კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2020 (50)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)

მოჟღურტულენი

ერთი არშინით

მართალია, დღეს კოაბიტაციის ჰანგებზე ჟღურტულებენ, თუმცა, 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე მიზანს ნებისმიერი საშუალება ამართლებდა, მათ შორის ისეთიც კი, რამაც ქართული საბანკო სექტორი ლამის გააკოტრა. კერძოდ, არჩევნებამდე ნაციონალურმა ხელისუფლებამ, სწორედაც რომ, ოპონენტების, განა ზეწოლის, პირისაგან მიწისა აღგვის მიზნით, შემოიღო კანონი, რის მიხედვითაც ბანკის კრედიტორს სახელმწიფოს წინაშე დავალიანების წარმოქმნისას ჯერ სახელმწიფოს ვალი უნდა გაესტუმრებინა, შემდეგ კი – ბანკის. ამის შემდეგ „ქართუ ბანკის“ კრედიტორებს სახელმწიფო ჯარიმები დააწერეს (უმეტესად ფორმალური), რამაც, ბუნებრივია, ბანკი დააზარალა.

მოგვიანებით კანონი თავად ნაციონალებმა გააუქმეს (დასავლური ინსტიტუტების ზეწოლით), არჩევნების შემდეგ კი ქართულმა ბანკებმაც დაგმეს ამგვარი ვანდალური კანონი (ოღონდ, ბუნებრივია, „ქართუს“ გარდა კრედიტორები არავისთვის წაურთმევიათ). რაკი ხანი გამოხდა, პროკურატურა „ქართუს“ გაკოტრების სქემითაც დაინტერესდა. სულ საქმეს 19 ბრალდებული ჰყავს (ის ბიზნესმენები, რომელთაგანაც ზოგმა ნებით იხეირა, ზოგსაც აიძულეს „ქართუს“ გაკოტრება (მათ შორის არიან, ცეზარ ჩოჩელი, ლაურა ღაჭავა და მისი ვაჟი – დავით კოდუა).

მეორე მხრივ, ზემოხსენებულ 19 ბიზნესმენს შორის ისეთებიც არიან, რომლებსაც აიძულეს „ქართუს“ გაკოტრების საქმეში მონაწილეობა, თუმცა, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ პროკურატურა  ერთი არშინით ჭრის მსხვერპლსაც და მათაც, ვინც „ქართუს“ გაკოტრებით იხეირა.

რთული ასახსნელია პროკურატურის მოტივები, თუმცა იქ, ზემოთ, ანუ პარლამენტში ამ საქმის მთავარ შემოქმედებთან კოაბიტირებდე, ქვემოთ, მათ მსხვერპლზე კი სამართლის მსახვრალ ხელს ცდიდე, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია. 

скачать dle 11.3