კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ მეგობრობს პრემიერის ოჯახთან ზურა აბაშიძის მეუღლე

ალბათ, ყალბად ნათქვამად არ ჩამეთვლება, რომ, დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ქართულ საზოგადოებაში  განსაკუთრებული სიმპათიით სარგებლობენ. მათ შორის სამგორის რაიონის მაჟორიტარი ზურაბ აბაშიძეც მოიაზრება. ზურა და მისი ამჟამინდელი მეუღლე, მშვენიერი თეონა ბენაშვილი, 2011 წელს, გაცნობიდან ძალიან მცირე ხანში დაქორწინდნენ და მაისის ბოლოს პატარასაც ელოდებიან. როგორც აღმოჩნდა, თეონა და ზურა ძალიან ჰგვანან ერთმანეთს ხასიათით. პოლიტიკოსის მეორე ნახევარი მშვიდი და სასიამოვნო მოსაუბრე აღმოჩნდა. 

– თეონა, როცა დაგიკავშირდით და ჩვენი ჟურნალისათვის ინტერვიუ გთხოვეთ, თავიდან ცოტა შორს დაიჭირეთ თავი – უარზე იყავით. რა არის ამის მიზეზი, მაინცდამაინც არ გიყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა?

– ეგეც არის, მაგრამ, უფრო მეტად, ერთი უსიამოვნო შემთხვევის შემდეგ არ მიყვარს პრესაში გამოჩენა – მცირე ხნის წინ ერთ-ერთ ჟურნალს ჩვეულებრივი ინტერვიუ მივეცი – აპოლიტიკური, სამოსსა და კოსმეტიკაზე მეკითხებოდნენ. მერე სადღაც დაიდო ინტერნეტში და ისეთი სულელური კომენტარები წავიკითხე, გული მეტკინა და განვიცადე. წერდნენ, რაში ხარჯავ ფულსო და კიდევ ნეგატიური რაღაცეები. არ მესმის, რამ გააბოროტა ეს ხალხი ასე, მით უმეტეს, ზედმეტად გამოჩენაც არ მიყვარს და ჩემზე ბევრი არაფერი იციან. საერთოდ, ინტერვიუებზე დიდად არ ვგიჟდები და არც ლაპარაკი მეხერხება. 

– პარლამენტი ქუთაისშია, მეუღლე – სულ გაქცევა-გამოქცევის რეჟიმში. რთული არ არის ასე? თანაც, მალე პატარას ელოდებით. 

– ძალიან რთულია, საშინელი და ხშირად ვწუწუნებ ხოლმე, მაგრამ, მეტი რა გზაა? მალე ასე აღარ იქნება – თბილისში გადმოიტანენ პარლამენტს. ძირითადად, პარასკევი, შაბათი და კვირა გვაქვს ერთმანეთთან ურთიერთობისთვის. არ გვაქვს დროის საკითხში ფუფუნება, თუმცა, ზოგჯერ სამუშაო კვირის დღეებშიც ახერხებს გვიან ჩამოსვლას. მაგრამ, მარტო ქუთაისი ხომ არ არის, ხშირად უწევს დელეგაციასთან ერთად უცხოეთში წასვლა, რა თქმა უნდა, უჩემოდ. ამიტომ, როცა სახლშია, ოჯახური იდილია გვაქვს: ზურას შვილები მოდიან ჩვენთან, ჩემი შვილიც, ერთად ვართ ხოლმე და დროს კარგად ვატარებთ – ტოლები არიან და კარგად გაუგეს ერთმანეთს. 

– ახლა რა დოზით ხართ ჩართული პოლიტიკაში?

– მეტ-ნაკლებად, ზურას გაცნობამდე საერთოდ ძალიან აპოლიტიკური ადამიანი ვიყავი. ახლა, ელემენტარულად, რა ხდებოდა ჩემს ქვეყანაში, ვიცოდი, თორემ, პოლიტიკოსებს არ ვიცნობდი და არც იმის აზრზე ვიყავი, ზურა ვინ იყო. მიტინგებზეც არასოდეს მივლია (იცინის). ჩემს ცხოვრებაში პირველად აქციაზე ვიყავი ციხის ამბებთან დაკავშირებით – სოლიდარობა გამოვუცხადე პატიმრებს. საერთოდ, არც ახლა მაინტერესებს პოლიტიკა. არც ყურადღების ცენტრში ყოფნა მიყვარს, უბრალოდ, როცა საჭიროა, ამას ვერ გავექცევი. პოპულარული რომ ვიყო, ამისთვის ნამდვილად არაფერს ვაკეთებ, მაგრამ, რომ გითხრა, მთლად ჩრდილში ვარ-მეთქი, არა. მოკლედ, პოპულისტი არ ვარ (იცინის).

– რა ხასიათზე დადგება ზურაბ აბაშიძე, ერთ დღეს მისმა ცოლმა პოლიტიკაში წასვლა რომ მოინდომოს?

–  ეგ გამორიცხულია და, არა მგონია, ასეთი დღე დადგეს. სასაცილოდ მეჩვენება ეგ კითხვა. ის კი არა, სახლში პოლიტიკაზეც არ ვსაუბრობთ, ისედაც ცოტა დრო გვაქვს და ერთი-ორი კითხვით შემოვიფარგლები ხოლმე, დებატებს არ ვმართავთ ნამდვილად. სამაგიეროდ, მუდმივად ვუყურებ მის საჯარო გამოსვლებს. უფრო მომწონს, როცა მშვიდად და გაწონასწორებულად გამოდის; როცა დებატების ფორმატია, ძალიან ვღელავ, თუმცა, ვცდილობ, არ შევიმჩნიო. მერე აზრსაც მეკითხება ხოლმე და მეც რჩევებს ვაძლევ. თუმცა წყობიდან გამოსული ზურა თითქმის არ მახსოვს.  ეთერი რომ მთავრდება, ვურეკავ და მეკითხება ხოლმე აზრს, ან, როცა სახლში მოდის, მაშინ განვიხილავთ.

– ანუ, კონფლიქტი არ გაქვთ რაღაც თემებზე?

– არის ხოლმე პატარ-პატარა კამათი, თუმცა, კონფლიქტი საერთოდ არ გვაქვს, სკანდალები და ჩხუბი არ გვქონია (იცინის). გაბუტულებიც დიდხანს არ ვართ ხოლმე – არ დგას ისე საკითხი, რომ ველოდოთ, რომელი გადმოდგამს ნაბიჯს. გაბუტულ მდგომარეობაში დიდხანს ხმის გაუცემლად ყოფნა არ შემიძლია, ამიტომ, თავისთავად, ბუნებრივად ხდება შერიგება. 

– ორსულობის პერიოდში ქალებს ხშირად ეცვლებათ ხასიათი – ჭირვეულები ხდებიან, მგრძნობიარეები. თქვენ როგორ ხართ ამ მხრივ?

– განსაკუთრებულს არაფერს ვითხოვ. ბავშვს მაისის ბოლოს ველოდები, ჯერჯერობით კი მივდივარ ასე მშვიდად. ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რომ ცოტა რაღაცეები მოვითხოვო, ვიჭირვეულო, ეს დრო მაქსიმალურად გამოვიყენო (იცინის). 

– პროფესიით პედიატრი ხართ. რატომ არ მუშაობთ ამ სფეროში?

– სამედიცინო უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, იმ პერიოდში რაღაც პირადი პრობლემები მქონდა – დედა გარდამეცვალა. არ მინდა, მიჭირს ამ თემაზე საუბარი. რეზიდენტურაში უნდა გამეგრძელებინა სწავლა და ვეღარ გავაგრძელე. სასწრაფოდ რამე სიახლე მჭირდებოდა, რომ იმაზე გადავრთულიყავი და უცებ გამოჩნდა სამსახური „მაგთიში”, რომელიც ძალიან დამეხმარა ამ ტრაგედიის გადატანაში. უკვე ხუთი წელია, იქ ვმუშაობ, თუმცა, სამომავლოდ აუცილებლად მინდა, სწავლაც გავაგრძელო და ჩემი  პროფესიითაც ვიმუშაო.

– როგორი ადამიანია ზურაბ აბაშიძე?

–  მშვიდია და ძალიან თბილი, რასაც ძალიან ვაფასებ. ისეც არ არის, რომ სულ სიმშვიდე იყოს – ეს ძალიან მოსაბეზრებელია, მით უმეტეს, ზურას ბავშვები ჩვენთან ატარებენ შაბათ-კვირას და ნამდვილად ვერ იქნება სიწყნარე, მხიარული ოჯახი ვართ (იცინის). სკანდალისა და წივილ-კივილის ხმა არ გამოდის ჩვენი სახლიდან. თუ ზურა დაღლილია, გაღიზიანებული და ქუთაისიდან ახალი ჩამოსულია, ვცდილობ, ხელი შევუწყო ყველანაირად. 

– როგორ გაიცანით თქვენ და ზურამ ერთმანეთი?

– ერთმანეთი საერთო მეგობრების წრეში გავიცანით 2011 წლის ზაფხულში. წარმოდგენა არ მქონდა, ვინ იყო, სახელი და გვარიც არ მქონდა გაგებული. იმდენად არ მაინტერესებდა პოლიტიკა, ტელევიზორსაც არ ვუყურებდი. საღამოს გვიან მოვდიოდი სამსახურიდან და იმ დროსაც ბავშვს ვუთმობდი. გავიცანით და მორჩა – ბევრ საინტერესო თემაზე ვისაუბრეთ და ძალიან დადებითად განვეწყვეთ ერთმანეთის მიმართ, თუმცა, გრძნობა რასაც ჰქვია,  იმ დღეს ნამდვილად არ წამოსულა. უბრალოდ, როგორც ახალგაცნობილს, ყურადღება მივაქციე. მერე აგვისტო დაემთხვა და მეც დასასვენებლად წავედი, ზურასაც ბავშვები ჰყავდა წაყვანილი. სატელეფონო კონტაქტი გვქონდა, მაგრამ, სერიოზული არაფერი. დამირეკა და მითხრა, სადმე ხომ არ გავიდეთო – თავიდანვე ძალიან აქტიურობდა, თუმცა მე ცოტა დისტანციას ვიჭერდი – მეორეჯერ ნაბიჯის გადადგმა ყოველთვის რთულია, უარი ვუთხარი, არა, არ მცალია-მეთქი. მერე ორი თვე საერთოდ აღარ დაურეკავს – ეტყობა, ფიქრისთვის დრო მომცა (იცინის). სექტემბრის შუა რიცხვებიდან კი ძალიან სწრაფად განვითარდა ჩვენი ურთიერთობა და რამდენიმე თვეში დავქორწინდით. ეს ზურას ძალიან დიდი დამსახურებაა, ძალიან მალე მაგრძნობინა, რომ ჩემ გვერდით ძლიერი, თბილი და ყურადღებიანი მამაკაცი იდგა. საერთოდ, უცებ არ ვიღებ გადაწყვეტილებებს, დიდხანს მჭირდება ფიქრი, მაგრამ, ზურა იმდენად დარწმუნებული იყო, შეძლო, მეც დავერწმუნებინე. ყველაფერი ზომიერად განვითარდა – გიჟივით საჩუქრების მოყრა არ ყოფილა, მაგრამ, ძალიან კარგი იყო. ორ თვეში იმდენად კარგად გავიცანი, რომ გადავდგი ეს ნაბიჯი. სხვათა შორის, ზურასთვის, არასდროს შემიხედავს როგორც პოლიტიკოსისთვის.

– ხელი როგორ გთხოვათ?

– ერთ საღამოს ერთად ვისხედით და მითხრა, მიყვარხარო. ცოტა მოულოდნელი იყო, ასე მალე რომ გამომიტყდა სიყვარულში. მაშინვე არ დავთანხმებულვარ, ერთ კვირაში ვუთხარი პასუხი. მერე მამაჩემის გასაცნობადაც ავიდა. ძალიან ვღელავდი...

– ბავშვმა როგორ მიიღო თქვენი მეორე ქორწინება?

– მარტო ზურა არ გამიცვნია ჩემი შვილისთვის, ბავშვებთან ერთად გავაცანი. სანამ დავქორწინდებოდით, მანამდე ერთად ვსეირნობდით. ბავშვები დაახლოებით ერთი ასაკის არიან. ჩემს შვილს კარგი ურთიერთობა აქვს ზურასთან, ერთი სული აქვს ხოლმე, შაბათ-კვირა როდის მოვა, ძალიან დადებითად არის განწყობილი. 

– უცხოეთში თუ ახერხებთ ერთად სიარულს? 

– იშვიათად. პარიზში გვქონდა თაფლობის თვე, სადაც სიამოვნებით ვიცხოვრებდი, ოღონდ, სამუდამოდ არა. შეყვარებულების ქალაქია, ლამაზი და მყუდრო. შოპინგზე გადარეული არ ვარ, რომ მაშინვე ვტაკებოდი მაღაზიებს, სხვა რაღაცეებიც ვნახე. ამას წინათ ერთად ვიყავით დუბაიში და სულ ბავშვების ჭკუაზე დავდიოდით. ზურა რომ მიდის უცხოეთში, საჩუქრები ჩამოაქვს ხშირად, სუნამოები. არასდროს დამიწუნებია მისთვის საჩუქარი – ემთხვევა ჩვენი გემოვნება.

– თქვენი აზრით, ზურას ჩაცმის რომელი სტილი უფრო უხდება? 

– მე მიყვარს, როცა ჯინსი და მაისური აცვია. კვირაში ხუთი დღე შარვალ-კოსტიუმშია გამოწყობილი და მობეზრებული აქვს საშინლად, სპორტული სამოსი ძალიან უხდება. 

– პოლიტიკოსების მეუღლეებთან თუ მეგობრობთ?

– დიდად არა, ასაკობრივი სხვაობაც დიდია, ჩემი ტოლი არავინ არის. მხოლოდ ქმრებთან ერთად თუ  ვხვდებით, ისე – არა. პრემიერის ოჯახთან არანაირი შეხება არ გვაქვს. 

скачать dle 11.3