კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: მყავს ავტომობილი „ოპელ ასტრა”, 1993 წლის. აღჭურვილია გადაცემათა მექანიკური მართვის კოლოფით. დილით, სანამ ავტომობილი გახურდება, ნეიტრალურ სიჩქარეშიც კი, დაქოქვისთანავე ნელი ტემპით წინსვლას იწყებს. სიჩქარეში ჩაგდებაც უჭირს. გახურების შემდეგ პრობლემა იმდენად არ ემჩნევა. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

პასუხი: სავარაუდოდ, ამ ავტომობილის სიჩქარეთა კოლოფი ერთხელ უკვე დაშლილი და აწყობილია. შეცდომაც სწორედ ამ პროცესშია დაშვებული. დეტალები ერთმანეთთან მჭიდროდაა განთავსებული. თუმცა, „ოპელების” საერთო პრობლემაა ის, რომ სიჩქარეებში გადართვა და მით უმეტეს, პირველ სიჩქარეში ჩაგდება უჭირთ და ეს უფრო ცივი ავტომობილის შემთხვევაში იჩენს თავს. შეიძლება სიჩქარეთა კოლოფში ზეთი არასდროს შეცვლილა, რამაც მისი გასქელება გამოიწვია, რაც დეტალების შემჭიდროებასა და ავტომობილის წინსვლას იწვევს. პრობლემა მანამდეა, სანამ ის არ გათბება და შესაბამისად, სათანადო დონემდე არ გათხელდება. მესამე სავარაუდო მიზეზია სიჩქარეთა კოლოფში ზეთის დონის დაწევა, ისე, რომ შეზეთვისთვის საკმარისი აღარ აღმოჩნდა, რის გამოც დეტალები მჭიდროდ ბრუნავს. ბოლო ორ შემთხვევაში ზეთის შეცვლა პრობლემას გადაჭრის და უმჯობესია, შეცვლის დროს სინთეტიკური, სპეციალურად გადაცემათა კოლოფისთვის განკუთვნილი ზეთი გამოიყენოთ. ის ცივზეც და ცხელზეც ერთნაირად თხელია და შეზეთვის თანაბარ უნარს ინარჩუნებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პრობლემის მიზეზი მისი არასწორი აწყობაა, შესაძლებელია, ასეთი ზეთის გამოყენებამ ამ პრობლემასაც უშველოს. 

კითხვა: მყავს ავტომობილი „გოლფ 3”. რამდენიმე დღის წინ მომიწია ტრასაზე საკმაოდ მაღალი სიჩქარით გასვლა. მანქანამ თავისთავად შეანელა სვლა, თითქოს მუხრუჭს დავაჭირე ფეხი. მეორე დღეს ეს არ გამეორებულა, მაგრამ ორ-სამ დღეში პრობლემამ სხვა მხრივ იჩინა თავი. მანქანას ძალიან უჭირს დაქოქვა, ან თუ დაიქოქა, მალევე ქრება. რა შეიძლება იყოს ამ ყველაფრის მიზეზი?

პასუხი: უპირველესად გირჩევთ, ბენზინის წნევა შეამოწმოთ. სავარაუდოდ, მას რაღაც ზღუდავს. შესაძლოა, დასვრილი იყოს ბენზინის სისტემის რომელიმე განყოფილება, თვითონ ბენზინის პომპაც კი. „ფოლკსვაგენის” ამ მოდელებს საწვავის სისტემაში ორი პომპა აქვთ. ერთი, რომელიც უშუალოდ საწვავის ავზშია განთავსებული და მეორე, რომელიც მის გარეთაა. თუკი საწვავის დონე ჩვენს ავზში ნახევარს გადაცილდა და პრობლემა მოიხსნა, ესე იგი, საწვავის ავზში განთავსებული პომპის შეცვლა მოგვიწევს. ის, უბრალოდ, დამხმარე ფუნქციას ასრულებს, როცა ავზში საწვავის დონე ცოტაა, რომ საწვავის ავზის გარეთ მდგარ მაღალი წნევის პომპას საწვავი მიაწოდოს.  

კითხვა: სურვილი მაქვს, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოვიყვანო მანქანა 7 000 დოლარის ფარგლებში. შევარჩიე ორი მოდელი: „მერსედესი 210ე320”, „ბეემვე 530”. ორივე 1998 წლის გამოშვებაა. რა პლუს-მინუსები აქვთ მათ და რომლის შეძენას მირჩევთ? პირადად, მაინც ვფიქრობ, რომ „მერსედესი” შევიძინო.

პასუხი: ეს ავტომობილები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, ორივეს უამრავი პლუსი და მინუსი აქვს, რომელზეც უკვე ძალიან ბევრი გვისაუბრია ჩვენი რუბრიკის საშუალებით. თუმცა, კითხვიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, თქვენი სტილის გაგება იოლია და ალბათ, თქვენც კარგად იცით, რომ თქვენს სტილსა და ხასიათს ყველაზე მეტად „მერსედესი” მოერგება. ერთმნიშვნელოვანია, რომ „მერსედესი” უნდა შეიძინოთ.

კითხვა: მყავს ავტომობილი „მიცუბიში პაჯერო”. როცა ხიდებს ვრთავ, ხან თავისუფლად ვარდება, ხანდახან კი ამისთვის დიდი ძალისხმევა მჭირდება. ერთხელ ხიდების გამორთვაც ძალიან გამიჭირდა, ბევრი ვიწვალე და როგორც იქნა გამოვრთე. რამე გავაფუჭე, არასწორად ვრთავ თუ ყველა „ჯიპს“ ასე უჭირს ხიდების ჩართვა?

პასუხი: ხიდების მექანიკურ ჩართვას თავისი სპეციფიკა აქვს. თუ ხიდების ჩართვა გინდათ, ხოლო „რიჩაგი“ გეწინააღმდეგებათ, ეს ნიშნავს, რომ მისი ჩასართავი კბილანა ვერ პოულობს თავის ბუდეს. ანუ, კბილი კბილზეა დამიზნებული. ამისთვის ძალიან მარტივი მოქმედებაა საჭირო. ავტომობილი წინ ან უკან სულ ოდნავ დაწიეთ, რათა კბილი კბილს აცდეს და თავის გზით წავიდეს, შემდეგ კი ხელმეორედ ეცადეთ ხიდის ჩართვა. ყველაზე კარგი მომენტია, თუ აღმართზე ან დაღმართზე დგახართ. შესაბამისად, ავტომობილს დაგორების საშუალება აქვს. ამ დროს შეგიძლიათ ხიდების ჩამრთველ „რიჩაგს“ მიაწვეთ, მუხრუჭს ოდნავ შეუშვათ ფეხი, რომ ავტომობილს ოდნავ დაგორების საშუალება მისცეთ. ამ დროს ის თავისუფლად იპოვის ბუდეს და იოლად ჩახტება თავის ადგილას. რაც უნდა დარწმუნებულები იყოთ, რომ ხიდები ჩაირთო, მაინც გააკეთეთ საკონტროლო მოძრაობა. იგივე გააკეთეთ ხიდების გამორთვისასაც. ანუ, სულ ოდნავ დაძარით ავტომობილი და მოდება გათიშეთ, რათა ხიდების ჩასართავ კბილანას საშუალება მისცეთ, თავის ბუდეს კარგად მოერგოს. ამ წესების დაცვით, თქვენ არასდროს გააფუჭებთ ხიდების ჩასართავ მოწყობილობას და ზოგადად, არ გაგიჭირდებათ მათი ჩართვა.

კითხვა: მყავს „ტოიოტა” და როგორც მითხრეს, ის დიდი ბრუნვისთვის არ ვარგა. რატომ? რა არის ამის მიზეზი?

პასუხი: საერთოდ, ძრავაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შიდა დეტალების ბალანსს და წონას. მაგალითად, რომ ავიღოთ ქაღალდის და ტყვიისგან ჩამოსხმული რგოლები, ორივეს გავუყაროთ ღერძი და დავატრიალოთ, რა თქმა უნდა, ქაღალდის უფრო სწრაფად დატრიალდება. ის შეიძლება მალე დაგვეხეს, მაგრამ თუ იდეალურად დაატრიალებთ და რგოლსაც იდეალური ფორმა ექნება, ძალიან დიდხანს იტრიალებს და არ დაზიანდება. მაგრამ, არასწორი დატრიალების შემთხვევაში, თან, თუ ამ ქაღალდის რგოლს ცალ მხარეს სიმძიმეს დავკიდებთ, ეს ნიშნავს, რომ ის ძალიან მალე გაფუჭდება. მძიმე ბურთს ეგრევე სწრაფად ვერ დაატრიალებთ, მაგრამ შესაძლებელია,  ნელ-ნელა მოემატოს სიჩქარე და თან, დიდხანს იტრიალოს ისე, რომ არ დაზიანდეს. სწრაფბრუნვადი ძრავების მთელი პრინციპიც ესაა. ნელა მბრუნავი ძრავა, ისევე როგორც „ტოიოტა,” მძიმე დეტალებისგან შედგება და საკმაოდ კომფორტული სატარებელია. ანუ, ნაკლებად მკვეთრ მანევრებს აკეთებს, შენელებისთვის თავის მასას იყენებს, რბილად ჩერდება და იძვრება. მკვეთრ გადასვლებს არ აკეთებს, გათვლა კომფორტულობაზეა და ასეც არის. მაგრამ, შესაბამისად, მაღალ ბრუნს ვერ აღწევს, რადგან მძიმე ლითონითაა შექმნილი. აბსოლუტურად პირიქით ხდება მაღალბრუნვიანი ძრავას შემთხვევაში. მაგალითად, „ჰონდას”, გაზს ფეხს რომ მიაჭერთ ის მკვეთრად ჩქარდება და ეს, რა თქმა უნდა, დისკომფორტს ქმნის, თუ სპორტული რეჟიმით სიარული არ გინდათ. იგივეს იგრძნობთ გაზიდან ფეხის აშვებისას, ის ძალიან მკვეთრად ჩერდება. ეს სალონში ნჯღრევასაც კი იწვევს, მაგრამ, სამაგიეროდ, მაღალბრუნიანია. 

скачать dle 11.3