კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ამაოდ არჩავლილი

და კენჭაობას აყოლილები

ბევრი ვინერვიულეთ თუ ცოტა, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო, რის მიხედვითაც, პრეზიდენტს, ყოველ შემთხვევაში, ოქტომბერში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, იმპერატორის ფუნქციები აღარ ექნება, მათ შორის, ის პარლამენტს ვეღარ დაითხოვს. ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა როგორც უმრავლესობამ, ისე უმცირესობამ (როგორც ჩანს, ამაოდ არ ჩაუვლია განხილვის დღეს რიჩარდ ნორლანდის „შემთხვევით“ ვიზიტს საქართველოს პარლამენტში), ოღონდ, თავდაპირველად, სარეიტინგო კენჭისყრა ჩატარდა (რაც ნაციონალებს იმის სადემონსტრაციოდ სჭირდებოდათ, რომ მათი რიგები მონოლითურია და 53-ვე დეპუტატს, ჩვეულებისამებრ, ერთი აზრი აქვს), რასაც უკვე ჩვეულებრივი  კენჭისყრა მოჰყვა, რის შედეგადაც გადაწყვეტილება 135 დეპუტატის თანხმობით პირველი მოსმენით დამტკიცდა. თუმცა, უცნობია, რატომ არ ესწრებოდა სხდომას 12 ნაციონალი დეპუტატი (ანუ, ტყუილად ვაჭმევთ პურს?!).

პარლამენტის თავმჯდომარემ სარეიტინგო კენჭისყრაზე თანხმობის გადაწყვეტილება ბოლო წუთს მიიღო, თუმცა, თუ ეს გარდაუვალი იყო, ჯობდა, თავიდანვე დათანხმებულიყვნენ. ერთი სიტყვით, უმრავლესობა უმცირესობის პოლიტიკურ თამაშს აჰყვა, ოღონდ, განმარტა, რომ ასე ქვეყნის საკეთილდღეოდ მოიქცა.

ქვეყნის საკეთილდღეოდ თუ საზიანოდ, ამას, ბუნებრივია, დრო გამოაჩენს, მაგრამ, თუ კვლავ აშშ-ის ელჩის, ბ-ნი ნორლანდის პოსტფაქტუმ კომენტარით ვიმსჯელებთ (ვულოცავთ საქართველოს ლიდერებსო), დასავლელი პარტნიორები ნეტარებენ, ხოლო, თუ ამის პარალელურად IRI-ის კვლევის შედეგებს გავიხსენებთ (გამოკითხულთა 31 პროცენტი ყველა ნაციონალის გასამართლებას ითხოვს, 50 პროცენტი კი ნაწილზეც თანახმაა), ეჭვი მაქვს, რომ საზოგადოების უმეტეს ნაწილს საპირისპირო განცდები დაეუფლა.

ხოლო, თუ ამ ყოველივეს დავამატებთ, რომ საკითხის განხილვისას უმცირესოელები უმრავლესობას ნაციონალების ზეწოლაში სდებდნენ ბრალს, იქვე, დარბაზში კი ორი უმრავლესოელი დეპუტატი იჯდა (კობა დავითაშვილი და ვალერი გელაშვილი), რომლებიც სიკვდილის პირას მიიყვანა ცემით შესაბამისმა სამსახურებმა ნაციონალური ხელისუფლების ხელდასმით, კოაბიტაციის წმიდათაწმიდა მიზნით – უმცირესობისთვის უმრავლესობის ცემის უფლება კანონით ხომ არ მიგვენიჭებინა, როგორც ქართული დემოკრატიის აყვავილების უცილობელი პირობა?!

აქვე დავძენ, რომ ინტენსიური კოაბიტაციიდან კოპულაციამდე ერთი ნაბიჯია, იქნებ – ნაკლებიც?! 

скачать dle 11.3