კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2017 (162)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)
აპრილი 2017 (220)

როგორ შეეწირა მობილურ ტელეფონს ტაქსის მძღოლი და რატომ არ გამოდიოდა სავალუტო ჯიხურიდან მკვლელი მეგობრის მოკვლის შემდეგ

 20 მარტს, გვიან ღამით, ყაზბეგის გამზირზე საზარელი მკვლელობა მოხდა. ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში ახალგაზრდა, 30 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომან გაბეხაძე, მეგობარმა მოკლა. მკვლელის ვინაობა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ სახელდება. მკვლელიცა და მოკლულიც ყაზბეგისა და ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ერთ ეზოში ცხოვრობდნენ ქირით. მკვლელს სწორედ იმ ვალუტის გადამცვლელი ჯიხურის თავზე, სადაც მკვლელობა მოხდა, სამოთახიანი ბინა ჰქონდა ნაქირავები. როგორც მეზობლები ყვებიან, ერთ ოთახში თვითონ ცხოვრობდა, ორ ოთახში კი სტამბა ჰქონდა გაკეთებული და სარეკლამო საქმიანობით იყო დაკავებული – ამზადებდა საოფისე ბეჭდებს, სავიზიტო ბარათებს და სხვა. ერთი ვერსიით, ის მარტო ცხოვრობდა, თუმცა, ამბობენ, რომ მასთან ცოლ-შვილსაც ხშირად ხედავდნენ. შესაძლოა, ერთად არ ცხოვრობდნენ, მაგრამ, ისინი ყაზბეგის გამზირზე ხშირად რჩებოდნენ. მკვლელი დაახლოებით 42-45 წლის იყო და ეზოში აბსოლუტურად არავის ეკონტაქტებოდა. იმ კორპუსში ექვსწლიანი ცხოვრების განმავლობაში, მინიმალური ურთიერთობა ჰქონდა მეზობლებთან, მაგრამ როგორც ისინი ყვებიან, საკმაოდ უცნაური და ნერვიული ტიპი იყო – თურმე, ერთხელ, იმის გამო, რომ კოდით დაკეტილი სადარბაზოს გაღებამ ნერვები მოუშალა, კარები მთლიანად დაამტვრია. ასევე, მას უცნაური დამოკიდებულება ჰქონია ბავშვებთან: ხან განსაკუთრებით თბილად ექცეოდა, ეხუტებოდა და ეფერებოდა, ხან სრულ იგნორირებას უკეთებდა მათ. კიდევ უფრო ნაკლები ინფორმაციაა მოკლულზე, როგორც ამბობენ, ის მარტო ცხოვრობდა ვაჟა-ფშაველაზე, ნაქირავებ ბინაში. 

 რომან გაბეხაძესა და სერგო კ-ს ერთმანეთთან ხანგრძლივი ურთიერთობა ჰქონდათ. ერთი ვერსიით, მოკლულმა სერგო კ-ს ბიზნესპროექტი დააწერინა, მეორე ვერსიით კი მისი სტამბის მომსახურება გამოიყენა და დაახლოებით 1 500 დოლარამდე ვალი ჰქონდა. მკვლელი რომან გაბეხაძეს დაახლოებით სამი თვის განმავლობაში სთხოვდა ვალს. ისინი ხშირად ურთიერთობდნენ, მაგრამ, მანამდე მათ შორის კონფლიქტს არავინ შესწრებია. 

 20 მარტს, ღამით, სერგო კ. რომან გაბეხაძის სამუშაო ადგილას მივიდა. როგორც ჩანს, მათ შორის სერიოზული შელაპარაკება მოხდა და მკვლელმა ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში გაბეხაძეს მრავლობითი დაზიანება და ჭრილობა მიაყენა. მეზობლები ყვებიან, რომან გაბეხაძეს მოუსწრია განგაშის სიგნალისთვის ხელის დაჭერა და საპატრულო პოლიციის გამოძახება. როგორც ჩანს, პოლიციის გამოძახებამ კიდევ უფრო მეტად გაამწარა ისედაც ნერვიული სერგო კ. და მან ყელში დანა გამოუსვა მეგობარს. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის ადგილზე მისვლის შემდეგ მკვლელი მსხვერპლთან ერთად ჯიხურში იყო ჩაკეტილი, მის სიკვდილს დაელოდა და მხოლოდ ამის შემდეგ გაუღო კარი პოლიციას. სერგო კ. პოლიციელებმა მკვლელობის ადგილზე აიყვანეს. ამჟამად შემთხვევის ადგილას სიმშვიდეა, ნაქირავები ბინები – დაცლილი. 

ასევე, საზარელი მკლელობა მოხდა ახალგაზრდა ქალის მონაწილეობით, პეტრე-პავლეს სასაფლაოზე: სამმა თანამზრახველმა სიცოცხლეს გამოასალმა ტაქსის მძღოლი. 18 მარტს, გამთენიისას, 21 წლის კონსტანტინე რ-მ და 31 წლის მეგი მ-მ, მესამე თანამზრახველთან ერთად, ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ტაქსი გააჩერეს და მას პეტრე-პავლეს სასაფლაოზე წაყვანა სთხოვეს. ტაქსის მძღოლი 50 წლის თამაზ მურაჩაშვილი გახლდათ. მივიდა თუ არა მისი ავტომობილი სასაფლაოს ტერიტორიაზე, სამმა მგზავრმა ცივი იარაღის მუქარით მისთვის ფულისა და მობილური ტელეფონის წართმევა მოინდომა. ამან მძღოლსა და მგზავრებს შორის შელაპარაკება გამოიწვია და კონსტანტინე რ-მ მას დანით მიაყენა მრავლობითი ჭრილობა. დამნაშავეებმა მძღოლის მობილური ტელეფონი და ფული მიითვისეს და გაიქცნენ. თამაზ მურაჩაშვილი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც გამოძიებამ მოგვიანებით დაადგინა 21 წლის კონსტანტინე წარსულში უკვე ნასამართლევი იყო ქურდობის, ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებისა და ცივი იარაღის უკანონოდ ტარებისთვის. ასევე ნასამართლევი იყო ქალიც – მეგი მ. ქურდობისთვის იჯდა ციხეში. ორი დღის შემდეგ კი დააკავეს მესამე ეჭვმიტანილი – 34 წლის ლევანი, რომელიც მანამდე ყაჩაღობის ბრალდებით იყო ნასამართლევი. 

скачать dle 11.3