კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიახლეები

შეიხების პასუხი „უეფას“

 

ყატარის სამეფო ოჯახმა გადაწყვიტა კონკურენცია გაუწიოს ყველაზე ცნობილ და პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს – „ჩემპიონთა ლიგას” და ახალი ტურნირის ჩატარებას დაუდოს სათავე, რომელსაც „დრიმ ფუტბოლ ლიგ,” ანუ, „ოცნების ფეხბურთის ლიგა” დაერქმევა. „ჩემპიონთა ლიგისა” და „მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ალტერნატივად“ წოდებულ ლიგაში ყატარელი შეიხები მილიონობით დოლარის ინვესტირებას გეგმავენ. უკვე გაგზავნილია მოსაწვევები მსოფლიოს 24 წამყვან კლუბებში და მათი თანხმობის შემთხვევაში, ტურნირი ორ წელიწადში ერთხელ, ყატარსა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ტერიტორიაზე სტარტს 2015 წლიდან აიღებს. შეიხების აზრით, აღნიშნული ტურნირის ორგანიზება ბრწყინვალე რეპეტიცია იქნება 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც, როგორც ცნობილია ყატარში ჩატარდება.

 

გატუზო კარიერას ამთავრებს

 

მაფიოზური იმიჯით ცნობილი ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი, 35 წლის ჯენარო გატუზო, კარიერის დასრულებას ზაფხულში აპირებს. „მილანისა” და იტალიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ამჟამად შვეიცარიული „სიონის” ღირსებას იცავს და გუნდის მოთამაშე-მწვრთნელია. გატუზოს თქმით, ის იმდენად გაიტაცა მწვრთნელობამ, რომ, გადაწყვიტა, ბუცები ლურსმანზე დაკიდოს და ახალი პროფესიის შესწავლას უფრო მეტი დრო დაუთმოს. სხვადასხვა დროს გატუზო „პერუჯაში”, „რეინჯერსში”, „სალერნიტანაში”, ხოლო კარიერის დიდი ნაწილი „მილანში” თამაშობდა, 2006 წელს კი ის, „სკუადრა აძურასთან” ერთად, მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

 

რონალდუს „ფერარი” – აუქციონზე

 

პოპულარულ ინტერნეტ-აუქციონ „იბეიზე” გასაყიდად გაიტანენ კრიშტიანუ რონალდუს დამტვრეულ „ფერარის”, რომელიც ფეხბურთელმა ავტოავარიაში იმდენად დააზიანა, რომ მისი აღდგენა შეუძლებელი გახდა. უახლოეს მომავალში „იბეიზე” აღნიშნულ ავტომობილზე აუქციონი დაიწყება და, ფრანგული კომპანია „სტარ აუტო”, რომელმაც 33 ათას ევროდ შეიძინა რონალდუსგან ავტომობილის ძარა, 50 ათას ევროდ გაყიდვას ვარაუდობს, მაშინ, როცა სულ ახალი ამ მარკის ავტომობილის ფასი 250 ათასი ევროა. რონალდუ ცნობილია სპორტული ავტომობილების სიყვარულით; მის საკუთრებაშია: „აუდი R8,“ „ფერარი 599“ GTO და „ლამბორჯინი LP700-4.“

 

კერჟაკოვის მოპარული მილიონები

 

რუსეთის ნაკრებისა და სანკტ-პეტერბურგის „ზენიტის” ფორვარდს, ალექსანდრ კერჟაკოვს, საბანკო ანგარიშიდან 330 მილიონი რუბლი გაუქრა. ფეხბურთელს ანგარიში რამდენიმე დღის წინ დაცარიელებული დახვდა – მას გარკვეული ხარჯები უნდა დაეფარა და, აღმოჩნდა, რომ ანგარიში ცარიელი ჰქონდა. რუსმა სამართალდამცველებმა უკვე დაიწყეს გამოძიება და საქმე თაღლითობის მუხლით არის აღძრული. როგორც ჩანს, თაღლითებმა, ჯერჯერობით უცნობი გზით, კერჟაკოვის ანგარიში „გაზპრომბანკში” გატეხეს და გაურკვეველი მიმართულებით გააქრეს საკმაოდ სოლიდური თანხა.

 

დევიდ ჰეი კარიერის დასრულებაზე დაფიქრდა

 

 სკანდალებით განთქმული ბრიტანელი მოკრივე დევიდ ჰეი ვერ მოელაპარაკა ვიტალი კლიჩკოს ბრძოლის ჩატარებაზე და აქტიური სპორტიდან წასვლაზე ალაპარაკდა. მსოფლიოს ექსჩემპიონი მძიმე წონაში, დევიდ ჰეი, უახლოეს დღეებში გადაწყვეტს, წავა თუ არა სპორტიდან. ცნობილია, რომ დიდი ხანია, ჰეის სურვილი აქვს, შეხვდეს ვიტალი კლიჩკოს, თუმცა, ამ უკანასკნელის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, სხვა მოკრივეებთან შეხვედრის სურვილი კი ჰეის არ აქვს და, ამიტომაც, ის ხელთათმანების ლურსმანზე დაკიდების გადაწყვეტილებაზე ფიქრობს. შეგახსენებთ, რომ სკანდალისტი მოკრივე 2011 წელს ერთხელ უკვე წავიდა სპორტიდან, თუმცა, მალევე დაბრუნდა რინგზე და დერეკ ჩისორასთან ჩაატარა ბრძოლა.

 

3-კილოგრამიანი მონეტები ოლიმპიადისთვის

 

რუსეთის ფედერაციაში აქტიურად შეუდგნენ მზადებას 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადისთვის და სამახსოვრო მონეტების მოჭრა დაიწყეს. ოლიმპიადისთვის სულ 47 სახის სამახსოვრო და საინვესტიციო მონეტები მოიჭრება ოქროს, ვერცხლისა და ფერადი ლითონისგან. ახლახან გასაყიდად გამოვიდა 200 რუბლის ნომინალის ვერცხლის მონეტა, რომელიც 3 კილოგრამს იწონის. მონეტაზე სპორტული ობიექტები და სოჭის ღირსშესანიშნაობებია გამოსახული. ასევე, ახლახან მოიჭრა 10 ათასი რუბლის ნომინალის 1 კილოგრამი ოქროსგან ჩამოსხმული ორი სახის მონეტა, რომელთა სახელებია „პრომეთე” და „მაცესტა”. ნუმიზმატიკის მოყვარულთათვის კი კიდევ ერთი სიურპრიზი მზადდება: ახლო მომავალში 3 კილოგრამი ოქროსგან მოიჭრება 25 ათასი რუბლის ნომინალის მონეტა – „ოლიმპიური მოძრაობის ისტორია რუსეთში”. 

 

ჯოკოვიჩის სახალისო ფეხბურთი

 

ინდიანა-უელსის ცნობილი კორტები განთქმულია თავისი ბალახით, რომელზეც, ჩოგბურთის გარდა, ფეხბურთის თამაშიც კი არის დაშვებული, რისი მაგალითიც მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგანმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა დაგვანახვა. ფეხბურთის დიდი მოყვარული ჯოკოვიჩი ფეხბურთის ბურთით მსოფლიოს ქალთა რეიტინგის პირველი ნომრის – ვიქტორია აზარენკოს ბოიფრენდს, მუსიკოს სტეფან გორდის ეთამაშა. სპორტსმენმა და მუსიკოსმა წელზემოთ შიშვლებმა საკუთარი საფეხბურთო ოსტატობა გამოავლინეს და კორტზე შეკრებილი ქომაგები გაახალისეს. 

 

სექსუალური ლაისა

 

ლაისა ანდრიოლი ბრაზილიელი ფეხბურთელი ქალია, თუმცა, მსოფლიოს ყურადღება მან არასპორტული მიღწევებით, არამედ, თავისი სხეულით მიიპყრო. ლაისა პიკანტური ფოტოსესიების დიდი მოყვარულია და თამამად პოზირებს ფოტოკამერების წინაშე შიშველი. ცნობილია, რომ ახლო მომავალში ლაისა აქტიური სპორტული კარიერის დასრულებას აპირებს და, სურს, ძალები მოდელობაში მოსინჯოს. ბრაზილიაში გამოცემულმა ჟურნალმა „გლამურმა” უკვე გადაიღო ის გულახდილ ფოტოსესიაში, შემდეგ კი, რიგში, რა თქმა უნდა, „ფლეიბოია”, რომელთანაც ლაისამ უკვე გააფორმა წინასწარი შეთანხმება ცეცხლოვან ფოტოსესიაზე.

скачать dle 11.3