კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: ვარ 17 წლის ბიჭი. თვალების ქვეშ კანი მიშრება, ზოგჯერ ნახეთქებიც კი მაქვს. რა შეიძლება იყოს ეს და ვის მივმართო?

პასუხი: კანის სიმშრალე და ნახეთქები შეიძლება იყოს სიცივეზე და ქარზე რეაქცია, ატოპიური დერმატიტის ან დასაბან საშუალებებზე ალერგოდერმატიტის გამოვლინება. დიაგნოზის დასაზუსტებლად და მკურნალობის შესარჩევად მიმართეთ დერმატოლოგს.

კითხვა: პირის ღრუში მაქვს უსიამოვნო სუნი, ენაზე კი – მოყვითალო ნადები. კბილის ექიმმა და გასტროსკოპიამ დაადგინეს, რომ ყველაფერი წესრიგში მაქვს. კიდევ რა მიზეზი შეიძლება იწვევდეს ამ სიმპტომებს? 

პასუხი: გამოსაკვლევია ბაქტერია ჰელიკობაქტერ პილორის (Helikobaqter pylori) არსებობა თქვენს ორგანიზმში. ამ შემთხვევაში, შესაბამისი მკურნალობა უნდა ჩატარდეს. ასევე, არ არის გამორიცხული წვრილ ნაწლავში მიკროორგანიზმების ჭარბი ზრდის სინდრომი. 

კითხვა: რა შეიძლება იყოს ცხვირიდან სისხლდენის მიზეზი?

პასუხი: ცხვირიდან სისხლდენას შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე მიზეზი: ცხვირის ტრავმა, არტერიული ჰიპერტენზია, ჰემორაგიული დიათეზი, მწვავე ინფექციური დაავადებები, სისხლის დაავადებები, სიმსივნეები.

კითხვა: რა არის გოგირდის საცობი?

პასუხი: გოგირდის საცობი წარმოიქმნება გარეთა სასმენ მილში არსებული გოგირდის ჯირკვლების გაძლიერებული სეკრეციის შედეგად და შედგება გოგირდისა და ჩამოფცქვნილი ეპითელიუმისგან. სასმენი მილის სრული გადაკეტვისას, ის იწვევს სმენის დაქვეითებას, დაგუბების შეგრძნებას, ყურებში ხმაურს.

კითხვა: რა არის ფრონტიტი და როგორ ვუმკურნალოთ მას?

პასუხი: ფრონტიტი არის შუბლის წიაღების ანთება. შეიძლება იყოს მწვავე ან ქრონიკული, კატარალური ან ჩირქოვანი. ყველა შემთხვევაში, სასურველია, სამკურნალოდ მიმართოთ ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტს. სინუსიტის ეს ფორმა (ჰაიმორიტზე ხშირად) იძლევა გართულებებს თვალებზე (ორბიტალური) და თავის ტვინზე (მენინგიტი, ტვინის აბსცესი). ეს ძალიან სერიოზული გართულებებია.

კითხვა: მყავს 6 წლის შვილი. აქვს ჭიები. ვიცი, რომ სტაფილო ანტივირუსული და ძალიან სასარგებლო ბოსტნეულია. მინდა, რომ ყოველდღე მიიღოს უზმოზე წვენის სახით. შეიძლება თუ არა ყოველდღიურად და რა დოზით?  

პასუხი: სტაფილო ნამდვილად სასარგებლოა, მაგრამ ანტივირუსული თვისების არ არის და არც პარაზიტული ჭიების დამარცხებაში დაგეხმარებათ. აუცილებელია, პირველ ყოვლისა, ჭიების საწინააღმდეგო მკურნალობა ჩაუტაროთ, რათა მისმა ორგანიზმმა საკვების გზით მიღებული სასარგებლო ნივთიერებების მაქსიმალურად ათვისება შეძლოს.

კითხვა: თვალის ქუთუთოები ხშირად მისველდება, თითქოს მიცხიმიანდება, არ აქვს მნიშვნელობა მაკიაჟი მაქვს გაკეთებული თუ არა. რისი ბრალი შეიძლება იყოს?

პასუხი: შესაძლოა, ეს ბლეფარიტის (ქუთუთოების ანთება) ან კონიუნქტივიტის გამო ხდება. გირჩევთ, მიმართოთ ოფთალმოლოგს.

скачать dle 11.3