კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მედიცინა

სად ვიპოვოთ ვიტამინები

ზამთრის პერიოდში დახარჯული ვიტამინების გამო გაზაფხულს ორგანიზმი მოდუნებული ხვდება, რაც გარეგნობაზეც აისახება და განწყობაზეც. ვიტამინების შესავსებად, ძვირად ღირებული პრეპარატების ნაცვლად, რამდენიმე ხალხურ რეცეპტს შემოგთავაზებთ. თანაც, ჩვენში ხილ-ბოსტნეული არ არის ძნელად ხელმისაწვდომი, ამიტომ ამ პრობლემას ადვილად მოაგვარებთ.

ერთი საშუალო ზომის ლიმონი 1-2 წუთით ადუღებულ წყალში ჩაუშვით, შემდეგ ან ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ, ან სახეხზე გახეხეთ, ორივე შემთხვევაში, კანიანად. დაამატეთ უმარილო ნაღების კარაქი, 1-2 სუფრის კოვზი თაფლი და კარგად აურიეთ. მიღებული მასა წაისვით პურზე და ჩაისთან ერთად გემრიელად მიირთვით.

150 გრამ გახეხილ ვაშლს შეურიეთ ნახევარი ფორთოხლის წვენი, დაამატეთ 10 ცალი გარჩეული ნიგოზი. ნიგვზის ნაცვლად შეგიძლიათ ათქვეფილი ნაღები გამოიყენოთ, ფორთოხლის ნაცვლად კი – 2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი ან ამდენივე თაფლი. ეს გახლავთ დღიური ულუფა, ერთი ადამიანისთვის.

 

ათეროსკლეროზის განვითარებისგან ანანასი დაგიცავთ

ხშირად, მოდური დიეტების დაცვა ნივთიერებათა ცვლის დარღვევითა და ენდოკრინული სისტემის დაზიანებით სრულდება. თუ თქვენმა დიეტებმა სასურველი შედეგი არ გამოიღო, ეს იმის მიმანიშნებელია, რომ ჭარბი წონის მიზეზი უზომოდ კვება კი არა, ნივთიერებათა ცვლის დარღვევაა. ამის შედეგად კი საკვები მხოლოდ ცხიმებად გარდაიქმნება. ანანასი მდიდარია A პროვიტამინით, B1 და B12 ვიტამინებით, მინერალური ნივთიერებებით, რკინით, სპილენძით, თუთიით, კალციუმით, მაგნიუმითა და იოდით. ამ ბიოლოგიურად მდიდარი ნივთიერებების წყალობით, ანანასი სამკურნალო, უნიკალური თვისებებითაც გამოირჩევა. კერძოდ, ის არეგულირებს საჭმლის მონელებას, ასუფთავებს ნაწლავებს და ამცირებს სისხლის წნევას, რაც ათეროსკლეროზის განვითარებისგან იცავს ადამიანებს.

ბრომელაინი არის ფერმენტების ნარევი, რომელიც ცხიმს წვავს. როგორც ცნობილია, ერთ გრამ ბრომელაინს, დაახლოებით, 800-900 გრამი ცხიმის დაწვა შეუძლია.

ცხიმების დაშლა მისი მიღებიდან 24 საათის შემდეგ იწყება. შემდეგ კი ცხიმი ფენებად აღარ გროვდება და ადამიანი დროთა განმავლობაში თანდათან კარგავს ზედმეტ კილოგრამებს.

ასე რომ, თუ გსურთ, თავი აარიდოთ ათეროსკლეროზს და სიმსუქნისგან გამოწვეულ ბევრ დაავადებას, ხშირად მიირთვით ანანასი.

 

რომელი დაავადების დროს რომელი ხილი და ბოსტნეული იკრძალება 

ხილ-ბოსტნეული შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს და ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც აღიზიანებენ კუჭის ლორწოვანს, რაც საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემების არსებობის შემთხვევაში, შეიძლება არც ისე სასარგებლო აღმოჩნდეს. კერძოდ:

ანანასი – მავნეა ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს;

ყურძენი – უკუნაჩვენებია შაქრიანი დიაბეტის დროს, ქრონიკული ფარინგიტების, კუჭის წყლულის, სიმსუქნისა და კოლიტების დროს;

მსხალი – არ მიირთვათ მშიერ კუჭზე, კუჭის წყლულისა და გასტრიტების დროს;

კომბოსტო – მავნეა კუჭის წყლულის დროს, ასევე ნაწლავური კოლიკებისა და სანაღვლე გზების სპაზმისადმი მიდრეკილების არსებობის დროს;

კიტრი – უკუნაჩვენებია კუჭის წყლულის დროს, მწვავე გასტრიტებისა და ენტეროკოლიტის დროს;

პომიდორი – ნაღველკენჭოვანი დაავადებების დროს, ასევე ნაწლავებთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში;

ჭარხალი – მავნეა ნივთიერებათა ცვლის დარღვევისა და განსაკუთრებით შარდკენჭოვანი დაავადების დროს.

მარილი მიკრობებს ანადგურებს და დაავადებებს ებრძვის

მარილი ადამიანის რაციონის უმთავრესი კომპონენტია, რომელიც ორგანიზმს ნატრიუმისა და ქლორის იონებით ამარაგებს. ამ იონების გარეშე წარმოუდგენელია კუჭის წვენის მთავარი შემადგენლის – ტუტეებისა და მარილმჟავას წარმოქმნა. ის აუცილებელია, უჯრედების ნორმალური მუშაობისა და ქსოვილებში წყლის განაწილებისთვის. ოფლში, ნერწყვში, ცრემლში მარილის არსებობა თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რომ ორგანიზმის ცხოველქმედებაში აქტიურ მონაწილეობას იღებს.

ადამიანისთვის მარილის დღიური ნორმა 4-6 გრამია. ჰიპერტონიის, თირკმლების დაავადებების, შეშუპებისა და ორსულობის ბოლო თვეებში ექიმები მარილის მოხმარების შემცირებას გვირჩევენ.

ხალხური მედიცინა საკმაოდ ხშირად იყენებდა მარილს სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. 

გთავაზობთ ზოგიერთ ძველ სამკურნალო რეკომენდაციას:

*გაციების დროს რეკომენდებულია მარილისა და თაფლის ნარევით ტანის დაზელა და ცხელი აბაზანის მიღება.

*კარგი ამოსახველებელი საშუალებაა 0,5 ჩაის ჭიქა წყალში გახსნილი 0,5 ჩაის კოვზი საჭმლის სოდა და მწიკვი მარილი.

* კუჭის შეკრულობის დროს, სასაქმებლად, 4 ჩაის ჭიქა კიტრის მარინადის მარილიანი წვენი დალიეთ. აშლილობისას კი ტაფაზე 1-1,5 კილოგრამი მარილი გაახურეთ, ჩაყარეთ ქსოვილის პატარა პარკში და მუცელზე დაიდეთ.

*დაჟეჟილი ადგილების მოსაშუშებლად მარილიანი ძმრის კომპრესი გაიკეთეთ. 

*თუ ფუტკარმა ან კრაზანამ გიკბინათ, მწიკვი მარილი დანამეთ და ნაკბენზე დაიდეთ. ტკივილს გაგიჩერებთ და შესიებას დააცხრობს.

*გაციების დროს კარგია ცხვირისა და ყელის მარილწყლით გამორეცხვა (0,5 ჩაის კოვზი მარილი 1 ჩაის ჭიქა წყალზე). პროცედურა დაავადების ხანგრძლივობას ამცირებს და ხელს უშლის სასუნთქ გზებში ინფექციის გავრცელებას.

 მარილის ხსნარი აქტიური აბსორბენტია. ურთიერთქმედებს ორგანიზმის ქსოვილებში შემავალ სითხესთან და შეიწოვს დაავადების წარმომშობ მიკრობებს, ვირუსებს, შხამებსა და არაორგანულ ნივთიერებებს, მაგრამ ხელუხლებელს ტოვებს ერითროციტებს, ლეიკოციტებსა და ცოცხალ უჯრედებს. ამგვარად, დაავადებული ორგანოს ქსოვილების სითხის განახლება და დეზინფექცია ხდება, პათოლოგიური პროცესი კი წყდება.

მიუხედავად მარილოთერაპიის მაღალეფექტურობისა, გასათვალისწინებელია, რომ გარკვეული უკუჩვენებაც აქვს. დიდი რაოდენობით გამოყენებამ შეიძლება შაკიკის პროვოცირება მოახდინოს, ასთმის დროს კი მდგომარეობა დამძიმდეს. რაოდენობის კონტროლი აუცილებელია ბუასილის დროსაც, რადგან ზედმეტი მარილი ორგანიზმსა და სისხლძარღვებში წყლის შეკავებას იწვევს, რაც ანუსის ვენების შესიების მიზეზი ხდება.

როგორ გავიწმინდოთ ორგანიზმი

ცნობილია, რომ ტოქსიკური ნივთიერებები ქსოვილიდან შედიან და ორგანიზმიდან გამოდიან თირკმელების, ნაწლავების, კანის ფორების საშუალებით, ან ამოსუნთქვის დროს. საოცარია, მაგრამ არის ნივთიერებები, რომლებიც ორგანიზმიდან გამოდის ან იშლება ძილის დროს. ამიტომ, სრულყოფილი ძილი ორგანიზმის გაწმენდის პირველი წესია. 

არსებობს გაწმენდის უბრალო, მაგრამ ეფექტური, საშუალებები:

* მხოლოდ 1 სუფრის კოვზი სუფთა ზეითუნის ზეთიც საკმარისია ყოველი ჭამის წინ, ნახევარი საათით ადრე და თქვენი კანი გახდება გლუვი და ჯანსაღი. შეიძლება ავიღოთ სელის ზეთიც, რომელიც აფთიაქებში იყიდება. მაგრამ მას ცოტა არასასიამოვნო გემო აქვს. სასურველია, ერთი თვის განმავლობაში ზეთი, შემდეგი ერთი თვე კი დაისვენოთ, მერე კვლავ ზეთი და ასე შემდეგ. თუ არ არის იმის საშუალება, რომ ზეთი დღეში რამდენჯერმე დალიოთ, შეგიძლიათ, მიიღოთ მხოლოდ დილით, საუზმემდე. ეს თქვენს ღვიძლს მუშაობას შეუმსუბუქებს.

*  ადამიანის ორგანიზმის ყველაზე მთავარი „ფილტრი” თირკმელებია. ისინი წლების განმავლობაში ბინძურდება და ისევე, როგორც ყველა ფილტრი, გამორეცხვას საჭიროებს. არც ეს არის რთული: არსებობს რამდენიმე შარდმდენი ჩაი, რომლებიც აფთიაქებში იყიდება. ამას გარდა, დილაობით დალიეთ 1 ჭიქა ახალგამოწურული წვენი, რომელიც ასტიმულირებს თირკმელებს. ანუ, ხელს უწყობს ორგანიზმიდან ზედმეტი წყლისა და ტოქსინების გამოდევნას. ყველაზე ძლიერ შარდმდენი საშუალება ცოცხალი ხილისა და ბოსტნეულის წვენებია. არ დაგავიწყდეთ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო შარდმდენი საზამთროა. 

*არის კიდევ ერთი კარგი საშუალება, რომლის გამოყენებასაც ნებისყოფა სჭირდება – ეს არის სამკურნალო შიმშილობა. ამ დროს, გარდა იმისა, რომ პრაქტიკულად, ყველა დაავადებებისას უმჯობესდება მდგომარეობა, აქტიურდება ადამიანის გონებრივი შესაძლებლობებიც. 

* ასევე, არსებობს გამაახალგაზრდავებელი ნაზავი: 200 გრამი სელის ზეთი, 4 ცალი ლიმონი, 3 საშუალო ზომის ნიორი, 1 კილოგრამი თაფლი. ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ გასუფთავებული ნიორი, 2 კანგაცლილი ლიმონი; 2 ლიმონი კანიანად. ამ გატარებულ პროდუქტებს დავუმატეთ სელის ზეთი და თაფლი. კარგად აურიეთ და გადაიტანეთ შუშის ქილაში. თავი კარგად დაახურეთ და  შედგით მაცივარში. მიღებული წამალი სვით სუფრის კოვზით ყოველი ჭამის წინ ნახევარი საათით ადრე. სასურველია, დღეში 3-ჯერ, მაგრამ ერთხელაც შეიძლება. 

ეფექტი არის საოცარი: მხედველობა უმჯობესდება, მთელი სხეულის კანი ხდება საოცრად გლუვი და რაც ყველაზე დაუჯერებელია, აჩერებს გაჭაღარავების პროცესს. მისი ხმარების შემდეგ თმები უფრო ხშირდება.

 

კეფაში სიმძიმის შეგრძნების დროს ჭამეთ ვაშლი და დალიეთ მაწონი

თავის ტვინი ადამიანის ერთადერთი ორგანოა, რომელშიც ტკივილის რეცეპტორები არ არის, თუმცა, რამდენიმე მტკივნეული წერტილი მასზე მაინც არსებობს.

ტკივილის მიმართ უკიდურესად მგრძნობიარეა ტვინის გარსი და სისხლძარღვები, რადგან მათში ბევრი ნერვული დაბოლოებაა. გაითვალისწინეთ, რომ ტკივილგამაყუჩებელი წამლები მხოლოდ ტკივილის აღქმას ახშობს და ტკივილის აღმოცენების მთავარ მიზეზს, კერძოდ, სისხლძარღვების სპაზმებს ან შიდა ქალის წნევის მომატებას არ აღმოფხვრის.

თუ კეფაში სიმძიმეს გრძნობთ, ქვემოთ მოცემული რჩევები გაითვალისწინეთ.

საფეთქლები და ცხვირის ფუძე ენერგიულად  დაიზილეთ, რომ თავის სისხლძარღვები რეფლექტორულად გაფართოვდეს.

დალიეთ ერთი ჭიქა მაწონი. მიირთვით ვაშლი ან დალიეთ ჩაი. ეს ტვინის გარსიდან ზედმეტი სითხის გამოდევნას ეხმარება და ტკივილს აყუჩებს.

скачать dle 11.3