კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2017 (162)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)
აპრილი 2017 (220)

რატომ გახდა დათო კალანდაძე რუსულ შოუ-ბიზნესში ჯგუფ “მოჯოს” რჩეული და რა აკავშირებთ მათ ერთმანეთთან

რუსულ შოუ-ბიზნესში მოღვაწე ქართველი მომღერალი, დათო კალანდაძე, დროთა განმავლობაში კიდევ უფრო პოპულარული ხდება და თავს იმკვიდრებს სხვა ქვეყანაში. სამწლიანმა შრომამ ნაყოფი ნამდვილად გამოიღო და კარიერაში ბევრი სიახლე აქვს. 

– ვიცი, რომ შემოქმედებითი სიახლეები გაქვს, ცოტა ხნის წინ „მოჯოსთან“ ერთადაც გქონდა კონცერტი, რაზეც ბევრი ოცნებობს.

– კონცერტის ამბების მოყოლამდე პატარა შესავალს გავუკეთებ: დიდი ხანია, მინდოდა ჯგუფ „მოჯოს” ერთ-ერთი ცნობილი სიმღერის – „ლეიდის” ჩაწერა რუსულ ენაზე და, როგორც იქნა, მოვახერხე. ამ სიმღერას „ლეტო” დავარქვი, რომელიც გაჟღერებისთანავე გაჰიტდა  რუსეთსა და უკრაინაში, ასე ვთქვათ, ზუსტად „გაისროლა.” რუსეთში ამ სიმღერის „ქავერის“ ჩაწერა ძალიან ბევრ ცნობილ მომღერალს უნდოდა, მაგრამ, „მოჯომ“ უარი უთხრა ყველას. იმედი არ დავკარგე, ბედი მაინც ვცადე – გავუგზავნე, მათი სიმღერის ჩემებური ვარიანტი და, საბედნიეროდ, თანხმობა მომცეს. ასე რომ, ერთადერთი შემსრულებელი ვარ რუსეთში, რომელსაც ჯგუფმა „მოჯომ” „ქავერის“ ჩაწერაზე თანხმობა მისცა. მოსკოვში რომ ჩამოვიდნენ კონცერტის ჩასატარებლად, მეც მიმიწვიეს მონაწილეობის მისაღებად. 

– ალბათ, ეს ძალიან კარგი შეგრძნება იყო, რადგან, შენს ადგილას ყოფნას ძალიან ბევრი მომღერალი ინატრებდა.

– კი, ნამდვილად ასეა, ბევრს შეშურდა იმ დღეს ჩემი.

– „მოჯოსთან“ შენი ურთიერთობა ერთი კონცერტით დასრულდა. გაქვთ კიდევ საერთო გეგმები? 

– კონცერტის წინ პრესკონფერენცია მოვაწყვეთ; ასევე, ისაუბრეს იმ სიმღერაზეც, რომელიც მე შევასრულე. რაც შეეხება გეგმებს, ჯერ არ ვიცი, ეს სამომავლო საქმეა და, როგორც კი სერიოზულ სახეს მიიღებს აუცილებლად გეტყვით.

– კიდევ რა სიახლეა შენს კარიერაში?

– ორი კვირის წინ ალბომის პრეზენტაცია მქონდა. ძალიან მაგარი გამოვიდა, რომელსაც ბევრი ვარსკვლავი ესწრებოდა. იყვნენ ჟურნალისტებიც, რომლებმაც პრეზენტაცია პრესისა და ტელევიზიების საშუალებით გააშუქეს. თან, ზუსტად იმ დღეს რამდენიმე ჯგუფის ალბომების პრეზენტაციაც იყო დაგეგმილი. ამიტომ, ცოტა მეშინოდა – მეგონა, არც ერთი კამერა არ მოვიდოდა ჩემთან. თუმცა, შევცდი, რადგან, ყველა ტელევიზიის წარმომადგენელი იყო მოსული. შეიძლება, ხალხს მართლა მოჰბეზრდა ერთი და იმავე „ზვიოზდების” მოსმენა. უკრაინაშიც, ალბომი რომ გამოვუშვი, ყველა დისკი გაიყიდა, რაც, ფაქტობრივად, წარმოუდგენელი იყო, რადგან, იმ პერიოდში თითქმის არავის ალბომი აღარ იყიდებოდა. ეს, ალბათ, იმიტომ, რომ ხალხს მართლა მოჰბეზრდა სულ ერთი და იმავეს მოსმენა და რაღაც ახალი უნდა. ტელევიზორშიც ყველა არხზე ერთი და იგივე ხალხია. 

 ერთი ამბავი მინდა მოგიყვეთ: ახალი ალბომის პრეზენტაციამდე რამდენიმე დღით ადრე მაღაზიაში შევიარე დისკის საყიდლად – ღამით რამე ფილმის ყურება მინდოდა. შევედი და რას ვხედავ – ჩემი ალბომი 400 მანეთად იყიდებოდა. მერე სხვა მაღაზიებშიც გავიარე და უკვე სხვა დიზაინით ვნახე ჩემი ალბომი. გამოვშტერდი – თურმე, ვიღაცეები ჩემს ალბომებს ბეჭდავენ. ჩემმა ფანებმა მკითხეს, პრეზენტაცია როდის გაქვსო. რომ ვუთხარი, ერთ კვირაში-მეთქი, გაგიჟდნენ – ეგ როგორ, ჩვენ უკვე შევიძინეთ შენი ალბომიო. კინაღამ გავგიჟდი. მოკლედ, კაპიკს ვერ გააკეთებ საკუთარი შრომით. ინტერნეტში შეხვალ და – ერთ დოლარად ნებისმიერს შეუძლია ჩემი სიმღერების გადმოქაჩვა. ფაქტობრივად, ჩემით სხვები აკეთებენ ფულს. რისთვის ვმუშაობ, ვეღარ გავიგე. რუსეთის ყველაზე დიდმა კომპანიამაც კი გამოუშვა ჩემი ალბომი თანხმობის გარეშე. ახლა მე და ჩემმა პროდიუსერმა ადვოკატი ავიყვანეთ, რადგან ასეთი რამ უკვე შეუძლებელია. ამდენი ნერვი, ამდენი ძალა, ამდენი ფული, ამდენი კლიპი იმისთვის, რომ მერე სხვებმა გააკეთონ ამით ფული?! გაგიჟება შეიძლება! ამდენი წელი ალბომის გამოშვებისთვის ემზადები, შედიხარ მაღაზიაში და  – იქ შენი ალბომი იყიდება.  

– შენი ლიცენზირებული ალბომი რა ღირს?

– 400 მანეთი. 

– ანუ, ფასის გამო არალიცენზირებულ ალბომზე არ გააკეთებენ არჩევანს, რადგან, ფასი ერთია. რაც შეეხება კლიპს. ხომ არ გეგმავ ახალი ვიდეოს გადაღებას?

– საქართველოში მინდოდა კლიპის გადაღება, მაგრამ, ვეღარ ვასწრებ და ამჯერად უკრაინაშია დაგეგმილი გადაღებები. 

– რა სიმღერაზე იღებ კლიპს?

– ახალი სიმღერაა, რომელიც ჩემს სტილში საერთოდ არ ზის, საერთოდ განსხვავებულია, ლექსის სტილშია. ვფიქრობ, კარგი გამოვა.

– როდის ეწვევი საქართველოს?

– აუცილებლად ჩამოვალ. მანამდე, სიმღერა „მეჟდუ ნამი ნებო,” რომელიც ნასტია პრიხოტკოსთან ერთად ვიმღერე, ქართულად უნდა ჩავწერო და აუცილებლად გამოგიგზავნით.

– მოსკოვში მცხოვრები ქართველებისგან ხშირად ისიც გამიგია, რომ ერთმანეთის მხარდაჭერას ვერ გრძნობენ. შენს შემთხვევაში როგორ არის საქმე?

– სიმართლე გითხრა, აქ ქართველებთან ისე ვერ ვარ, როგორც უნდა ვიყო. თვითონ ქართველები არ უჭერენ მხარს ერთმანეთს, რასაც ვერ ვიტყვი სომხებზე. აბა, ერთი მათი წარმომადგენელი „გაიქაჩოს“ შოუ-ბიზნესში – მერე მთელი სომხეთი მხარში უდგას. რამე პროექტში თუ არის ან ესემესები სჭირდებათ, არ იშურებენ. არც ბიზნესმენები აკლებენ ყურადღებას. ქართველებს ეს ამბავი, ბოდიში და, სულ ფეხებზე ჰკიდიათ. ასეთ რამეს არ მოველოდი – პოპულარული გავხდი თუ არა, მტრები გამიჩნდა, არადა, მეგონა, პირიქით იქნებოდა. ჩემი ძმაკაცები რომ მეგონა, ზუსტად მათგან მივიღე ეს დარტყმა. ჭირში ყველა დაგიდგება მხარში, ყველა დაგამშვიდებს და მოგეფერება, თავი მეფედ რომ იგრძნოს. აი, ვისაც შენი წარმატება გულით გაუხარდება, სწორედ ის არის შენი მეგობარი. გეფიცები, ჩემი წარმატება რუსებს უფრო უხარიათ, ვიდრე ქართველებს.  ძმობას გეფიცებიან და მერე ისეთი რაღაცეები გესმის, გაგიჟდები. თუ ვინმეს რაღაცის შურს, უნდა მიხვდეს, რომ ეს შური ამად არ ღირს, რადგან, ეს ძალიან დიდი შრომაა, მართლა საშინელი ცხოვრებაა შოუ-ბიზნესში. თუ ვიღაცამ რამეს მიაღწია, თუ უყურებ ლამაზ კლიპს, უნდა იცოდე, რომ ამის უკან ძალიან დიდი სამუშაოა. აბა, შეეცადოს და რომელიმემ ეს თვითონ გააკეთოს! თან, მარტო რომ ხარ ამხელა რუსეთში ჩასული, არც ფული, არც ნაცნობები, უზარმაზარი შრომა გჭირდება, რამეს რომ მიაღწიო. ამის რომ შეგშურდეს, სულელი უნდა იყო. მინდა, ყველა ახალგაზრდა მომღერალს ვუთხრა, რომ არასდროს არ დანებდნენ, ყოველთვის რაღაც გააკეთონ. სამი წელი ვმუშაობდი და თითქოს არაფერი არ იყო. ახლა კი ერთბაშად დამეცა ყველაფერი: პოპულარობა, ახალი ალბომი, „მოჯოს” გამოჩენა, კონცერტები. თან, ამ წელს ნომინაციაც მივიღე – კლიპი, რომელიც დინო ემსისთან ერთად მქონდა სიმღერაზე „ტი ბოლშე ნე მაია,” წლის საუკეთესო კლიპად დაასახელეს. მართალია, მქონდა ისეთი პერიოდები, როცა არაფერი აღარ მინდოდა, მაგრამ, კარგია, რომ არ დავნებდი. 

– რაც შეეხება შენს პირად ცხოვრებას რა ხდება, რამე ცვლილება ხომ არ არის?

– სად მცალია პირადი ცხოვრებისთვის! საერთოდ არაფრისთვის აღარ მცალია. ბოლოს როდის ვიყავი კლუბში ან რესტორანში, აღარ მახსოვს. საცობში ვარ, ან – სტუდიაში. რომ მცოდნოდა „ზვიოზდებს” ასეთი ცხოვრება აქვთ, საერთოდ არ წავიდოდი ამ შოუ-ბიზნესში. მეგონა, ვარსკვლავები ძალიან კარგად ცხოვრობენ, ფულს აკეთებენ და არაფერზე არ ფიქრობენ-მეთქი, მაგრამ, ასე სულაც არ აღმოჩნდა. საქმის გამო პირადიც კი გვერდზე გადავდე. 

скачать dle 11.3