კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2017 (159)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)

ვაჟა კიკნაძის წიგნის პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში

2013 წლის 21 მარტს ილია ჭავჭავაძის სახელობის პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ვაჟა კიკნაძის წიგნის: „ევრაზიული ქვეყანა საქართველო XIV საუკუნეში (მონღოლური ერა და მისი დასასრული)“ – პრეზენტაცია. წინასიტყვაობის ავტორია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ქავთარაძე. 

წიგნი 2013 წელს, ქვინსტონში, ინგლისურ ენაზე გამოსცა პრესტიჟულმა გამომცემლობა „ედვინ მელენ პრესმა“ (Edwin Mellen Press). ის განკუთვნილია ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის ქვეყნების ბიბლიოთეკებისათვის. ცნობისათვის, წიგნის საცალო ფასი 150 ამერიკული დოლარია.

წიგნში განხილულია საქართველოს ისტორია მეცამეტე საუკუნის მიწურულიდან მეთოთხმეტე საუკუნის ბოლომდე. ნაშრომი წარმოადგენს ყველაზე უფრო სრულ მეცნიერულ გამოკვლევას ამ ეპოქის შესახებ. მონოგრაფიაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა გიორგი მეხუთის (ბრწყინვალის) მეფობის წლებს (1318-1346), კერძოდ, მონღოლთა უღლის დასასრულისა და საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების პერიპეტიებს. ასევე, წიგნში მაქსიმალურად სრულადაა წარმოდგენილი მეთოთხმეტე საუკუნის საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური, ნუმიზმატიკური და კულტურული ვითარება. მონოგრაფიაში ცალკე თავი ეძღვნება მეთოთხმეტე საუკუნის ანონიმი ავტორის, ეგრეთ წოდებული ჟამთააღმწერლის ვინაობის საკითხს.

აღსანიშნავია, რომ წიგნმა უკვე დაიმსახურა გამომცემლობის მიერ დაწესებული – ადელ მელენის სახელობის პრიზი მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

პრეზენტაციას დაესწრნენ სამეცნიერო საზოგადოება და რამდენიმე ქვეყნის (იაპონია, პოლონეთი) საელჩოს წარმომადგენლები.

скачать dle 11.3