კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უნებლიეთ დამთხვეულები

ანუ, აგური შემთხვევით არავის ეცემა თავში

21 მარტის პარლამენტის სხდომას, თუ მთლად მთელი საქართველო არა, სრულიად პოლიტიკური ძალები დიდი გულისფანცქალით ელოდნენ. ან კი როგორ არ დაელოდებოდნენ, როდესაც ის უნდა გარკვეულიყო, რამდენმა „ნაციონალმა“ უგანა საკუთარ დედაპარტიას. შესაბამისად, ისეთი ვითარება შეიქმნა, როდესაც, არათუ დედა – შვილს, უმცირესობა უმცირესობას ვერ შეაშველებდა ხელს.

თითქოს საკუთარი გაჭირვება არ ეყოფოდათ, იმ დღეს ქართველ კანონმდებლებს სამუშაო ადგილზე თვით აშშ-ის ელჩი ბ-ნი ნორლანდი ეწვია.

თავდაპირველად მან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი მოინახულა, შემდგომ – თვით  უმცირესობა-უმრავლესობაც. რაკი შეხვედრები დახურული იყო, ჩვენ ვერ შევიტყვეთ, რაზე ისაუბრეს ჩვენებურმა კანონშემოქმედებმა აშშ-ელ დიპლომატთან, თუმცა, ის კი გაგვიმხილეს, რომ საუბარი საკონსტიტუციო ცვლილებებსაც შეეხო.

თავის მხრივ, ბ-ნმა ნორლანდმა დასძინა, რომ მისი პარლამენტში მისვლა საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვის დღეს უნებლიე დამთხვევაა, თუმცა, თუ ბულგაკოვს დავუჯერებთ, აგური შემთხვევით არავის ეცემა თავში, მით უფრო, სულზე უტკბესი და უპირველესი სტრატეგიული პარტნიორის ელჩი – კლიენტი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს!

скачать dle 11.3