კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2017 (162)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)
აპრილი 2017 (220)

როგორ მოიგო მთელმა სოფელმა 20 000

ლარისამ ტელეფონების ბლოკნოტი დახურა და კმაყოფილი მიუჯდა ქმარს გვერდით. ქმარს რვეული გადაეშალა და მოსაწვევი სტუმრების სიას ადგენდა:

– ბესო არ დავპატიჟოთ, ქალო? – მაგის შვილი ბანკში მუშაობს.

– ბესიკია დაფეხვილი არ გამაგონო! სანამ პირში სული მიდგას, ეგ ჩემს ოჯახში ფეხს ვერ დაადგამს.

– კი მარა, რა დაგიშავა?

– რავა რა დამიშავა! არ გახსოვს, რავარ გოგოს ვურიგებდი გვერდით სოფლიდან, მაგის ბიჭმა რომ დეიწუნა – ყანაში ნამუშევარ ქალს რავა მევიყვანო?! თითქოს დედამისს ყანა არ ჰქონდეს ნანახი.

– აპა, რა გეგონა შენ, შოფერ კაცს რომ სოფლელი გოგო აკადრე?

– ვინაა სოფლელი, შე კაცო! ახლა გახდა მაგი შოფერი და ქალაქელი, თორემ, ჯონჯოლის ბარდებზე რომ ქონდა გადახეული ჭიპი და მგელივით ტყეში რომ ათევდა ღამეს სოკოს გულისთვის, აღარ გახსოვს?

– არა, უნდა დავპატიჟოთ, მეზობელია მაინც.

ამის თქმა იყო და, მეზობელ სახლში შემზარავი  ღრიალი გაისმა, რასაც ქალის  კივილი და კარის ჯახუნის  ხმა მოჰყვა. ლარისა პირველი  გავარდა გარეთ და მეზობლის ეზოში შევარდა.

– რა ამბავია, რა მოხდა, ბესო?

– ოცი ათასი მოვიგე, ოცი ათასი!

– ვაი, შენ გენაცვალე, ჩემო კარის იმედო! მოდი, ჩაგეხუტო, – გადაეხვია ბესოს თვალზე ცრემლმომდგარი ლარისა.

– გადი, ქალო, იქით! ახლა გავხდი შენი კარის იმედი?

– შენს სახელოვან ბიჭს თუ გააგებინეთ უკვე, მაგას ენაცვალოს ლარისა დეიდა მთლად ჩემს ხელშია გაზრდილი!

– ახლა გახდა სახელოვანი? ის აღარ გახსოვს, ორღულელ ცალთვალა და უკბილო გოგოს რომ ურიგებდი?

– რანაირად ლაპარაკობ შენ, ბესიკია დაფეხვილო, მეც ქე მოვიგე ოცი ათასი, ხვალ უთენია მივდივარ თბილისში ფულის ასაღებად.

– ბებიაშენი ქსენია მოატყუე შენ და შენი ლოთი ქმარი. ვის ატყუებ?

– ვისი ქმარია ლოთი, თქვე მშიერგუდებო! შენს მორფინისტ შვილს მიხედო, ის გირჩევნია!

– ვისი შვილია მორფინისტი, შე პირდაუბანელო! – ჟანგიან თოხს სტაცა ხელი ბესომ.

ეზოში ბებერი დურგალი  როსტომი შემოვარდა ღრიალით:

– ავშენდი, ხალხო, ავშენდი!

– რა იყო, როსტომ?

– ოცი ათასი მოვიგე, ოცი ათასი!

– ღმერთო ნუ გადამრევ... შენ რანაირად მოიგე, როსტომ? – გაფითრდა ლარისა.

– ჩემმა შვილიშვილმა მახარა.

– გაგეზარდოს დიდი კაცი. აქედანვე ეტყობა, რა ალღოიანი ბიჭია.

– ახლა გახდა ალღოიანი? არ გახსოვს შენი მატლიანი ბლის ხიდან რომ ჩამოათრიე და გამილახე ოქროსავით ბავშვი?

– რა ქურდებიც ხართ მთელი ოჯახი, იმნაირი გეზრდებათ ეგეც.

– ვინაა ქალო ქურდი! – იღრიალა როსტომმა და ღობიდან სარი ამოაძრო.

 უცებ ორღობეში თმაგაშლილი ქალი გამოჩნდა კივილით:

– ვის ეგონა ჩემი ზურია ლოთი და უსაქმური? ნამდვილი ვაჟკაცი მყოლია სახლში!

– შენ რაღა დაგემართა, ხათუნა?

– ჩემმა ზურიამ ოცი ათასი მოიგო!

ბესოს თოხი გაუვარდა ხელიდან, როსტომს – სარი, ლარისა პირდაპირ მიწაზე დაჯდა, რომ  არ წაქცეულიყო.

– ღმერთო დიდებულო, – გამოეგება ხათუნას მეზობელი ზინა, – ისახელა თავი შენმა დევგმირმა?

– ახლა გახდა დევგმირი? გუშინწინ ლოთი და უსაქმური რომ ეძახე, აღარ გახსოვს?

– რა მოხდა, შე ქალო, ჩემს ხელშია გაზრდილი, ვეხუმრე.

მთელი ღამე გრძელდებოდა  აყალმაყალი, გინება და წყევლა. სოფელში ერთი ოჯახი არ დარჩა, რომ ამ საყოველთაო ყაყანში არ ჩართულიყო. დილას  კი, გათენებული არ იყო, რაიონის სადგურიდან ერთი სოფლის ხალხით დატვირთული პირველი ავტობუსი რომ  დაიძრა თბილისის მიმართულებით.     

ბანკთან ხალხმრავლობა იყო, მაგრამ, ხმას არავინ იღებდა. ყველას თვალი ბანკის შესასვლელი კარისკენ იყო მიმართული, საიდანაც წუთი-წუთზე ლარისა და მისი ქმარი უნდა გამოსულიყვნენ  ხელში ოცი ათასით და გაბადრული  ღიმილით. ყველა რიგს ელოდებოდა, ნერვიულობდნენ და ერთმანეთს უბღვერდნენ.

– ჩვენი ფულის წასაღებად მოვედით გენაცვალე, – პომადიანი კბილებით გაუღიმა ლარისამ ბანკის ოპერატორს.

– ანაბრიდან გნებავთ თანხის გატანა? – თავაზიანად გაუღიმა გოგონამ.

– ჩვენ ოცი ათასი მოვიგეთ, შვილო,  აგერ, წერილი გამოგვიგზავნა თქვენმა ბანკმა, მიაწოდა გოგონას ტელეფონი ლარისას ქმარმა. ოპერატორმა ტელეფონი გამოართვა და ტელეფონში მოსული შეტყობინება წაიკითხა: „მოიგეთ ოცი ათასი! გახსენით ანაბარი ჩვენს ბანკში მინიმუმ ათასი დოლარის ოდენობით, ჩაერთეთ საინტერესო თამაშში, გახდით გამარჯვებული და მოიგეთ ოცი ათასი!“

скачать dle 11.3