კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (58)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რას ნიშნავს იძულებით დადებული გარიგება და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ხელშეკრულების იძულებით გაფორმებას?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ გარიგების დადების მიზნით იმ პირის იძულება (კერძოდ, ძალადობა ან მუქარა), რომელმაც დადო გარიგება, ანიჭებს ამ პირს გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლებას მაშინაც, როცა იძულება მომდინარეობს მესამე პირისგან.

კითხვა:  მაინტერესებს, რაში შეიძლება გამოიხატოს გარიგების იძულებითი ხასიათი და ჩაითვალოს გარიგება იძულებით დადებულად?

პასუხი: გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი იძულება, რომელსაც, თავისი ხასიათით, შეუძლია, გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება. კონკრეტულად კი იძულების ხასიათის შეფასებისას, მხედველობაში მიიღება  პირთა ასაკი, სქესი და ცხოვრებისეული გარემოებანი. აღსანიშნავია, რომ იძულება გარიგების ბათილობის მოთხოვნის საფუძველია მაშინაც, როცა ის მიმართულია გარიგების ერთ-ერთი მხარის მეუღლის, ოჯახის სხვა წევრების ან ახლო ნათესავების წინააღმდეგ.

კითხვა:  შეიძლება თუ არა იძულებით დადებულად ჩაითვალოს  გარიგება, რომელიც კანონით დადგენილი წესით, კერძოდ კი, სანოტარო წესითაა დადებული?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ იძულებად არ ჩაითვლება ისეთი მოქმედებები, რომლებიც არ ხორციელდება არც მართლსაწინააღმდეგო მიზნით და არც მართლსაწინააღმდეგო საშუალებათა გამოყენებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საშუალება და მიზანი ერთმანეთს არ შეესაბამება. შესაბამისად, თუ გარიგების დადებისას საშუალება და მიზანი შეუსაბამოა, ეს გარემოება გარიგების ბათილობის საფუძველს წარმოადგენს.

კითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ, რა ვადაში შემიძლია, მოვითხოვო იძულებით დადებული გარიგების მოშლა?

პასუხი: გაცნობებთ, რომ იძულებით დადებული გარიგება შეიძლება სადავო გახდეს ერთი წლის განმავლობაში იძულების დამთავრების მომენტიდან.

კითხვა:  გთხოვთ, განმიმარტოთ როგორ და რა შემთხვევებში შეიძლება იურიდიულ პირს დაეკისროს სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა და ვინ ისჯება კონკრეტულად იურიდიული პირის მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის? 

პასუხი: განგიმარტავთ, რომ იურიდიულ პირზე ვრცელდება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ნორმები. იურიდიული პირი ნიშნავს სამეწარმეო (კომერციულ) ან არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს. იურიდიულ პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული იმ დანაშაულისთვის, რომელიც ჩადენილია იურიდიული პირის სახელით ან მისი მეშვეობით (გამოყენებით), ან/და მის სასარგებლოდ, პასუხისმგებელი პირის მიერ. პასუხისმგებელი პირი კი არის იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე, წარმომადგენლობაზე, მისი სახელით გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი, ან/და იურიდიული პირის სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ორგანოს წევრი.

კითხვა:  მაინტერესებს და გთხოვთ, განმიმარტოთ, როგორ გადაწყდება იურიდიული პირის პასუხისმგებლობის საკითხი, თუ ვერ დადგინდა, კონკრეტულად ვინ გამოიყენა, ვინ ისარგებლა იურიდიული პირის სახელით ისე, რომ დადგა იურიდიული პირის  პასუხისმგებლობის საკითხი. ვის დაეკისრება ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ იურიდიულ პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ შემთხვევაშიც, როდესაც დანაშაული ჩადენილია იურიდიული პირის სახელით ან მისი მეშვეობით (გამოყენებით), ან/და მის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, დადგენილია თუ არა დანაშაულის ჩამდენი ფიზიკური პირი. უფრო მეტიც, იურიდიულ პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ შემთხვევაშიც, თუ პასუხისმგებელი პირის მიერ ზედამხედველობისა და კონტროლის არაჯეროვნად განხორციელების გამო, შესაძლებელი გახდა იურიდიული პირის დაქვემდებარებაში მყოფი ფიზიკური პირის მიერ დანაშაულის ჩადენა იურიდიული პირის სასარგებლოდ.

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ ითვლება თუ არა პოლიტიკური პარტია იურიდიულ პირად და შესაძლებელია თუ არა, პოლიტიკურ პარტიას, დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა? 

პასუხი: განგიმარტავთ, რომ პარტია არის არასამეწარმეო იურიდიული პირი. მასზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ის დებულებები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონს. შესაბამისად, შესაძლებელია, პოლიტიკურ პარტიას, როგორც არაკომერციულ იურიდიულ პირს, დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი წესით. 

კითხვა: მაინტერესებს, არის თუ არა შესაძლებელი, სამართლებრივად საერთოდ აიკრძალოს  პოლიტიკური პარტიის საქმიანობა და თუ შესაძლებელია, რა შემთხვევაში?

პასუხი: გაცნობებთ, რომ პარტიის საქმიანობის აკრძალვა შეიძლება მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევებს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია, აკრძალოს პარტია, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა; ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან, რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება.

კითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ, სად ხდება პოლიტიკური პარტიის ოფიციალურად დარეგისტრირება?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ პარტიის რეგისტრაცია ხდება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

скачать dle 11.3