კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

გალუაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გალა. ეს გალაქტიონის კნინობითი ფორმაა, რომელიც ცალკე სახელადაც დამკვიდრდა.

1823 წელს სოფელ ღოუბანში მოიხსენიება მიქაელ გალუაშვილი ოჯახთან ერთად.

საქართველოში 206 გალუაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 155, გარდაბანში – 35, რუსთავში – 6. არიან სხვაგანაც.

გოხაძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გოხა.

მურად და ლუარსაბ გოხაძეები 1873 წლის აღწერაში პატარა თონეთში მოიხსენიებიან. 

1882 წელს პატარა თონეთში ესტატე ხელაძის თავდებად მოიხსენიება ისაკ გოხაზე.

საქართველოში 217 გოხაძე ცხოვრობს: თბილისში – 84, რუსთავში – 28, გარდაბანში – 27. არიან სხვაგანაც.

სტეფანაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი სტეფანე. სტეფანე ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და ნიშნავს გვირგვინს. ეს სახელი ფართოდაა გავრცელებული მთელ მსოფლიოში. ძველ ქართულში გავრცელებული ფორმა იყო სტეფანოზ, რომელიც გვხვდება ჯერ კიდევ მცხეთის ჯვრის წარწერებში, მეექვსე საუკუნეში. ამ სახელიდან წარმოქმნილია გვარები: სტეფანაშვილი, სტეფანიშვილი, სტეფანია, სტეფნაძე და ტეფნაძე.

1873 წლის აღწერით, სოფელ ბორბალოს იასე და ალექსანდრე სოლოღოვების, იგივე სოლოღაშვილების მამულში მოიხსენიებიან ივანე და მისი ვაჟი – იოსებ სტეფანაშვილები.

საქართველოში 137 სტეფანაშვილი ცხოვრობს. 

585 – სტეფანიშვილი.

365 – სტეფნაძე.

35 – სტეფანიძე.

ჯალალაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჯალალა, რომელიც არაბული წარმოშობისაა და ქართულად სახელს, დიდებას, ძლიერებას ნიშნავს.

1843 წლიდან ჯალალაშვილები კოდაში ცხოვრობენ.

ამავე ძირისაა გვარები: ჯალადიშვილი, ჯალალი, ჯამარიშვილი.

საქართველოში 110 ჯალალაშვილი ცხოვრობს.

100 – ჯალადიშვილი.

89 – ჯალალი.

26 – ჯამარიშვილი.

ღარიბაშვილი

ქანისხეობელი ღარიბაშვილები მთიულეთიდან ყოფილან. მათი დედა-გვარია ნარიმანიძე. ასევე, ნარიმანიძეები სახლობდნენ ცხრაძმის ხეობის სოფელ ჩიტიანებში. 

სოფელ ანატაში ცხოვრობდა ღარიბაშვილების 30 კომლი.  

„ახატნელი ღარიბაშვილები ვართ გადმოხვეწილი ქისტის სამხამის შთამომავალნი. 150 წელი იქნება, რაც ჩვენი წინაპარი ახატანში მოსახლეობდა. აქ გვაქვს სალოცავი „სამება ოქროსკარაი”. 

საქართველოში 1 844 ღარიბაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 595, გურჯაანში – 416, დუშეთში – 239. არიან სხვაგანაც.

გოგინაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გოგი. მისი კნინობითი ფორმაა გოგინა.

1704 წელს პაპუა გოგინაშვილი მოიხსენიება პაპუნა გოსტაბაშვილის ყმის ნასყიდობის წიგნში.

1781 წელს კოდაში მოიხსენიება დავით ბარათაშვილის ყმა – ივანე გოგინაშვილი.

ამავე ძირისაა გვარი გოგიშვილი.

საქართველოში 2 608 გოგინაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 744, გურჯაანში – 444, გორში – 399. არიან სხვაგანაც.

2 317 – გოგიშვილი.

წითელაური-წითელაძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი წითელა. 

წითელაური სათემო გვარი იყო ფშავში.

1882 წელს დიდ ენაგეთში მცხოვრები არსენ ხუციშვილის შვილის, ევას მიმრქმელად მოიხსენიება გოლოეთელი გაბრიელ წითელაური.

1884 წელს გოლოეთში მოიხსენიება ზაქარია წითელაური. მან შვილი მოუნათლა თანასოფლელ გიორგი ბასალაშვილს.

ამავე ძირისაა გვარები: წითელაძე, წითელაშვილი.

საქართველოში 275 წითელაური ცხოვრობს.

628 – წითელაძე.

მაძღარაშვილი

ამ გვართან დაკავშირებით ილია მაისურაძე, წიგნში – „ქართული გვარ-სახელები” – წერს: „მაძღარა – მეტსახელი გვარებში: მაძღარაძე, მაძღარაშვილი”. სამწუხაროდ, ამ გვართან დაკავშირებით სხვა ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა, კვლევა-ძიება გრძელდება.

საქართველოში 455 მაძღარაშვილი ცხოვრობს: დედოფლისწყაროში – 212, თბილისში – 99, რუსთავში – 42. არიან სხვაგანაც.

ზედელაშვილი

გვარის ფუძეა მეტსახელი ზედელა. 

1721 წელს ენაგეთში მოიხსენიება ოთარა გერმანოზიშვილის ყმა – გიორგი ზედელაშვილი.

საქართველოში 876 ზედელაშვილი ცხოვრობს: სიღნაღში – 378, თბილისში – 190, რუსთავში – 106. არიან სხვაგანაც.

 

 აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

скачать dle 11.3