კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უნდა შესწიროს ადამიანმა ღმერთს საკუთარი ცხონებისთვის და როდის აქვს სინანულს ყველაზე დიდი ძალა

დღეს‚ ალბათ‚ ყველაზე მეტად უფლისადმი, ერთმანეთისადმი გულწრფელი სიყვარული გვაკლია. ასევე‚ სათანადოდ არ გაგვაჩნია სინანულის გრძნობა, რომელიც ამ სიყვარულს კიდევ უფრო მეტად დაგვანახვებს და საკუთარ თავს ხშირად არ დავაყენებთ სხვებზე მაღლა. აღდგომის მარხვა კი სწორედ ის დროა, როცა შეგვიძლია, ასეთ რამეებზე დავფიქრდეთ, გავიაზროთ და სულის ცხონებისკენ ნაბიჯები გადავდგათ.

მამა გიორგი (თევდორაშვილი) ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი: ის, რითაც ადამიანს მიეცემა სულის ცხონების საშუალება, არის ყველაზე დიდი მისალოცი. ჩვენ არ ვიცით‚ რა მოგველის მომავალში, დავასრულებთ თუ არა აღდგომის მარხვას, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიწყო. ამიტომ‚ ვისაც ჯერ არ დაუწყია მისი შენახვა, დაიწყოს დღესვე, რათა სულის ცხონების საშუალება მოგვეცეს. სულის ცხონების ყველაზე დიდი საშუალება‚ ეს არის წმიდა დიდმარხვის შენახვა. ადამიანების დიდი ნაწილი‚ ასე თუ ისე‚ მთელი წლის განმავლობაში ვზარმაცობთ, არ დავდივართ ეკლესიაში ან იშვიათად დავდივართ. წელიწადში 365 დღეა, 47 დღე კი მთელი წლის თითქმის მეათედია. ასე რომ‚ თუ შენ მთელი წლის განმავლობაში არ დადიხარ ეკლესიაში, არ მარხულობ, იქნება, ეს 47 დღე მაინც შესწირო ღმერთს შენი ცხონებისთვის. რუსები დიდმარხვას უწოდებენ „ველიკი პოსტ“. ეს ნიშნავს იმას, რომ განსაკუთრებულ მდგომარეობაში უნდა ჩავიყენოთ თავი და დავიმარხოთ, დავიცვათ ყველა ის სწავლება, ქადაგება, რაც დადგენილია ეკლესიის მამების მიერ და გადმოცემულია პატროლოგიების საშუალებით. დღეს ძალიან ბევრი მართლმადიდებელი ქრისტიანი მოჩვენებით მოდის ეკლესიაში; სინანულში ვარდება‚ დამწუხრებულ სახეს იღებს‚ როდესაც მიდის მოძღვართან, მაგრამ‚ რომ შეხედავ‚ ისეთი ადამიანია, მარხვა კი არ მოგინდება, საერთოდ გაიქცევი მისგან. არავინ არავის აძალებს მარხვის შენახვას, განსაკუთრებით მათ, ვინც მოჩვენებით აპირებს მარხულობას. სახარებაში წერია: ნუ მიჰბაძავთ ორგულებს, რომლებიც მოჩვენებითად მარხულობენ. ჩვენი შინაგანი მდგომარეობა უნდა იყოს შემდეგი სიტყვებით: „ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას და შემიწყალე მე“. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი წინაპარი ადამი და მისი ნეკნისგან შექმნილი ევა ღმერთმა ექსორიაჰყო სამოთხიდან. ამისთვის კი სამი მიზეზი არსებობდა.

– როგორია ეს მიზეზები?

– პირველი‚ ეს არის ადამზე გარეშე ძალების ზეგავლენა. მოგეხსენებათ, რომ დაცემა ხდება ჯერ ზეციურ სასუფეველში, საღვთო წიაღში და შემდეგ გრძელდება სამოთხეში. ზეცაში დაცემა კი ასე ხდება: ერთ-ერთი ანგელოზი, რომლის სახელი იყო „სათანაილი“ – მანათობელი ანგელოზი, აღარ ემორჩილება ღმერთს, მოინდომა ღმერთობა ღმერთის გარეშე, წარმოიდგინა... თვითდაჯერებულობაში ვარდება, აქედან გამომდინარე კი – ამპარტავნებაში. ღმერთი სამოთხეში იმიტომ კი არ ქმნის ადამიანებს, რომ დაცემული ანგელოზების ადგილი შეავსოს, არამედ, მას ქმნის სიყვარულით და აძლევს ერთადერთ მცნებას: ყველაფერი მიიღე, რაც შენ გარშემო არის, ერთადერთის გარდა – ეს არის ხე ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა.

– ღმერთმა ხომ წინასწარ იცის, რომ ადამიანი შეცდება, დაეცემა. მაშინ, რატომ აძლევს მას ამ მცნებას?

– ღმერთი არის აბსოლუტური სული, თავისუფლება, სიყვარული... მას არ უნდა, რომ მის მიერ შექმნილი ადამიანი იყოს ბიორობოტი, გაიზარდოს ისე, როგორც წიწილა ინკუბატორში. მას სურს, რომ ადამიანმა თავისი მოწოდების სიმაღლე კეთილი ნების გონივრული გამოყენებით დაამტკიცოს. ამიტომაც მისცა იმის საშუალება, რომ მასთან ყოფილიყო. მაგრამ‚ სამწუხაროდ‚ ადამიანი დაეცა, ეშმაკმა ზემოქმედება მოახდინა ევაზე, ევამ – ადამზე და ადამიანმა დააშავა, მან იხმია აკრძალული ნაყოფი. მაგრამ, ღმერთი არ არის უსამართლო, მას მაშინვე არ გამოუძევებია ადამიანი სამოთხიდან. მწუხრზე ღმერთმა დაუძახა ადამს: ადამ, სად ხარ? ანუ‚ რა მდგომარეობაში ხარო. ღმერთმა იცის‚ რა მდგომარეობაშია, მაგრამ, უნდა, რომ მის ხატებასა და მსგავსებაში გააღვიძოს სინანულის განცდა. ადამიანს რომ ეთქვა: აქ ვარ, დაცემული, შემცდარი, გაოგნებულიო, ღმერთი მაშინვე მიუტევებდა. მაგრამ, ადამი ყვედრის უფალს: შენ რომ დედაკაცი მომეცი, მან შემაცდინა და მომცა აკრძალული ხილიო‚ ანუ გარკვეული ნაყოფი – არ არის ნახსენები არც ვაშლი და არც სხვა ხილი. ამ შემთხვევაში იმავე უგუნურებას სჩადის ევა, რადგან‚ როდესაც მას ეკითხებიან: „რატომ ჩაიდინე ეს?“ ის გველს აბრალებს. ევას მაინც რომ მოენანიებინა თავისი დანაშაული, ღმერთი კაცთმოყვარეობით მიუტევებდა ორივეს. იგივე ხდება მათი შვილის – კაენის შემთხვევაში, როდესაც ის მოკლავს ძმას – აბელს. როდესაც ღმერთი ეკითხებდა კაენს: „სად არის შენი ძმა?“ ის თავხედურად პასუხობს: „მე არ ვარ ჩემი ძმის მცველი, რომ ვიცოდე‚ სად არის.“ მას რომ ეღიარებინა, შურის გამო როგორ მოკლა ძმა, მასაც შეუნდობდა უფალი. მაგრამ, ამ შემთხვევაში დაირღვა ორი ყველაზე მნიშვნელოვანი მცნება: გიყვარდეს მოყვასი შენი და გიყვარდეს უფალი შენი. აქედან დაიწყო ჩვენი ისტორია თავდაყირა, ადამიანი დაეცა საბოლოოდ. მაგრამ, ღმერთი კაცთმოყვარეა, ანუგეშა ადამიანი და აღუთქვა სამოთხეშივე ხსნა, რომ დედაკაცის თესლი, ანუ ღვთისმშობელი, მოავლინებდა მესიას. უფალი ამბობს: „გამოიძიეთ ღმერთი და ცხონდეს სული თქვენი“.

– როგორ უნდა გამოიძიოს ადამიანმა ღმერთი?

– ანუ, ბრმად კი არ უნდა მიიღოთ ღმერთი, უნდა გამოიძიოთ თქვენი რწმენა, მართლმადიდებლობა, სიღრმეში ჩადით და მოიპოვებთ სულის ცხონებას. სირღმეში რომ ჩავიდეთ, მაშინ, უნდა გავიგოთ‚ როგორ დავბრუნდეთ სამოთხეში. ბასილი დიდი ბრძანებს შესანიშნავად: „ადამიანი დაეცა მარხვის დარღვევით. დაიცავით მარხვა და დაბრუნდებით სამოთხეში.“ მარხვის დაცვა – ეს არის სამოთხეში დაბრუნების ერთადერთი საშუალება, მაგრამ, მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. დღეს ყველას შეუძლია მარხვის შენახვა‚ თუნდაც გაჭირვების გამო, მაგრამ, ეს უნდა მოხდეს გააზრებულად, სინანულით, მთელი თავისი დანიშნულებით. იმიტომაც ჰქვია „დიდი მარხვა,“ რომ მას შეუძლია ადამიანის ეკლესიაში დაბრუნება, ცხონება და, რაც მთავარია‚ არ უნდა იყოთ ფარისევლები და ორგულები. მარხვაში კი ყველაზე მთავარია, რომ თქვენში დაცხრეს მრისხანება, განკითხვა; გაეცით მოწყალება, სიყვარული აღდგეს თქვენში. სულითა და გულით ილოცეთ, წაიკითხეთ წმიდა წერილი: ძველი და ახალი აღთქმა; და, კიდევ – სინანული, რომელიც უნდა იყოს გულწრფელი. თუკი შენ ისე გარდაიცვლები, რომ ვერ მოასწრებ მოყვასისთვის შენდობის თქმას, ვერ ცხონდები. რამდენად არის ჩვენ შორის სიყვარული, ამის შესახებ, მინდა, ერთი იგავი მოგიყვეთ: ერთ კუნძულზე ცხოვრობდა ყველა გრძნობა და ყველა ჩვევა. ერთ დღესაც, ამ კუნძულმა დაიწყო ჩაძირვა და ყველამ დატოვა ის, სიყვარულის გარდა. სიყვარული იძირებოდა მასთან ერთად. ამ დროს გამოიარა განცხრომამ. განცხრომა – ეს ისეთი რამ არის‚ რაც ყველას გვიყვარს, მარხვა კი კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ ადამიანში განცხრომა არ იყოს. სიყვარული სთხოვს განცხრომას, რომ აიყვანოს ნავზე, მაგრამ, ის პასუხობს: ჩემს ნავზე იმდენი სიმდიდრე, კომფორტია, შენი ადგილი არ არის აქო. მეორე მდგომარეობა არის პატივმოყვარეობა, რომელიც‚ ასევე‚ გამოივლის და უარს ეტყვის სიყვარულს დახმარებაზე: არ შემიძლია‚ დაგეხმარო, რადგან, ძალიან სველი ხარ. ანუ‚ ამპარტავან ადამიანს არ სჭირდება სიყვარული, მარხვა, მოძღვარი. მესამეა მწუხარება – მასაც ევედრება სიყვარული დახმარებას. მაგრამ, მწუხარება პასუხობს: იმდენად დამწუხრებული ვარ, არ მაქვს შენი ადგილიო. როდესაც ადამიანს ვეუბნები: ვიცი, რომ მწუხარებაში ხართ, ვიცი, რომ ქმარი ციხეში გყავთ, შვილი გარდაგეცვალათ, მაგრამ, იქნებ, სიყვარული გქონდეთ, ილოცოთ. ისინი ამბობენ: ძალიან დაკავებული ვარ, 24 საათი საფლავზე დავდივარ, მწუხარე ვარ, არ მცალია ლოცვისთვის, მარხვისთვის, ჩაკეტილი ვარ ჩემს მწუხარებაშიო. ასეთი ადამიანები უზომო მწუხარებასა და ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან. მეოთხე მდგომარეობა – ეს არის ბედნიერება. სიყვარული მასაც ეხვეწება‚ აიყვანოს ნავზე, მაგრამ, ის პასუხობს: იმდენად ბედნიერი ვარ, შენ არ მჭირდები, არ მაქვს ადგილიო. ასეთი ადამიანი ბევრია, რომლებსაც‚ სამწუხაროდ‚ საკუთარი თავი ბედნიერი ჰგონიათ, არაფერი სჭირდებათ – არც სიყვარული, არც მარხვა; მათთვის ეს სარწმუნოება არის მასებისთვის. ყოველგვარი იმედი დაკარგა სიყვარულმა. ამ დროს გამოიარა ჭარმაგმა მოხუცმა, დაუძახა და აიყვანა ნავზე. სიყვარულმა ჰკითხა ცოდნას: ვინ იყო ეს ადამიანიო. ცოდნამ კი უპასუხა: ეს იყო დრო, რომელმაც იცის შენი ფასიო. ჩვენი სიყვარული უფლისადმი, მოყვასისადმი, ყოველთვის დროში უნდა გამოიცადოს, მას ვერ დააკლებს ვერაფერს ვერც მწუხარება, ვერც პატივმოყვარეობა, ვერც განცხრომა და ყველა ის უკეთური თვისება‚ რაც ჩვენში არსებობს.

скачать dle 11.3