კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის არ აპატიებს ცხრა წლის დეპრესიას ეკა კვალიაშვილი და რის გამო მოუწია მას სამშობლოს დატოვება გარკვეული დროით

ერთი შეხედვით, მომღერალი ეკა კვალიაშვილი საკმაოდ ცივი ბუნების ადამიანი ჩანს, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არ არის. მის გვერდით არ მოიწყენ, საკმაოდ გულახდილი რესპონდენტია და, არ მალავს, რომ მისი პირდაპირობა ბევრს არ მოსწონდა. თუ რატომ იბლოკებოდა ის მთელი ცხრა წლის განმავლობაში, რის გამო მიატოვა უცხოეთში კარიერა და რა სამომავლო გეგმები აქვს სამშობლოში, ამაზე თავად ეკა გვესაუბრება.

ეკა კვალიაშვილი: მიმაჩნია, რომ ძალიან იღბლიანი ვარ, რადგან, ის პერიოდები, რაც მე გამოვიარე, იღბლიანი რომ არ ვყოფილიყავი, ვერ „გავქაჩავდი” (იცინის). ბუნებით ძლიერი ვარ და ღმერთის წყალობით, ნელ-ნელა, მაგრამ მაინც ვაღწევ იმას, რასაც ჩავიფიქრებ. ცხოვრებისგან საკმაოზე მეტი დარტყმა მივიღე, მაგრამ დღეს ბედნიერი ვარ. არ ვემორჩილები წარუმატებლობას და დაღმავალ პერიოდებს, ვიბრძვი. ღმერთის წყალობით, დღემდე ასე მოვედი.

– ხშირად ამბობ, რომ ეკა კვალიაშვილს „ბლოკავდნენ” და არ აძლევდნენ იმის საშუალებას, თავისი სათქმელი სიმღერით ეთქვა.

– დიახ, ასეა. მთელი ცხრა წელი არსად ვჩანდი, „დაბლოკილი” ვიყავი, ახლა კი სამ პროექტზე ერთდროულად ვმუშაობ და სულ მალე იხილავს ეს პროექტები დღის სინათლეს. ამის მერე, ვინმე მეტყვის, რომ ვიღაც-ვიღაცეების გამო არ „ვიბლოკებოდი”? ის, უმოძრაობის პერიოდი დასრულდა და მომავალში, მე ბევრი გეგმა მაქვს.

– საკმაოდ პირდაპირი ხარ და ბევრს ეს არ მოსწონდა. შენ როგორ მიგაჩნია?

– დიახ, პირდაპირი ვარ და ამას არც ვმალავ. არ მესმის, პირდაპირობა ცუდია? ჩემთვის მიუღებელია არაჯანსაღი, ამბიციური ადამიანები და თუ შემეხებიან, პირდაპირ ვეტყვი, რაც სათქმელი მაქვს, ზურგს უკან ჭორაობას არ დავიწყებ. მე, საქმეს არავის ვურჩევ, უბრალოდ, ჩემი მართალი პირდაპირობით ვაღიზიანებ ვიღაც-ვიღაცეებს. მე, ჩემს საქმეს ვაკეთებ, არავის საქმეში არ ვყოფ ცხვირს, არავისი მშურს და არც ბოღმა ადამიანი ვარ. 

– სულ რამდენიმე თვეა, რაც საქართველოში დაბრუნდი. საერთოდ, რატომ გადაწყვიტე უცხოეთში ცხოვრება და მართალია, რომ საკმაოდ გავლენიანი პირის თხოვნით დაბრუნდი?

– მე ვერ ვძლებ საქართველოდან შორს ვერსად. მირჩევნია, ჩემს ქვეყანაში ვაკეთო ჩემი საქმე – დროებით, კი ბატონო. უცხოეთში ბევრი მეგობარიც მყავს და არც ცუდად ვგრძნობ თავს, მაგრამ, ექვსი თვის მერე, ვეღარ ვჩერდები და აქეთ მოვრბივარ. მართლა დედოფალივით ვცხოვრობდი მოსკოვში, ლონდონშიც არაჩვეულებრივად მიმიღეს და სამუშაოც მაღალანაზღაურებადი მქონდა, მაგრამ მაინც დავბრუნდი. ეს, ვიღაცის თხოვნის გამო კი არა, ჩემი სურვილით მოხდა. მივხვდი, ახლა აღარავინ შემიშლის ხელს ვიმღერო და ვიმუშაო იმ ხალხისთვის, ვისაც ჩემი სიმღერა უყვარს და ენატრება. რომ მეკითხებით, რატომ წახვედიო, წარმოიდგინეთ, არც კონცერტებზე მიწვევდნენ, არც რაიმე შემოთავაზება მქონდა. ჩემი ორგანიზატორობითაც არ ჩამატარებინეს კონცერტი, სრულ კრიზისში ჩავვარდი. მე შემოქმედი ვარ და არა ბიზნესმენი, ფული საიდან უნდა მეშოვა? არ დამავიწყდება, ერთ-ერთ ინტერვიუში  ვთქვი, მე შიმშილისა და დეპრესიისთვის გამწირეს-მეთქი. სოციალურ ქსელში, მეორე დღესვე, ვიღაც ბოღმას ისე გაუხარდა, მიაწერა: „მოგშივდააა...” საინტერესოა, რატომ უხარიათ ჩემი შიმშილი, მათ ნაშრომს ვჭამ? მე სიმღერით ვშოულობ ფულს და თუ არ მამღერე, რა უნდა ვქნა? დამიჯერეთ, ისეთ დღეში აღმოვჩნდი, რომ სრული კრიზისი დამიდგა. კერძო მიწვევები კი მქონდა, მაგრამ ეს ზღვაში წვეთი იყო. ელემენტარულად, ვერც კომუნალურებს ვიხდიდი და  საკვების ყიდვის პრობლემაც მქონდა, თავის მოვლაზე რომ აღარაფერი ვთქვა. მაშინ ნუკა არ იყო გათხოვილი და მასაც უამრავი რამ სჭირდებოდა. კი არ მთხოვდა, მაგრამ მე ხომ ვხვდებოდი? ნერვიულობისგან დეპრესიაში ჩავვარდი. ვის როგორც უნდა ისე გამიგოს, ხმამაღლა ვამბობ, მე იმ ცხრა წელს ვერ ვაპატიებ და მივუტევებ ვერავის. რა ჯანდაბა უნდოდათ ჩემგან, დღესაც ვერ ვხვდები. ახლა, გინდა ოკუპანტი ქვეყანა დაუძახეთ და გინდაც მოღალატე, რუსეთში წავედი, სცენაზე დავდექი და რუსი ხალხის მხრიდან სიყვარულის, სითბოსა და ოვაციის გარდა, არაფერი მიგრძნია. მაგიჟებდა, რომ ამბობდნენ, ოკუპანტებს უმღერის და მოღალატეაო. თავად, როგორ მექცეოდნენ თუ ხვდებიან, ნეტა? 

– მერე, როგორი იყო შენი „მოღალატური” ცხოვრება დიდ რუსეთში?

– არაჩვეულებრივი, მე ვღალატობდი ჩემს ქვეყანას რუსეთში იმით, რომ იქ ვამეცადინებდი ბავშვებს. კარგი შემოსავალიც მქონდა და ამოვისუნთქე. ტაგანკაზე ვცხოვრობდი, კარგი ბინა მქონდა, დღეში 5-6 მოსწავლე მყავდა და დედოფალივით ვიყავი. დროდადრო კონცერტებზეც გამოვდიოდი, გადაცემებშიც მიწვევდნენ. ერთ-ერთ ჩემს სოლო კონცერტზე, შემამჩნიეს ლონდონიდან ჩამოსულმა პროდიუსერებმა. შემომთავაზეს იქ წასვლა და ერთ-ერთი მუსიკალური შოუს  მონაწილეების ვოკალში მომზადება. როგორც გავიგე, იქაური ვოკალის პედაგოგები საკმაოდ დიდ თანხას ითხოვდნენ და ამიტომ, ჩემთან ერჩივნათ მოლაპარაკება. რასაკვირველია, მე მაწყობდა და დავთანხმდი. არაჩვეულებრივი სტუდია გამომიყვეს და არაჩვეულებრივი სამუშაო პირობები შემიქმნეს. თუმცა, კონტრაქტზე არ  მოვაწერე ხელი.

– რატომ არ მოაწერე კონტრაქტს ხელი? 

– კონტრაქტისთვის რომ ხელი მომეწერა, დიდი ხნით მომიწევდა ლონდონში დარჩენა, მე კი როგორც გითხარით, დიდხანს ვერ ვჩერდები სხვა ქვეყანაში. სიმართლე გითხრათ, ის პერიოდი დაემთხვა, როცა ახალი ძალა მოდიოდა ქართულ პოლიტიკაში და ვიფიქრე, ჩემს სამშობლოში ჩავალ, ჩავერთვები საკონცერტო პროგრამაში და ასე ვიტყვი ჩემს პოლიტიკურ სათქმელს-მეთქი. სულ ვამბობ, მე მართალი პოლიტიკოსი ვიქნებოდი, იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა. ახლა, სამ საავტორო ახალ პროექტს ვამზადებ, მოლაპარაკებები მიდის და აქვე გეტყვით, რომ არავინ მეხმარება, მაგრამ არც ხელს მიშლის. ასე რომ, ჩემი „დაბლოკვის” პერიოდი დასრულდა და ახლა, აქტიური პერიოდი მიდგას. 

– ეკა, პირად ცხოვრებაში რა ხდება?

– სად მცალია პირადი ცხოვრებისთვის? მაგრამ, თუ ისეთი მამაკაცი გამოჩნდა, როგორიც მე მინდა, მოვიცლი (იცინის). სიმართლე თუ გინდათ, მარტოობას მივეჩვიე, თუმცა მარტო არ ვარ, მეგობრები არ მტოვებენ. მე მყავს შვილი, ნუკა, რომელიც ყველაზე დიდი მესაიდუმლე, გულშემატკივარი და დაქალია ჩემთვის, ვისი აზრიც მაინტერესებს, ვისაც ვენდობი და რჩევებსაც ვეკითხები. ვხუმრობ ხოლმე, მე ჩემთვის შვილის სახით ყველაზე დიდი მეგობარი გავაჩინე-მეთქი (იცინის). გიჟი დედა კი ვარ, მაგრამ ჩემს დარდს, არასდროს ვახვევ შვილს თავზე. ნუკაც ჩემსავით პირდაპირია და არ უყვარს ჭორაობა. ადრე, აქტიურად ჭორაობდნენ ჩემს პირად ცხოვრებაზე, ახლა მივავიწყდი. აი, ახლა რომ გავაქტიურდები, ისევ ავაჭორავებ მოცლილებს (იცინის). ბევრჯერ უთქვამთ, ცივი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებო, მაგრამ ვინც მიცნობს, ასე არ ფიქრობს.

скачать dle 11.3