კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: წელიწადის რომელი დროა ძაღლისთვის ყველაზე პრობლემური?

პასუხი: გააჩნია ძაღლის ჯიშს: ზოგისთვის ზაფხულია პრობლემური, ზოგისთვის – ზამთარი და ასე შემდეგ. მაგალითად, გაზაფხული ისეთი პრობლემური არ არის ძაღლებისთვის. ამ დროს ისინი გასამრავლებლად ემზადებიან, ანუ, როგორც ბუნება იღვიძებს, ისე იღვიძებს ცხოველებშიც ყველაფერი. გაზაფხულზე, ასევე, ყურადღება უნდა მიაქციოთ ბეწვის ცვენას. ამ პერიოდში ძაღლი ბალანს იცვლის და ზაფხულისთვის ემზადება. თუ ბეწვის გამოცვლა დაუგვიანდა, მაშინ სპეციალური ვიტამინები უნდა მიაშველოთ, რაც ხელს შეუწყობს ამ პროცესს. 

 

კითხვა: რატომ არ შეიძლება, ძაღლს ღორის ხორცი ვაჭამოთ?

პასუხი: საერთოდ, ღორის ხორცი დიდად არც ადამიანს უხდება და, მით უმეტეს – არც ძაღლს, რადგან, ის ცხიმიანი და მაწყინარია. ცხოველისთვის უცებ, დიდი რაოდენობით ღორის ხორცის მიცემამ, შეიძლება, მისი სიკვდილიც კი გამოიწვიოს. ამიტომ, უმჯობესია, ღორის ხორცი და მისი პროდუქტები საერთოდ არ მისცეთ ძაღლებს – არც ძეხვი, არც სოსისი და ასე შემდეგ.

კითხვა: რა რაოდენობით არის ძაღლისთვის დაშვებული ქათმის ხორცის ჭამა?

პასუხი: ქათმის ხორცი, ოღონდ, კანისა და ძვლების გარეშე, შეგიძლიათ, ძაღლს აჭამოთ. კანი და ძვალი, როგორც ადამიანისთვის, ასევე ცხოველებისთვის, მავნებელია. ბარკლებსაც თუ არ მისცემთ, კარგი იქნება, მისი ჯანმრთელობისთვის. რაც შეეხება რაოდენობას, თუ ძაღლისთვის კვების ძირითადი რაციონი ქათმის ხორცია, მაშინ ეს პროდუქტი ულუფის დაახლოებით 70 პროცენტს უნდა შეადგენდეს, ხოლო თუ დესერტის სახით აძლევთ, მაშინ, რაოდენობა თავად განსაზღვრეთ.

 

კითხვა: აუცილებელია თუ არა კატის ცოფზე  აცრა?

პასუხი: აუცილებელია, კატას ჩაუტარდეს იმუნიზაცია ცოფის საწინააღმდეგოდ, ისევე, როგორც ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგოდ. ასე რომ, ყოველ მეთერთმეტე თვეს არ დაგავიწყდეთ ამის გაკეთება. 

 

კითხვა: მაინტერესებს, უნდა მოვარიდო თუ არა ოთახის ძაღლი ქუჩის ძაღლებს?

პასუხი: ოთახის ძაღლი აუცილებლად უნდა მოარიდოთ უპატრონო, ქუჩის ძაღლებს, რადგან, მათ ბევრი დაავადების გადატანა შეუძლიათ სხვა ძაღლზე. შეეცადეთ, თქვენი ძაღლი ახლოს არ მიუშვათ უცნობ ძაღლთან, რომელიც ქუჩაში ცხოვრობს.

 

კითხვა: მინდა ამერიკული კოკერ-სპანიელის შეძენა. მითხრეს, რომ ლეკვს 100 ლარად ვიყიდი. რამდენად რეალურია ეს თანხა ამ ჯიშის ძაღლისთვის?

პასუხი: ფასიდან გამომდინარე, ხარისხიც დაბალი იქნება, რადგან, ამ ფასად თითქმის შეუძლებელია კარგი ხარისხის ამერიკული კოკერ-სპანიელის შეძენა. ამ ჯიშის ძაღლის ფასი დაახლოებით 200 დოლარიდან იწყება, თუმცა, შეიძლება, ვინმეს სასწრაფოდ სჭირდებოდეს ფული და 200 ლარადაც გაყიდოს. 

 

კითხვა: შეიძლება თუ არა ძაღლისთვის კვერცხისა და რძის პროდუქტების მიცემა?

პასუხი: რძის პროდუქტებიდან რამდენიც გნებავთ, მიეცით ხაჭო, ყველი და მაწონი. ხოლო რაც შეეხება რძეს, არაჟანსა და კარაქს, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. 

скачать dle 11.3