კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)

რატომ უნდა დალიოთ დღეში ერთი ჭიქა წითელი ღვინო გაზაფხულზე და როგორ უნდა დაიცვათ თავი შესაძლო გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გართულებისგან

ქრონიკული დაავადებები, როგორც წესი, გაზაფხულზე მწვავდება და გარკვეულ საშიშროებას უქმნის ადამიანის სიცოცხლეს. გულ-სისხლძარღვთა დაავადებებიც, განსაკუთრებით გაზაფხულის სეზონზე მწვავდება. სამწუხაროდ, ის საკმაოდ გაახალგაზრდავდა და სიკვდილიანობის მხრივ, სტატისტიკურად პირველ ადგილზეა. თუ როგორ დავაღწიოთ კრიზისულ პერიოდში გულის დაავადებას თავი, როგორ ვიკვებოთ, რას მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება და ზოგადად, როგორ დავიზღვიოთ თავი შესაძლო საფრთხისგან, ამ თემებთან დაკავშირებით, კომენტარი ვთხოვეთ მედიცინის დოქტორს, ექიმ-კარდიოლოგს, ქალბატონ ლია რიგვავას. 

– ქალბატონო ლია, რატომ მწვავდება გაზაფხულზე გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და როგორ დავიცვათ თავი შესაძლო საფრთხისგან?

– გეტყვით, რომ მთელ მსოფლიოში, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები სიკვდილიანობის მხრივ, პირველ ადგილს იკავებს. სამწუხაროდ, ყოველ მეორე ზრდასრულ ადამიანს აქვს გულ-სისხლძარღვთა ესა თუ ის დაავადება. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში 34 პროცენტით გაიზარდა ამ დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობა ახალგაზრდებში. რაც შეეხება გაზაფხულზე ამ დაავადების გამწვავებას, მოგახსენებთ რომ, ახლა სწორედ ის სეზონია, როცა ადამიანი მეტად აგზნებულია, აწუხებს უძილობა, უქვეითდება შრომისუნარიანობა, მეტად გრძნობს დაღლას, მწვავდება გულ-სისხლძარღვთა და კუჭ-ნაწლავის დაავადებები. საქმე ისაა, რომ ადამიანი ცხოვრობს ციკლებით, კერძოდ, სადღეღამისო, სეზონური და წლიური ციკლით. ყველა კარდიოლოგიური დაავადება ქრონიკული მიმდინარეობისაა. ქრონიკული დაავადებები კი მწვავდება გაზაფხულზე. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: კერძოდ, ზამთრის პერიოდში მცირდება ჩვენი ორგანიზმის რესურსები და ამ სეზონზე მირთმეულ ხილსა და ბოსტნეულს ნაკლები ენერგეტიკული ღირებულებები აქვს; ზამთარში ნაკლებად ვართ სუფთა ჰაერზე და აღინიშნება ეგრეთ წოდებული, ზამთრის ჰიპოდინამია; გაზაფხულზე ძლიერდება რადიაცია; აღინიშნება ატმოსფერული წნევის მკვეთრი ცვალებადობა; ორგანიზმის გადაციება; ჰიპოვიტამინოზი და იმუნიტეტის დაქვეითება. ამიტომაც, გაზაფხულზე აუცილებელია, გამოძებნოთ დრო დასვენებისთვის, მეტი იაროთ ფეხით სუფთა ჰაერზე, იძინოთ ღამეში არანაკლებ 8 საათისა, მიიღოთ წყლის პროცედურები. გაზაფხულზე ძალიან კარგია ცურვა, წყლის პროცედურები, სველი წესით სხეულის დაზელვა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ როცა ფიზიკურ დატვირთვას ვურჩევთ პაციენტებს, მთავარია, არა ინტენსიურობა, არამედ რეგულარულობა. ჯობია, ყოველდღიურად 20 წუთი იაროთ ან ივარჯიშოთ, ვიდრე, კვირაში ერთხელ და ერთი ან ორი საათი. 

– რომელ საკვებს უნდა მიანიჭოს უპირატესობა ადამიანმა გაზაფხულზე, რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემის გადატვირთვა და შესაბამისად, დაავადების გამწვავებაც აირიდოს თავიდან?

– აუცილებელია, მუდმივად სწორად იკვებებოდეთ, მაგრამ, ამ სეზონზე განსაკუთრებით აღინიშნება კალიუმის ნაკლებობა. ამიტომ, გაზაფხულზე ძალიან მნიშვნელოვანია კალიუმით მდიდარი საკვების მიღება, მაგალითად, როგორიცაა: ბანანი, გარგარი, ქიშმიში – განსაკუთრებით მუქი ფერის ქიშმიში, რადგან ღია ფერის ქიშმიში გადამუშავების შედეგად მიიღება, რაც მასში ვიტამინებს ამცირებს. ასევე, უნდა მიირთვათ წითელი ფერის თევზი, რომელშიც შედის გაუჯერებელი ცხიმები, რაც ქოლესტერინს აქვეითებს და გულისთვის სასარგებლოა. დღეში დაახლოებით 200 გრამი თევზის მიღება სრულიად საკმარისია. უპირატესობა მიანიჭეთ არა ცხიმიან, არამედ, მჭლე საქონლის ხორცს, კანგაცლილ ქათმისა და ინდაურის ხორცს, რადგან კანში ბევრი ქოლესტერინია და რასაკვირველია, ზღვის პროდუქტებს. გარდა ამისა, ნამცხვრები, კანფეტები, ნაყინი და მურაბა შეცვალეთ სეზონური ხილით. ზოგადად, ტროპიკულ ხილსა და ბოსტნეულს, ყოველთვის ჯობია ჩვენი, ადგილობრივი ხილ-ბოსტნეული და ამას მიაქციეთ ყურადღება. დღეში მიიღეთ დაახლოებით ერთი ჩაის კოვზის ოდენობის მარილი, რადგან ის ორგანიზმში სითხეს აგროვებს, აფერხებს მის გამოდევნას და, შესაბამისად, იწვევს არტერიული წნევის მატებას. აუცილებელია, მოერიდოთ ცხიმიან საკვებს. ის ძალიან მავნებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის. საკვებში კი გამოიყენეთ მეტი ბოსტნეული, ზეითუნის ზეთი და მიირთვით ზეთისხილი. ამით, იშემიური დაავადების შესაძლო რისკს, საგრძნობლად შეამცირებთ. 

– ქალბატონო ლია, გამიგია, რომ ამ სეზონზე აუცილებელია ადამიანმა გულ-სისხლძარღვთა „გასაკაჟებლად”, დღეში ერთი ჭიქა, ნატურალური, წითელი ღვინო  დალიოს. ეს რეალურია?

– დიახ, ეს სიმართლეა, რადგან დღეში, სადილზე, ერთი ან ორი ჭიქა შავი, ნატურალური ღვინის მიღება ორგანიზმს აკაჟებს და გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე დადებით ეფექტს ახდენს. მასში შემავალი ნივთიერება – პოლიფენოლი, ამცირებს ეგრეთ წოდებულ, ცუდი ქოლესტერინის დონეს. თუ სხვადასხვა მიზეზების გამო, ადამიანი ღვინოს ვერ სვამს, ის შეიძლება, შეცვალოს ყურძნის ნატურალური წვენით ან მწვანე ჩაით. აქვე გასწავლით ორ ხალხურ რეცეპტს, რომელიც შინაურ პირობებში შეგიძლიათ მოამზადოთ, გემრიელიცაა და საკმაოდ აქტიურად იცავს გულს გაზაფხულზე შესაძლო რისკისგან. მოკლედ, აიღეთ 100 გრამი ქიშმიში, დაამატეთ 100 გრამი ჭერმის ჩირი, ასევე 100 გრამი ლეღვის ჩირი და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, შემდეგ დაამატეთ 100 გრამი ორთქლზე გამდნარი თაფლი, უმჯობესია მაისის თაფლი და მიიღეთ ყოველ დილით უზმოზე ჩაის კოვზით. ასევე, მოგახსენებთ მეორე რეცეპტს: 1 ჭიქა მაწონში გაურიეთ 1 ჩაის კოვზი დარიჩინი და მიირთვით დღის განმავლობაში. ეს ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. აქვე დავამატებ, რომ კუჭ-ნაწლავის დაავადებიანმა პაციენტმა ამ რეცეპტის სისტემატიურად მიღებისგან თავი უნდა შეიკავოს. შინაურ პირობებში დამზადებული ეს გემრიელი წამლები ექიმის რეკომენდაციის გარეშე არ უნდა მიიღოს. ასევე, უნდა მოერიდოს ისიც, ვისაც შაქრიანი დიაბეტი აწუხებს. 

– ჩვენი წინაპრები, გულის დასაცავად, განსაკუთრებით გაზაფხულზე, აქტიურად  მიირთმევდნენ ნიგოზს. ესეც იცავს გულს შესაძლო დაავადებისგან?

– დიახ, ნამდვილად ასეა. ნიგოზი და ამასთანავე, თხილიც, ძალიან სასარგებლოა გულისთვის. ის ამცირებს ქოლესტერინს. ამით კი აძლიერებს და ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალურ მუშაობას. მაგალითად, ბაჟე უფრო სასარგებლოა, ვიდრე საცივი, რადგან საცივში ნიგოზი უკვე გადამუშავებულია და კარგავს  დადებით თვისებებს. მინდა გითხრათ, რომ სამწუხაროდ, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შორს წასული ფორმები, საკმაოდ ხშირად აღინიშნება ახალგაზრდებში. ამიტომ, ჩემი რჩევაა, წელიწადში ერთხელ კარდიოგრამა გადაიღოთ, გაიკეთოთ სისხლის საერთო ანალიზი და ზოგადად, ჩაიტაროთ პროფილაქტიკური გასინჯვა. ამით თავსაც დაიზღვევთ და პატარა პრობლემის შემთხვევაშიც, ადვილად დაამარცხებთ იმ დაავადებას, რომელიც მომავალში შესაძლოა, სიცოცხლისთვის სავალალო აღმოჩნდეს. გულის არეში ტკივილის დროს, ბევრი, ექიმთან კონსულტაციის გარეშე, თვითნებურად იღებს წამლებს. რასაკვირველია, ეს არ შეიძლება. რადგან გული თუ „სიგნალს” იძლევა, ესე იგი, ის თქვენგან დროულ ყურადღებას ითხოვს და ეს არ უნდა მიაყურადოთ. 

скачать dle 11.3