კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საპროცესო შეთანხმების საბიუჯეტო ხიბლი

შენ რომ ჩემთვის ფული არ მოგიტანიაო?!

მართალია, საპროცესო შეთანხმების გადამკიდე, ძალოვანი უწყების წარმომადგენელსა და დაკავებულს შორის ურთიერთობა „ნაციონალურ“ წარსულში დაახლოებით „რწყილისა და ჭიანჭველას“ სცენარით ვითარდებოდა (შენ რომ ჩემთვის ფული არ მოგიტანიაო?!), მაგრამ, საზოგადოებისთვის უცნობი იყო, მაინც რა ოდენობის თანხა შესდიოდა ქვეყნის ბიუჯეტს საპროცესო გარიგებების შედეგად.

მაგრამ, რაკი არ არსებობს, დაფარული არ გაცხადდეს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა მოიპოვა ინფორმაცია, რის მიხედვითაც, გაირკვა, რომ 2009-2012 წლებში საპროცესო შეთანხმებების შედეგად  სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხულმა თანხამ 140 მილიონ 40 ათასამდე ლარი შეადგინა. წლების მიხედვით კი შემდეგნაირი დინამიკაა: 2009 წელს –  8 მილიონი ლარი, 2010-ში – 42 მილიონი, 2011 წელს – 51 მილიონი, დანარჩენი 39 მილიონი კი 2012 წელზე მოდის.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლების განმარტებით, ბრალდებულთა მიერ საპროცესო შეთანხმებით გადახდილი თანხა, დოკუმენტაციის თანახმად, ბიუჯეტში შესულზე მეტია.

იმის გათვალისწინებით, რომ 140 მილიონი სოლიდური თანხაა (თან, სრულიად უშრომელი, ოღონდ დამნაშავე იპოვო), აშკარაა, რომ ჩვენი ძალოვანი უწყებების მოქმედების ლოგიკა ხუტა უფროსისეულია – „ჩაიდინეთ დანაშაული, მშვენიერო მარგალიტა (არამშვენიერიც წავა)“, თორემ, ჩამოგვეშალა ბიუჯეტი!

скачать dle 11.3