კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მალავდა საგულდაგულოდ ორსულობას ნუცა შანშიაშვილი და რის მერე დაიწყო ლოცვა ნიუ-იორკში მცხოვრებმა მამაომ მის დედობაზე

ნუცა შანშიაშვილის დედობამ მთელი საქართველო შოკში ჩააგდო. უკვე წლებია, ის ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს თავის მეუღლესთან ერთად. მისი ცხოვრების ყველა სიახლეს აქტიურად აშუქებს პრესა. თუმცა, ორსულობა მან საიდუმლოდ შეინახა და პატარა ნიკოლასის სახით სიურპრიზი გაგვიკეთა. ყოველთვის ამბობდა, რომ ბედნიერია, მაგრამ არასდროს უთქვამს და თავს არიდებდა იმაზე ლაპარაკს, რომ მთავარი ბედნიერება, მისთვის დედობა იქნებოდა. ახლა ამას აღიარებს, უბედნიერესი ადამიანია – მის გვერდით მისი შვილია, რომელსაც წლებია, ელოდა და თავადაც, სრულიად შემთხვევით გაიგო მისი ამქვეყნად მოვლენის შესახებ. ჟურნალი „თბილისელები” ულოცავს ნუცას და თეიმურაზს ვაჟკაცის დაბადებას, ჯანმრთელობასა და ულევ ბედნიერებას უსურვებს!

– ნუცა, გილოცავ ნანატრი ვაჟკაცის დაბადებას! სიმართლე გითხრა, ცოტა გაოცებული ვარ, როგორ მოახერხე, მთელი ცხრა თვე, ასეთი სასიამოვნო ამბის საიდუმლოდ შენახვა. რა დაარქვი პატარას? 

– დიდი მადლობა მოლოცვისთვის. თქვენ წარმოიდგინეთ, თავადაც გაოცებული და შოკირებული ვარ, როცა ნიკოლასს ვუყურებ. ისეთი პაწაწუნა, საყვარელი და ვაჟკაცური ტიპია, ნამდვილად ღმერთის საჩუქარია. ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. ჯერ ბოლომდე ვერ ვაცნობიერებ, რა მოხდა ჩემს თავს. ნიკოლასი ძალიან აქტიური და მოძრავი ბავშვია. იმედია, ნიჭიერი იქნება და ხელოვნება ეყვარება. ეს კოჭებში უკვე ეტყობა (იცინის). ჯერ ვერ ვხვდები, ვის ჰგავს – მე თუ მამამისს. 3,200 კილოგრამი  დაიბადა, სიმაღლეში – 52 სანტიმეტრი. რამდენიმე დღისაა, მაგრამ ძალიან მოძრავი და აქტიურია. ღამეებს გვათენებინებს და მის ჭკუაზე დავყავართ უკვე. ნიკოლასი ამერიკის პატარა მოქალაქეა. ამიტომ, მე და მამამისმა გადავწყვიტეთ და დაბადების მოწმობაში ჩავწერეთ: „ნიკოლას ტაგი”. თემური ტაგიევია გვარად, შევამოკლეთ და ასე გავაფორმეთ. 

– მარტო უვლი ბავშვს თუ ძიძა გეხმარება?

– სულ რამდენიმე დღეა, რაც კლინიკიდან გამოგვწერეს და მე და თემური, ჩემი მეუღლე ვუვლით ბავშვს. თემური გიჟდება ბავშვებზე, თავის შვილზე კი ჭკუა ეკეტება. ისე უვლის, ხანდახან მგონია, დედა თემურია, მე კი – მამა (იცინის). დედაჩემის ჩამოსვლას დაველოდებით და მერე ძიძას ავიყვანთ. გასტროლებზე რომ მომიწევს წასვლა და ნიკოლას დატოვება, უკვე ვნერვიულობ. სხვათა შორის, დედაჩემმაც არ იცოდა ჩემი ფეხმძიმობის ამბავი. რომ დამირეკა და ვუთხარი, მუცელი მტკივა, მგონი, მშობიარობა მეწყება-მეთქი, გადაირია ქალი. რაებს ამბობ, რა შვილი, რისი ორსულობაო (იცინის). მე და ნიკოლამ ბებო ფაქტის წინაშე დავაყენეთ და ახლაც ვერ გამოდის შოკიდან. თემურიც დედისერთაა და მეც. ნიკოლა პირველი შვილიშვილია და ხომ წარმოგიდგენიათ, სვეტა და მზია რა დღეში იქნებიან. ეს ბავშვი, დამიჯერეთ, ნამდვილი ღვთის საჩუქარია, მისგან ბოძებული. მე და ჩემმა ქმარმა ერთობლივად შევურჩიეთ სახელი. ამერიკაში ნიკოლასი იქნება, საქართველოში – ნიკოლოზი, კიევში კი – კოლია (იცინის). ასეთი „გარდამავალი” სახელი აქვს. ჩემმა დედამთილმა მითხრა, სიურპრიზს გიმზადებ, ასეთი კარგი ბიჭო რომ მაჩუქეო. ჯერ არ ვიცი, რას მაჩუქებს, მაგრამ ვიცი, რაც არ უნდა იყოს, ძალიან გამიხარდება. ახლა რომ გელაპარაკებით, უნდა ნახოთ, რა დღეშია ნიკოლა – იქნევს ხელ-ფეხს და არის ერთ ამბავში. არ უყვარს ბუნებრივად კვება, ხელოვნური ურჩევნია. მე კიდევ ვაძალებ და გვაქვს ხელჩართული ბრძოლა ყოველ ჭამაზე. მამაჩემს ჯემალი ერქვა და ვხუმრობ ხოლმე, ეს ბავშვი ნიკოლასი კი არა, ნამდვილი ჯემალ-ხანია-მეთქი. თან, უნდა ნახოთ, წარბს რომ სწევს მაღლა და ისე „იბღვირება” (იცინის). პაწუკაა, საყვარელი. ზოდიაქოთი „თევზებია”. ოჯახში ჰაერის, მიწისა და ცეცხლის სტიქიის ნიშნები ვართ, მინდოდა, ერთი წყლის ნიშანიც ყოფილიყო. სულ ოცნებად მქონდა, ბავშვი თუ გაჩნდებოდა, წყლის სტიქია ყოფილიყო.  ეს ოცნებაც, დედობასთან ერთად, ამიხდა. ძალიან შეიცვალა ჩემი ცხოვრება. წამით რომ ვერ ვხედავ, უკვე მენატრება. ამ პატარასთვის ღირდა ამდენი ხნის ლოდინი. მეუბნებიან, ახლა არ გაჩერდე და გოგონებიც მიაყოლეო. მე მინდა, თუმცა, ესეც ღმერთის ნებაა.

– ნუცა, რატომ მალავდი საგულდაგულოდ ორსულობას? არ მითხრა ახლა, ცრურწმენების მჯერაო.

– ცრურწმენა არაფერ შუაშია. არ ვმალავდი, უბრალოდ, თავადაც გვიან გავიგე. უკვე ოთხი თვის ვიყავი, როცა ექიმთან მივედი და გაეცინა: გამარჯობა, თქვენ ოთხი თვის ორსული ხართო. ენა ჩამივარდა, ნამდვილი შოკი იყო. სახლში რომ მოვედი, შიშმა ამიტანა. ვერ მივხვდი, რა უნდა მექნა. ვლოცულობდი და ღმერთს ვეხვეწებოდი, დამანახვე გზა, რა ვქნა, როგორ მოვიქცე-მეთქი. ექიმთან არც მივიდოდი, უბრალოდ, იმიტომ მივედი, რომ შესიება დამეწყო და გული მიხდებოდა ცუდად.  უცნაურად კი ვგრძნობდი თავს, გულიც მიჩქარდებოდა, მაგრამ ამას ზაფხულის სიცხეს და ნიუ-იორკის კლიმატს ვაბრალებდი. რას წარმოვიდგენდი, თუ 42 წლის ასაკში, ამდენი წარუმატებელი ცდის შემდეგ, ყოველგვარი სამედიცინო ჩარევის გარეშე, გავხდებოდი დედა.  არ დაგიმალავთ, მანამდე ბევრი ვეცადე, ხელოვნური განაყოფიერებაც მინდოდა გამეკეთებინა, მაგრამ ექიმები მარწმუნებდნენ, ყველაფერი მწყობრში გაქვს და აუცილებლად გახდები დედაო. ხან რა ვცადე, ხან რა, არაფერი გამოდიოდა. ამ ლოდინში უამრავი წელი გავიდა. ორსულობის დროს, ექიმად ავიყვანე ნიუ-იორკში ყველაზე ცნობილი ჩინელი ექიმი ალექს ვეი. მისი რეკომენდაციით ვვარჯიშობდი იოგაში, დამილაგა ყველაფერი, დამაწყნარა და ბოლოს მანჰეტენზე, კლინიკაში ისე მამშობიარა, არაფერი გამიგია. რაც შეეხება დამალვას, ემოციების შემოტევებს მოვერიდე. ზუსტად ვიცოდი, რომ გაიგებდნენ, დაიწყებდნენ რეკვებს, ათასგვარ კითხვას დამისვამდნენ. მერჩივნა, არ მეთქვა და მშვიდად ვყოფილიყავი. ვმუშაობდი დისკებზე, გამოვდიოდი კონცერტებზე, დედაჩემი თუ „სკაიპში” დამირეკავდა, წელს ზევით ვეჩვენებოდი და რას წარმოიდგენდა, თუ ბებიობისთვის ვამზადებდი (იცინის). 14 მარტს, საღამოს ცხრა საათზე, წამოვლითი ტკივილები რომ დამეწყო, მზიამ დამირეკა თბილისიდან, როგორ ხარო. ვუთხარი, დედა, არ მცალია, მგონი, მშობიარობა მეწყება და კლინიკაში გავრბივარ, მერე გადმომირეკე-მეთქი. გაოგნებული დავტოვე (იცინის). 

– მშობიარობა ბუნებრივი გქონდა თუ საკეისრო კვეთა ჩატარდა?

– საკეისრო კვეთა ჩამიტარდა. სასაცილო იცით, რა იყო? ექიმი მყავდა ჩინელი, ხოლო ნარკოზს მიკეთებდნენ კორეელი, ესპანელი და მალაიზიელი ქალები. პალატაში რომ გაგვწერეს, გავიხედე შემოვიდა, ვიღაც ქერა, „კურნოსა“ მამაკაცი. ჩემს ქმარს ვუთხარი, ეს „ასიანი” რუსი იქნება-მეთქი. უცებ ტიპმა ქართულად არ დაიწყო: გამარჯობა ნუცა, როგორ ხარო. ეს მეორე შოკი იყო. თურმე, ეს კაცი ქართველი, მთავარი ექიმია – გრიგოლ ადეიშვილი, რომელიც იმ კლინიკაში მუშაობს. ისიც დაესწრო ჩემს მშობიარობას. ამბობდა, ნამდვილი  „იღბალა” ხარ, 42 წლის ასაკში, პირველი, ასე უპრობლემო ორსულობა და მშობიარობა იშვიათიაო.

– მეუღლე თუ ესწრებოდა მშობიარობას და რა რეაქცია ჰქონდა ბავშვის დანახვისას?

– დიახ, დაესწრო. მე კი ნარკოზში ვიყავი, მაგრამ თვალი რომ გავახილე, ბავშვი ეჭირა ხელში და ისე ტიროდა, ექიმები ვერ აჩერებდნენ. ვუყვიროდი: რა არის, მარცხვენ, დამდგარხარ ამხელა მოზვერი კაცი და ტირიხარ-მეთქი (იცინის). შავკანიან ბებიაქალებს კი მუსიკა ჰქონდათ ჩართული და ცეკვავდნენ. ნამდვილი ზეიმი მომიწყვეს. ნარკოზში კი ვიყავი, მაგრამ ბავშვის პირველი ყვირილი გავიგე. ეს ხმა არასდროს დამავიწყდება. სასწაული, იცით, რა იყო? ზუსტად ცხრა თვის წინ, ნიუ-იორკში კონცერტი მქონდა, სადაც ჩემი მამაო იყო მოსული. მითხრა, ძალიან მიყვარხარ და თუ რაიმე გაქვს ოცნება, მითხარი და მე ვილოცებ, რომ აგიხდესო. არასდროს, არავისთვის მითქვამს, შვილი მინდა-მეთქი და იმ წუთას ვუთხარი: მამაო, ძალიან მინდა შვილი-მეთქი. ერთ კვირაში მოვიდა ჩემთან და მომიტანა ღვთისმშობლის ხატი. მითხრა, ამ ხატთან დავიწყე ლოცვა. ისრაელშიც დავრეკე მამაოებთან და მათაც ვთხოვე, ელოცათ იმისთვის, რომ შენ დედა გახდე. ეს ლოცვა ზეცაში მიღებულია და აუცილებლად გეყოლება შვილიო. ასეც მოხდა და სასწაული სახეზეა. 

 

скачать dle 11.3