კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი

გაბრიელ ეპისკოპოსი: სინდისი უხილავი მსაჯულია, რომელიც ყოველი კაცის გულში ზის და მას ან აქებს, ან აძაგებს რომელიმე საქციელის გამო. ვისაც სურს, უფრო ცხადად წარმოიდგინოს, რა არის სინდისი, უნდა გაიხსენოს, რა გამოუთქმელ სიტკბოებას და სიხარულს გრძნობდა რომელიმე კეთილი საქმის აღსრულების შემდეგ და როგორი სირცხვილის გრძნობა წვავდა შემდგომად ბოროტი საქმის ჩადენისა.

ათანასე ალექსანდრიელი: გამოცხადების ღმერთი – სიტყუაა... რამეთუ სიტყვამ ყოველგან განვრცობილმა, ღვთისმგმობელობით აღივსო ყოველივე ზენა და ქვენა სამყაროში, სიღრმესა თუ სივრცეში, ზენა სამყაროში – სულიერ ქმნილებათა შორის, ქვენა სამყაროში – თავისი ხორციელქმნითა და განკაცებით, სიღრმეში – ჯოჯოხეთად შთასვლით და მუნმყოფთა აღმოყვანით, სივრცეში კი – ამქვეყნად მოსვლითა და თავისი საზოგადო მხსნელი მსახურების აღსრულებით. მამა ყოველივეს ქმნის სიტყვით სულის მიერ, რამეთუ, სადაც არის სიტყვა, იქაა სულიც და ქმნადსაც სიტყვით სულისგან აქვს მიღებული არსებობის ძალა ძის მიერ.

ალექსი ბერი: დასაბამიდან იყო სიყვარული და ესე იყო ღმერთი, რომელმან წარმოშვა სიცოცხლე წმიდა და უბიწო. დიახ, „სიყვარული“ არსებით სპეტაკია, ყოვლად წმიდაა (იხილე შედარებით ჩვილთადმი სიყვარული) სატრფოა, ადამიანის თვისებათა შორის უაღმატებულესი მშვენიერება. მაგრამ ადამიანთა თავისუფლებაზეა დამოკიდებული მისი მიმდინარეობა. პირველიდანვე ამ თავისუფლების ავ-კარგის გამოუცდელმა ადამიანმა გახრწნა სიყვარულის წმიდა, უბიწო სიცოცხლე და შეუერთა პირუტყვულს. აქედან იწყება გადმოდინება. გახრწნილ სიყვარულსა და საპირუტყვო მდინარის შეერთებით რწყავს მსოფლიოს თითოეული ადამიანის ნებლობისდაგვარ.

წმიდა სილუანი: ზეციური შეიცნობა სულიწმიდით, მიწიერი კი – გონებით, მაგრამ, ვისაც უნდა შეიცნოს ღმერთი თავისი გონებით მეცნიერებისაგან, იგი ხიბლშია, იმიტომ, რომ ღმერთი შეიცნობა მხოლოდ სულიწმიდით. თუ შენ გონებით ხედავ ეშმაკებს, ჰყავ მორჩილება და ეცადე, არ დაინახო; სწრაფად მიდი მოძღვართან ან ბერთან, რომელიც შენ გხელმძღვანელობს. ყველაფერი მოუყევი სულიერ მამას და მაშინ უფალი შეგიწყალებს. გაგათავისუფლებს ხიბლისგან, ხოლო თუ გაიფიქრებ, რომ სულიერ ცხოვრებაში შენ მეტი იცი მოძღვარზე და არ ეტყვი მას აღსარებაზე, რაც შენში ხდება, მაშინ აუცილებლად დაშვებულ იქნება შენზე ხიბლი გამოსაფხიზლებლად.

ალექსანდრე შმემანი: მწუხარე ნათელი: მწუხარება დევნული, გაფლანგულ ცხოვრების გამო; ღვთისმყოფობისა და მისი მიტევების ნათელი, ღვთისადმი ხელახლა შობილი სიყვარულის ბედნიერება და მამისეულ ხიბლში დაბრუნების სიმშვიდე. ასეთია დიდმარხვის ღვთისმსახურების განწყობილება, ასეთია მისი პირველი შეხება ჩემს სულთან.

скачать dle 11.3