კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გამოჰყავს მიშა სააკაშვილის ხმას უხერხული სიტუაციებიდან ქართლოს ნატროშვილი და რა საერთო თვისებები აქვთ ნიკა კაკაბაძესა და პრემიერ-მინისტრს

პრეზიდენტის საუკეთესო პაროდისტი ქართლოს ნატროშვილი ინტერვიუზე ბიძინა ივანიშვილის პაროდისტზე – ნიკა კაკაბაძეზე რამდენიმე წუთით ადრე მოვიდა, თან – „დაცვით“. ქართლოსი მიშა სააკაშვილის ხმით ხუმრობდა – ჩემთან შეხვედრაზე მაინც დაიგვიანა პრემიერმაო. მოკლედ‚ ორივე საკმაოდ ხალისიანი და ნიჭიერია, რაც მთავარია‚ ჩვენს სტუდიაში მათი კოჰაბიტაციაც დაიწყო. 

ქართლოს ნატროშვილი: დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი და ახლა ვსწავლობ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში მაგისტრატურაში, პირველ კურსზე. მოკლედ‚ „კომედი შოუში“ მოულოდნელად მოვხვდი – ინტერნეტში ნახეს ჩემი ვიდეო, მოეწონათ და ამიყვანეს. 2005 წლიდან ვფლობ ამ ხმას და, როცა მეგობრების ქორწილში ვაკეთებდი პაროდიებს, ყოველთვის ვითხოვდი, ვიდეოს დამონტაჟებისას ჩემი მონაკვეთი ამოეღოთ, რადგან, მაშინ არ ვიყავი მომხრე იმის, რომ ინტერნეტში განთავსებულიყო. ბოლოს, რომ გადამიღეს, მთხოვეს – დავდებთ ინტერნეტშიო და მეც აღარ მითქვამს უარი.

– თქვენი მონაცემები კეთილად ან ბოროტად თუ გამოგიყენებიათ? 

ნიკა კაკაბაძე: ძირითადად, საქმეში ვიყენებ, მაგრამ, ამას წინათ დამჭირდა ქორწილში გამოყენება და მაინცდამაინც კმაყოფილი არ დავრჩენილვარ. უბრალოდ‚ უარი ვერ ვუთხარი და მივულოცე. 

ქართლოსი: ორჯერ-სამჯერ გავაკეთე ზარი პრეზიდენტის ხმით, მაგრამ, საქმე არ გამიფუჭებია. ისე, პრეზიდენტი როგორ ხასიათზეც არის, ისე იქცევა ხოლმე. როდესაც მას ვბაძავ‚ მთვრალი ვარ თუ ფხიზელი‚ სიტყვები თავისით მოდის, თან – ულევად. მიშას ხმა უფრო მეტ გამბედაობას მძენს. ახლა‚ ელჩებთან რომ დამსვათ, შეიძლება‚ გამარჯობაც ვერ ვუთხრა, მაგრამ, მიშას ხმაზე ორსაათიან მიმართვას ჩავუტარებ. ასეთ დროს უფრო მეტად გაბედული ვარ, ყველანაირი კომპლექსი მეხსნება. სადღაც თუ გავიჭედები, მაშინ „ის“ მოდის ხოლმე და ეგრევე გამოვდივარ სიტუაციიდან.

ნიკა: მე და პრემიერი ვგავართ ერთმანეთს ხასიათით – რაღაცეებს ვიჭერ ხოლმე: მის მსგავსად, გულღიად მიყვარს საუბარი, არაფერს არ ვმალავ, შემიძლია, ბუნებრივად ვისაუბრო. 

გუშინ მეტროში ჩავედი და ხურდა არ ჰქონდათ – ვერ დავახურდავე ფული. გვერდზე ვიღაც მედგა და იმან თქვა: ეს არის, ბიძინას პაროდიას რომ აკეთებსო და მერე აღმოაჩნდათ ხურდა. 

ქართლოსი: საზოგადოებას რომ ჰქონდა ჩახვეული: რატომ დაიგვიანა მიშამ ბიძინასთან შეხვედრაზეო, ხომ დაინახე‚ დღეს როგორ დაიგვიანა პრემიერმა შეხვედრაზე?! ასე რომ‚ დაგვიანება მოსულა (ამას პრეზიდენტის ხმით ამბობს,  – ავტორი). ჩვენს საზოგადოებაში უნდა ჩამოვაყალიბოთ აზრი იმის შესახებ, რომ პრეზიდენტსა და პრემიერს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ. ოქტომბრის შემდეგ სამჯერ შეხვდნენ, ჩვენ კი კვირაში სამჯერ ვხვდებით ერთმანეთს. 

– ქართლოს, ნიკა ამბობს, პრემიერ-მინისტრს ვგავარ ხასიათითო.

– კი, ჰგავს. მარტო ხმა არ არის მთავარი, რადგან‚ როდესაც მის პაროდიას აკეთებს, მისი ხასიათიც ზის სადღაც, უფრო ახლოს არის მასთან. თუმცა, შეიძლება‚ მისთვის მიშა იყოს შორს, ისევე‚ როგორც ჩემთვის – ბიძინა. 

ნიკა: ქართლოსი პრეზიდენტს ყველაფრით ჰგავს, მართლაც პროფესიონალურ დონეზე აქვს პაროდია გაკეთებული. საქართველოში ნომერ პირველი პაროდისტია, რომელიც პრეზიდენტის პაროდიას აკეთებს. მიხარია, რომ ასეთი პარტნიორი მყავს.

ქართლოსი: მინდა, ხაზგასმით ვთქვა: მე მჯერა იმის, რომ ნიკა ქართლოსს უსურვებს წარმატებას, მაგრამ, პრემიერი რომ პრეზიდენტს დღეს უსურვებდეს წარმატებას, ეს უკვე არის... არ ვიცი (პრეზიდენტის ხმით ამბობს, – ავტორი)... დღეს საქართველოში ყველაზე აქტუალური ეს ორი პიროვნებაა და დაობლებულად ჩავთვლიდი თავს, მხოლოდ მე რომ ვიყო და ნიკა – არა. წარმოიდგინე‚ კომედისივრცეში მარტო მე რომ ვიყო და არ მყავდეს ბიძინა... შეიძლება, ფონს გავსულიყავი, მაგრამ, ჩემი თითოეული სიტყვა, როდესაც წინ „პრემიერი“ მიდგას, საზოგადოებისთვის უფრო მეტად საყურადღებო და მოსაწონია. მოკლედ‚ ორივე ერთად რომ ვართ, კარგია. მაგრამ, სკეტჩებს რომ ვუყურებ‚ სულ ისეთი გრძნობა მეუფლება, რომ რაღაც დავაკელი ბიძინას. მაგრამ‚ ესეც რომ მპასუხობს, ძალიან კარგად ვიღებ და მომწონს. ძნელია‚ მიშას ხმაზე ილაპარაკო და თქვა, მე იქ წასვლა მეზარებაო, – არ გამოგივა. 2007 წლის 25 სექტემბერი იყო, სამეგრელოში ვიყავი და ბებიამ მითხრა, ყურძენი და ჩურჩხელა მინდაო. ბებიას ნელი ჰქვია, მაგრამ, მიშას ხმით, მოფერებით‚ „ნელი ფურტადოს“ ვეძახი და ძალიან უხარია. მამა ხომ მყავს კახეთიდან, ჰოდა, ისე შევყევი მიშას პაროდიას, იმ დღესვე წავედი კახეთში და მალევე დავბრუნდი სამეგრელოში. თან, ზუსტად იმ დროს მიშას ვენახში ჰქონდა ბრიფინგი და ეზოში არ შევსულვარ‚ ისე დავუძახე მიშას ხმაზე: გამოდი გარეთ, შენთან არის კახური ყურძენი-მეთქი. ჩემი ხმით რომ წავსულიყავი კახეთში, დამეზარებოდა, მიშას ხმით კი იმ დღესვე წავედი და დავბრუნდი. როცა ბანკში რიგია‚ შეიძლება‚ შემრცხვეს და ხმა არ ამოვიღო. თუ გახსოვთ, 2012 წლის 16 ივლისს მიშა ბათუმში „ლიბერთი ბანკში“ შევარდა – რატომ არის რიგებიო. ანალოგიურად‚ ზაფხულში მეც იგივე გავაკეთე და ბანკის მმართველი შეშინებული გამოვარდა. მიშას ხმით რომ ვლაპარაკობ, არ აქვს მნიშვნელობა‚ ერთი მისმენს თუ ათასი. ჩემს ხმაზე შეიძლება‚ ჩუმად ჩავილაპარაკო, მიშას ხმით ჩურჩული არ შემიძლია.

ნიკა: თუ იქნება ბანკში რიგები, მეც იმავეს გავაკეთებ და, წარმომიდგენია‚ როგორი სახე ექნებათ. ძირითადად აქცენტს მაინც „ქართუ ბანკზე“ გავაკეთებ. მე არ ვარ ქართლოსივით და მაინცდამაინც არ მიყვარს ბიძინას ხმით ლაპარაკი.

ქართლოსი: აპოლიტიკური ვარ მთლიანად. ცესკოში რომ გადაამოწმოთ‚ ქართლოს ნატროშვილი არც ერთ არჩევნებზე არ გამოცხადებულა. რომ ვნახე‚ 2 ოქტომბერს მიშამ როგორ მიულოცა „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება, სურვილი გამიჩნდა‚ მეც ანალოგიური გამეკეთებინა. 4 ოქტომბერს ჩემი ძმაკაცის ქორწილი იყო და იქ „ქართული ოცნების“ წევრები გამარჯვებას ზეიმობდნენ. მე მიკროფონთან დავდექი და ხმამაღლა მივულოცე გამარჯვება. ვინც ზურგით იჯდა‚ ჭამა შეწყვიტა – ეგონათ‚ მიშა დაადგათ თავზე... მივულოცე და მერე მისი ნაბიჯებით ჩამოვიარე და ყველას ჩამოვართვი ხელი. დიდი სურვილი მაქვს, პრეზიდენტი გავიცნო. სიტყვაც მაქვს მომზადებული – ვეტყვი, რატომ აკეთებ ჩემს პაროდიას-მეთქი, თან – მის ხმაზე. ბიძინას რომ შევხვდები‚ რასაც ნიკას ვეუბნები, იმას ვეტყვი მასაც. მე და ნიკას ერთი საერთო გვაქვს – „პრეზიდენტიც“ და „პრემიერიც“ ფანრიანი „ნოკიათი“ დავდივართ. 

ნიკა: ეს არის ჩვენი კოჰაბიტაცია.

ქართლოსი: ნიკას ნომერი ტელეფონში ასე მიწერია: „1 ოქტომბერი“, რომ ეს დღე სულ მახსოვდეს. 

– ნიკა, მახსოვს, ირაკლი ღარიბაშვილის პაროდიაზე მუშაობდი.

ნიკა: ჯერჯერობით გადავდე. მე უფრო სანდრო ცნობილაძის ხმაზე მიყვარს ლაპარაკი, თან, ფეხბურთის მოყვარული ვარ და, როცა მეგობრები ვთამაშობთ, მაშინ ვახმოვანებ ხოლმე. პრეზიდენტის გამოსვლას რომ ვუყურებ‚ ძირითადად‚ ექსპრომტად მოდის რაღაცეები, მაგალითად‚ როგორ მოიქცეოდა პრემიერი.

ქართლოსი: ზოგჯერ ბიძინას გამოსვლისთვის ბოლომდე მიყურებია, თან‚ მიშას ხმით ჩართვები გამიკეთებია. ზოგჯერ კი‚ დარწმუნებული ვარ‚ პრეზიდენტიც ასე მოიქცეოდა: არ მცალია ახლა ამას რომ ვუსმინო (პრეზიდენტის ხმით, – ავტორი) – და გამითიშავს პულტით ტელევიზორი. ნიკა თუ გააკეთებს სხვების პაროდიას, მე დიდი სიამოვნებით შევხვდები ბიძინას, ღარიბაშვილსაც, კბილაშვილსაც; მთლიანი „ოცნების“ სპექტრით თუ დამიპირისპირდება, მეც მზად ვარ. ისე მყავს პრეზიდენტი შესწავლილი, რომ ვუყურებ‚ უკვე ვიცი, როგორ ხასიათზეა.

ნიკა: მე ბიძინა ასეთ დონეზე არ მყავს შესწავლილი, მაგრამ, დაახლოებით ვხვდები ხოლმე, როგორ ხასიათზეა. უბრალოდ‚ ისეთი ადამიანია, რომ ძალიან რთულია‚ ზუსტად მიხვდე მის ემოციებს. თუმცა‚ როცა ემოციებში ვარდება, ეს მომენტი კარგად მაქვს დაჭერილი. 

ქართლოსი (პრეზიდენტის ხმით – ავტორი): აირჩიოს კაფე, ამის შემდეგ ფინჯან ყავაზე ეპატიჟება პრეზიდენტი ბიძინას.

ნიკა (პრემიერ-მინისტრის ხმით): როგორი ჭიქაა ფინჯანი? სიცრუის ჭიქაა თუ როგორია? – ჩაგეკითხები აქვე. 

„პრეზიდენტი“: ერთი რამე მინდა იცოდეთ – წამოსვლაშივე ეძებს პრობლემას. მაგრამ, მე ვთავაზობ... რომ არ შევთავაზო, რატომ არ შემომთავაზეო.

„პრემიერი“: ფული გაქვს, რომ გადაიხადო? ფული თუ გაქვს?

„პრეზიდენტი“: როგორმე გამოყოფს პრეზიდენტი ბიუჯეტს...

„პრემიერი“: თავიდანვე უნდა გადაიხადო, მერე მე რომ არ მომიწიოს გადახდა.

„პრეზიდენტი“: შუქზე ხომ დამეზოგა ფული, გადავიხდი... მე კიდევ მჭირდება ფანრიანი „ნოკია“ – სიბნელეში დავდივარ, შენ რაში გჭირდება?..

скачать dle 11.3