კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დრაკულას სამშობლოში

 

რუმინეთის მცხოვრებლებმა ლითონმაძიებლის საშუალებით ნამდვილი განძეული აღმოაჩინეს – 1 471 ვერცხლის მონეტისგან შემდგარი განძი ორ კილოგრამს იწონის. მონეტები მეთექვსმეტე საუკუნეს მიეკუთვნება, რომელთაგან 1 415 მონეტა თურქეთშია გამოჭედილი, 8 – უნგრული ზარაფხანის ნიმუშია, დანარჩენი კი – პოლონეთის ზარაფხანის. ამ უნიკალური აღმოჩენის საერთო ღირებულება 10 მილიონი დოლარია და ამ თანხის 30 პროცენტი თანაბრად გაუნაწილდებათ მპოვნელებს. რაც შეეხება თავად განძის საუკუნოვან ადგილსამყოფელს, ცნობილია, რომ მეცხრამეტე საუკუნემდე რუმინეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი ოსმალეთის იმპერიას ჰქონდა მიტაცებული. რუმინელი თავადები გააფთრებით ებრძოდნენ ოსმალებს. ვალახიის პრინცმა, ვლად ცეპეშმა (ისტორიაში ცნობილია „სარზე გამსმელის“ სახელით) ოსმალების დაუფარავი სიძულვილით გაითქვა სახელი. სადილობისას მის წინ ყოველთვის იდგა სარი, რომელზეც ოსმალო ტყვე იყო წამოცმული და მისი ტანჯვით ტკბებოდა. დღეს ვლად ცეპეში „გრაფი დრაკულას“ სახელით არის ცნობილი და მსოფლიო ისტორიის მთავარ ვამპირად არის მიჩნეული.

 

გათხარე, რათა დაიჯერო

 

* არქეოლოგია არის მეცნიერება, რომელიც მითს რეალობად აქცევს. მედინაში, ალაკიკის ველზე, არქეოლოგებმა გათხარეს უძველესი ციხე-კოშკის ნანგრევები, რომელიც ჰიჯრის კალენდრის პირველი საუკუნით თარიღდება. ცნობილია, რომ წინასწარმეტყველი მუჰამედი 622 წელს მექადან მედინაში გადასახლდა. სწორედ ეს წელი ითვლება ისლამური სახელმწიფოს დაარსების თარიღად. ციხე-კოშკი ომეიანების მმართველობის ეპოქას მიეკუთვნება. ეს დინასტია მმართველობის სათავეში 661 წელს მოვიდა და მექას ასი წლის განმავლობაში მართავდა. ჩვენს რეალობამდე თითქმის დაუზიანებლად მოაღწია შენობის საძირკველმა, გადარჩენილია რვა აპარტამენტიც. ამით დასტურდება არაბთა ხალიფატის უძველესი ისტორია, ანუ, მუსლიმანური აღმოსავლეთის ისტორია კიდევ უფრო საინტერესო გახდა.

* ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ჩუნდუს დასახლებაში, იპოვეს ქვის უზარმაზარი სტატუეტი. ეს არის ცხოველი, რომლის ასაკიც ორი ათასი წელია. უძველესმა მოქანდაკემ ქვაში გამოკვეთა პანდა სიჩუანის პროვინციიდან. ეს აღმოჩენა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩინელებისთვის საამაყო ცხოველი საკმაოდ ხანდაზმულია. საინტერესოა ისიც, რომ ქანდაკება შთამბეჭდავი ზომებით გამოირჩევა – ის წონით 8,5 ტონაა, სიგრძე 3 მეტრია, სიმაღლეც 3 მეტრი, ხოლო სიგანე – 1 მეტრი. სხვათა შორის, გიგანტური პანდები მართლაც არსებობდნენ. ისინი მეტრ-ნახევარს აღწევდნენ და 30-დან 160 კილოგრამამდე იწონიდნენ. ზოგიერთ მეცნიერს მიაჩნია, რომ ამ სტატუეტის აღმოჩენა შეიძლება იმის დასტური იყოს, რომ ძველ ჩინეთში პანდა წმინდა ცხოველად ითვლებოდა. რაც შეეხება ქალაქ ჩუნდუს, მისი ასაკი ოთხი ათასზე მეტ წელს ითვლის. სიჩუანის პროვინციას კი „დედამიწაზე არსებულ სამოთხეს“ უწოდებენ.

 

скачать dle 11.3