კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მოხდა ამ დღეს

25 მარტი

1821 – საბერძნეთის აჯანყების დასაწყისი თურქეთის ბატონობის წინააღმდეგ.

1990 – დიდი ხანძარი ნიუ-იორკის დისკოთეკა Heppy Land-ში. დაიწვა 187 ადამიანი.

1995 – ციხიდან სანიმუშო ყოფაქცევისთვის ვადაზე ადრე გაათავისუფლეს მსოფლიოს ჩემპიონი კრივში მაიკ ტაისონი. ის გაუპატიურებისთვის იხდიდა სასჯელს. 

 

26 მარტი

1885 – ინგლისში პირველად მოხდა გარდაცვლილის კრემაცია.

1941 – დაარსდა საბჭოთა კავშირის სტალინური პრემია (შემდეგში – სახელმწიფო პრემია).

1953 – ამერიკელმა ექიმმა ჯონას ედვარდ სოლკმა მოახდინა პირველი წარმატებული ვაქცინაცია პოლიომიელიტის წინააღმდეგ.

1960 – დაარსდა საფეხბურთო ტურნირი „თასის მფლობელთა თასი“.

1985 – ეკრანებზე გამოვიდა მილოშ ფორმანის ფილმი „ამადეუსი“.

 

27 მარტი

1977 – ტენერიფეს (კანარის კუნძულები) აეროპორტში აფრენისას აფეთქდა „ბოინგ 747“. დაიღუპა 582 ადამიანი.

1978 – ეკრანებზე გამოვიდა გიორგი დანელიას ფილმი „მიმინო“.

1990 – ლონდონში ბეიკერ-სტრიტ 221-ში გაიხსნა შერლოკ ჰოლმსის მუზეუმი.

 

28 მარტი

1910 – მარსელში ცაში აიჭრა პირველი ჰიდროპლანი.

1930 – თურქეთის ქალაქ ანგორას სახელი გადაარქვეს და უწოდეს ანკარა.

1939 – გენერალ ფრანკოს ჯარებმა აიღეს მადრიდი. დამთავრდა ესპანეთის სამოქალაქო ომი. 

 

29 მარტი 

1886 – ატლანტაში (ამერიკის შეერთებული შტატები) ჯონ პემბერტონმა შექმნა ყველასთვის ცნობილი სასმელი „კოკა-კოლა“.

1967 – ექსპლუატაციაში შევიდა პირველი ფრანგული ატომური წყალქვეშა ნავი.

1973 – უკანასკნელმა ამერიკელმა ჯარისკაცმა დატოვა ვიეტნამი.

 

30 მარტი

1814 – მოკავშირეთა ჯარებმა აიღეს პარიზი. დაემხო ნაპოლეონის ხელისუფლება.

1842 – ამერიკელმა ექიმმა უილიამსონ ლონგმა პირველად გამოიყენა ეთერი, როგორც საანესთეზიო საშუალება.

1858 – ფილადელფიელმა ჰემფრი ლიპმენმა დააპატენტა ფანქარი, რომელსაც მეორე მხარეს საშლელი ჰქონდა დამაგრებული.  

1867 – ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც რუსეთმა 7,2 მილიონ დოლარად ამერიკის შეერთებულ შტატებს მიჰყიდა ალასკა.

1954 – ტორონტოში გაიხსნა კანადის პირველი მეტროპოლიტენი.

 

31 მარტი

1889 – პარიზში ოფიციალურად გაიხსნა ეიფელის კოშკი. 

1904 – გაზეთში პირველად გამოჩნდა ავტომობილის რეკლამა.

1923 – ნიუ-იორკში გაიმართა პირველი საცეკვაო მარათონი.

1967 – ჯიმი ჰენდრიქსმა პირველად დაწვა თავისი გიტარა კონცერტზე. ამის შემდეგ ეს მისი კონცერტების ტრადიციად იქცა.

1991 – ჩატარდა რეფერენდუმი, რომელშიც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას.

скачать dle 11.3