კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ფობია შეიძლება დაემართოს ორსულ ქალს და რატომ ეწყებათ დეპრესია მშობიარობის შემდეგ

ორსულობა ქალის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი პერიოდია, რადგან უფალი ქალის მეშვეობით ხდის ხილვადს უდიდეს სასწაულს – ქვეყანას მოევლინება ახალი სიცოცხლე. დღეს, საქართველოში შექმნილი დემოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე,  ყოველი ბავშვის დაბადება ძალზე მნიშვნელოვანია. ამიტომაც, სახელმწიფოს მხრიდან მშობიარობის დაფინანსება, რომელიც ივლისიდან ამოქმედდება, სწორედ რომ, წაადგება ჩვენი ერის გამრავლებას. ამ ახალ პროგრამას სრულიად მიესალმება სამშობიარო „იმედის კლინიკა“. გთავაზობთ ინტერვიუს „იმედის კლინიკის“ მთავარ ექიმთან, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორთან, პროფესორ დავით კობეშავიძესთან, რომელიც ორსულობასთან და მშობიარობასთან დაკავშირებულ საკითხებზე საინტერესოდ გვესაუბრება.

– ჩვენი კლინიკა მესამე წელია, რაც ახალ შენობაში გადავიდა და სრულიად ახალი მიდგომები დანერგა. მოხდა არსებული ბაზის აბსოლუტური რესტრუქტურიზაცია. ჩვენთან გაკეთდა ინდივიდუალური ბლოკ-პალატები, არის ონლაინ-ტრანსლაციები მელოგინეთა განყოფილებიდან – ბავშვის მამასა და ოჯახის სხვა წევრებს სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ, იხილონ ახალშობილი და მისი დედიკო. ასევე, შეგიძლიათ შეხვიდეთ „იმედის კლინიკის“ საიტზე და 24 საათის განმავლობაში მიიღოთ ნებისმიერი ინფორმაცია ორსულებთან, მშობიარობასთან და ახალშობილთან დაკავშირებით. სამშობიარო „იმედის კლინიკაში“, ტრადიციულად, შეღავათებით სარგებლობენ მრავალშვილიანი ოჯახები და სასულიერო პირების მეუღლეები. ტარდება აქციები საეკლესიო დღესასწაულებზე. სულ ცოტა ხნის წინ კი, „იმედის კლინიკასთან“ საფუძველი ჩაეყარა მშენებლობას. ის 7 თვეში დასრულდება და აქ იქნება უმნიშვნელოვანესი დედათა და ბავშვთა ცენტრი მთელ ამიერკავკასიაში.

– ახლა, რაც შეეხებათ უშუალოდ ორსულებს. გაზაფხული ადამიანის ჯანმრთელობაზე განსაკუთრებულად მოქმედებს, რამდენად აისახება ეს პერიოდი ორსულებზე?

– სეზონურობა ორსულობასაც ახასიათებს, ამიტომ გაზაფხული ორსულებზე, რა თქმა უნდა, აისახება და ხდება ისეთი პათოლოგიების გამწვავება, როგორიცაა: მაღალი არტერიული წნევა, ცილის მომატება შარდში, შეშუპება და სხვა. ამიტომ, როგორც კი ორსული შეამჩნევს ცვლილებებს, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. ეს ძირითადად გახლავთ მესამე ტრიმესტრისთვის დამახასიათებელი გვიანი ტოქსიკოზი. ასევე, გაზაფხულზე ორსულებში ხდება ალერგიული რეაქციების გამწვავება. რაც შეეხება გრიპის ვირუსს, მისმა პიკმა, მართალია, გადაიარა, მაგრამ ვირუსული ინფექციები კვლავ ძალზე საშიშია. ამიტომ, ორსული უნდა მოერიდოს ხალხმრავლობას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს ან იაროს რესპირატორით.

– როგორ უნდა იკვებოს ორსული გაზაფხულზე?

– საერთოდ, ორსულობის ნორმალურ მსვლელობაში არსებითი მნიშვნელობა აქვს სწორ კვებას. ორსულის კვება საქართველოს სინამდვილეში ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია. რატომღაც ყველა სტერეოტიპი დაიმსხვრა და წარსულს ჩაჰბარდა, გარდა ორსულის კვებისა. დღესაც არის ხალხში შემორჩენილი შეხედულება, რომ ორსულმა უნდა ჭამოს ყველაფერი და იმ რაოდენობით, რისი სურვილიც მას აქვს. ეს, რა თქმა უნდა, არასწორია. ჯერ ერთი, დიდი რაოდენობის საკვები სულაც არ განსაზღვრავს მის ხარისხს. ასევე, ძალიან არასწორი მიდგომაა, როდესაც ორსული შეგნებულად არ იღებს საკვებს, ვითომდა იმ მოტივით, რომ ბავშვმა ძალიან არ მოიმატოს წონაში – ეს აბსურდია. უამრავი მაგალითი არსებობს, როცა 120-კილოგრამიან ქალბატონს 2 500-გრამიანი ბავშვი გაუჩენია და პირიქით, 75-კილოგრამიანს – 4 500-იანი ახალშობილი. ნაყოფის განვითარება ხდება მაშინ, როდესაც სისხლის მიმოქცევა ნორმალურია. მე ორსულებს ვურჩევ, დაიცვან არა დიეტა, არამედ დიეტეთიკა. ეს სხვადასხვა რამაა. ორსულმა ქალბატონმა უნდა იცოდეს, რა, რა რაოდენობით და რამდენჯერ მიიღოს. ალბათ, არ ვიქნები ორიგინალური, თუ ვიტყვი, რომ ორსულმა უნდა იკვებოს, ხშირ-ხშირად და ცოტ-ცოტა. მის მენიუში უნდა დომინირებდეს როგორც ცხოველური, ისე მცენარეული საკვები. მაგალითად, ცხოველური ცილა შეუცვლელია ანემიის დროს. რაციონიდან უნდა ამოიღონ ის საკვები, რაც აძნელებს საჭმლის მონელებას. ეს არის: ბრინჯის ნახარში, კისელი, ნახშირწყლებით მდიდარი საკვები, ცომეული და ასე შემდეგ. მით უმეტეს, გაზაფხულზე შემოდის უამრავი ბოსტნეული, რაც ორსულმა აუცილებლად უნდა ჩართოს კვების რაციონში. ორსულობის პროგრესირებასთან ერთად კი, უარი უნდა თქვან ქალბატონებმა შაქარზე, მარილზე, ცხარე-მწარე-მჟავეზე და დიდი რაოდენობით სითხეზე. განსაკუთრებით ძნელი გადასამუშავებელია ორსულისთვის შემწვარი საკვები. აუცილებელია ხილი, რძის ნაწარმი, შეუცვლელია ხაჭო და აბსოლუტურად გაუმართლებელია  ორსულისთვის საკვების მიღება ღამის საათებში.

– ამბობენ, რომ ორსულობა და მშობიარობა ქალს აახალგაზრდავებს, თუმცა რეალურად, მშობიარობის შემდეგ ჩვენს ქალბატონებს უამრავი პრობლემა უჩნდებათ: თმის ცვენა, კარიესი, უფუჭდებათ ნერვები და სრულად დაცლილები და გამოფიტულები ხდებიან.

– ცნობილია, რომ ქალის კონსტიტუციური განვითარება მთავრდება პირველი მშობიარობის შემდეგ. უფალმა ქალი იმისთვის შექმნა, რომ მან კაცობრიობა გაამრავლოს. ამიტომაც, ქალი სრულყოფილი მშობიარობის შემდეგ ხდება, რადგან მისი ყველა ჯირკვალი – ენდოკრინული, სარძევე – აქტიურ მონაწილეობას იღებს როგორც ორსულობის დროს, ისე მშობიარობის პროცესში და მის შემდგომაც. თუმცა, რაც თქვენ თქვით, რომ ქალების გარკვეულ ნაწილს ემართება მიკროელემენტების ნაკლებობა, ესეც სინამდვილეა და ამას აქვს თავისი მიზეზები. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ 100-დან 90 დედა თავის ქალიშვილს არ ამზადებს დედობისთვის. მეტსაც გეტყვით, ქალი დედობისთვის უნდა ემზადებოდეს არა მხოლოდ ორსულობის დროს, არამედ მანამდეც. ინფორმაციის სიმწირე თავის დაღს ასვამს მშობიარეს.

– რა იწვევს მშობიარობის შემდგომ დეპრესიას?

– აქაც ინფორმაციის სიმწირესთან გვაქვს საქმე. მხოლოდ ტელესერიალებში  მშობიარობის ყურებით გოგონა ვერ მოემზადება დედობისთვის. არსებითი მნიშვნელობა აქვს ყველაფერს: გინეკოლოგთან პირველ ვიზიტს, პირველ ვაგინალურ გასინჯვას, მშობიარობის მართვას, მის შემდგომ პერიოდს – თუ ეს ყველაფერი მძიმე სტრესულ პირობებში, ფსიქოლოგიური ზემოქმედების ქვეშ მიმდინარეობს, რასაკვირველია, მშობიარობის შემდგომი პერიოდი მძიმე იქნება. მეტსაც გეტყვით, ზოგიერთ ქალს ორსულობის დასაწყის ეტაპზევე ემართება დეპრესია, რაც ხანდახან საოცარ ფობიებში ვლინდება.

– ოჯახის წევრებს რა ფუნქცია აქვთ ამ დროს?

– ოჯახის წევრების მხარში დგომა ამ დროს უმნიშვნელოვანესია. მაგალითად, მე, როგორც ექიმს, ძალიან მიადვილებს საქმეს მშობიარის მეუღლის გვერდში დგომა, თუ ის ბოლომდე გაუძლებს მშობიარობის აქტს. ძალიან უარყოფითად მოქმედებს გაუთავებელი მოთქმა-მოთქმა ოჯახში, ვიღაცეები რომ ყვებიან არნახულ ისტორიებს მშობიარეზე. ორსულმა უნდა იცოდეს სინამდვილე და არა ტყუილი, რომ ვითომ მშობიარეს ცალი ფეხი სამარეში აქვს და ასე შემდეგ. დღეს, ინტერნეტის ეპოქაში, ასეთი დამოკიდებულება ყოვლად მიუღებელია.

– ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა საკეისრო კვეთა. ორსულები ფიზიოლოგიურ მშობიარობას არჩევენ საკეისროს, რაც წინათ მიუღებელი იყო. რატომ?

– მე, ზოგადად, საკეისრო კვეთის მოწინააღმდეგე ვარ მაშინ, როცა ის არ არის საჭირო. საკეისრო მიუღებელია, როცა მშობიარეს, უბრალოდ, მშობიარობის ფობია აქვს და ესეც არაინფორმირებულობიდან მოდის. მაგრამ, საკეისრო კვეთა უალტერნატივოა, როდესაც ის აუცილებელია. ქალები ფიზიოლოგიურ მშობიარობაზე უარს ამბობენ, როცა არ აქვთ შესაბამისი ცოდნა, მოსმენილი აქვთ საშინელი ისტორიები, უჩნდებათ ფობიები და არ იციან, რა გართულებები შეიძლება, მოჰყვეს საკეისროს. ამ გაუნათლებლობის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ჩვენს სინამდვილეში დიაგნოზებს სვამენ და მკურნალობის ტაქტიკას ხშირად ირჩევენ დედამთილები, მამამთილები, მეზობლები და ასე შემდეგ. ყველა ექიმს მოვუწოდებ, სანამ დანას აიღებს ხელში, გადააფიქრებინოს მშობიარეს საკეისრო. ყველა ორსულს კი ბედნიერ დედობას ვუსურვებ!

скачать dle 11.3