამად. მთავარია, ტანსაცმელში კომფორტულად იგრძნოთ თავი, გიხდებოდეთ და ინდივიდუალურობას განიჭებდეთ.

 

ნუ დაიბოღმები

 

მედიკოსებიც დაგიდასტურებენ ფაქტს, რომ, თუ ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში (საუბარია რამდენიმე წელზე) ვერ ივიწყებს წყენას, ვერ აპატიებს ადამიანებს შეცდომებს, ამ ყველაფერს გულში ინახავს და მუდმივად ფიქრობს ამაზე, ის სერიოზული ავადმყოფობის რისკის ჯგუფშია. ორივე სქესის წარმომადგენლებს ბოღმა ერთნაირად უნგრევს ჯანმრთელობას, თუმცა, ოდნავ განსხვავებულად – მამაკაცებში ეს სიმსივნეს აჩენს და მათი სექსუალური პოტენცია რამდენადმე ქვეითდება.

რაც შეეხება ქალებს, თუ ისინი წყენას არ ივიწყებენ, ამით საკუთარ თავს ქალური დაავადებების საფრთხეს უქმნიან. განსაკუთრებით მძიმეა სიტუაცია, როცა ბოღმა და წყენა ოჯახის წევრების ან უახლოესი ადამიანების მიმართ გვაქვს. ჰორმონული დარღვევების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ბოღმაა. შეიძლება, არც დაიჯეროთ, მაგრამ, კვლევები ამტკიცებს, რომ გახსნილი, უბოროტო ადამიანები, კარგი იუმორის გრძნობით, დიდხანს ცოცხლობენ, გვიან ბერდებიან და სიხარულის, ბედნიერების განცდაც იშვიათად ტოვებთ. სერიოზული ოჯახური კონფლიქტები მოზარდებში ფსიქიკურ აშლილობას, სტრესებს, კომპლექსების წარმოქმნას უწყობს ხელს; ქალებში – სისხლნაკლებობას... ახლა თავად გადაწყვიტეთ, რა გირჩევნიათ – აპატიოთ თუ იცხოვროთ ბოღმით და, თანც იავადმყოფოთ?!

 

ის და კიდევ ის...

 

იმისთვის, რომ შენი პარტნიორი კარგად გაიცნო, სულ ცოტა მეტი უნდა შეიტყო საკუთარი თავის შესახებაც. გაეცანით ქვემოთ მოცემულ  ციფრებსა და ფაქტებს. ეს დასკვნების გაკეთებაში დაგეხმარებათ.

* თქვენი რჩეული საათობით უყურებს საინფორმაციო გამოშვებებს და ფეხბურთს. უთხარით, რომ ეს მავნე ჩვევაა, რომელიც უარყოფითად აისახება მის პოტენციაზე! ეს სიმართლეა – ტელევიზორის წინ გატარებული 20 საათი მამაკაცის სექსუალურ შესაძლებლობებს 40 პროცენტით ამცირებს. ასეთი ინფორმაცია ნამდვილად არ გაახარებს.

* მამაკაცები ძალიან ჰგვანან ბავშვებს, უფრო სწორად, მათგან თითქმის არ განსხვავდებიან. ამიტომ, შეეცადეთ, მათთვის ისეთი სათამაშო იყოთ, რომელიც არ მოსწყინდება – ანუ, საინტერესო და ზოგჯერ მიუწვდომელი. სამწუხარო სტატისტიკით, ქალების 84 პროცენტს წარმოდგენა არ აქვთ ამაზე და მამაკაცთან ურთიერთობაში უამრავ შეცდომას უშვებენ.

* ეს ინფორმაცია კი უკვე მამაკაცებისთვის არის განკუთვნილი. გამოირკვა, რომ ქალბატონების 82 პროცენტი უპირატესობას ცოტათი მსუქან, ბრგე მამაკაცებს ანიჭებს. პრინციპში, ლოგიკურია – ზორბა, მხარბეჭიანი, მძიმეწონიანი მამაკაცის გვერდით თავს გაცილებით დაცულად გრძნობ, ქალებს კი ბუნებრივად აქვთ ამის მოთხოვნილება.

 

უპირველეს ყოვლისა

 

უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავი უნდა შეიყვარო, თუ გინდა, რომ სამყარო შენ მიმართ პოზიტიურად განეწყოს. ხოლო, როცა ამას მიაღწევ, ყველა საქმე გამოვა. მოახერხეთ და იფიქრეთ მხოლოდ პოზიტიურსა და სასიამოვნოზე. მაგალითად, კიდევ ერთხელ დაფიქრდით და გააანალიზეთ, რა გაქვთ ცხოვრებაში კარგი. თავადვე გაგიკვირდებათ, იმდენ პოზიტიურს აღმოაჩენთ – თურმე, რამდენისთვის მიგიღწევიათ!

როცა საკუთარ „მესთან“ კონფლიქტში ხარ, შეუძლებელია, სხვა ადამიანებს შენზე დადებითი წარმოდგენა შეუქმნა. არავის უყვარს წუწუნა, მუდმივად წარბშეკრული და მტირალა ადამიანები. უთხარით კომპლიმენტები სრულიად უცხოს ან ახალგაცნობილს – ეს თქვენც შეგიქმნით პოზიტიურ, ხალისიან განწყობას და მეგობრებსაც მოგიმრავლებთ.

თავდაჯერებულობა გმატებთ რწმენას და, უმნიშვნელოვანესია, ისწავლოთ „არას“ თქმა. დააფასეთ საკუთარი დრო და ნუ მისცემთ საშუალებას ვიღაცეებს, მოგპარონ ძვირფასი წუთები. თქვენზე გარშემო მყოფებს ისეთი შთაბეჭდილება უნდა შეექმნათ, როგორც ძლიერ, მტკიცე ნებისყოფის პიროვნებაზე. ისწავლეთ, როდის თქვათ „არა“ და ამით არავის გაანაწყენებთ, უფრო პირიქით – თქვენ მიმართ ყველას პატივისცემით განაწყობთ.

ნაკლი ყველას აქვს, ეს ტრაგედია არ არის. მთავარია, დაინახოთ საკუთარი ნაკლი და იმუშაოთ თქვენი ძლიერი მხარეების გამოკვეთაზე, ეს გარეგნობასაც ეხება. ისეთი სტილი შეარჩიეთ, რომელიც თქვენს ინდივიდუალურობას გამოაჩენს – ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.

скачать dle 11.3