კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოვიქცეთ, რომ ბოროტმა ადამიანებმა ვერ მოახერხონ ჩვენი ბიოველის გარღვევა და მასში ნეგატიური ინფორმაციის შეტანა

 

ნებისმიერ ადამიანს სურს, რომ ის დაცული იყოს გარემოს უარყოფითი ფაქტორებისგან, მეტად უმართლებდეს, თავიდან აიცილოს შესაძლო საფრთხეები და ასე შემდეგ. ჩვენს სხეულს გარშემო სპეციალური გარსი აკრავს, რომელიც ჩვენსავე დაცვას უზრუნველყოფს და, მისი დარღვევის შემთხვევაში, უამრავი პრობლემა იჩენს თავს.

ყველა ადამიანს უხილავი ენერგოინფორმაციული ველი აკრავს გარს, რომელიც მას გარე სამყაროს უარყოფითი ძალებისგან იცავს და ის კოსმიური ძალების ზეგავლენით იცვლება. ის თვალით უხილავია და იცავს ადამიანს გარე ძალების არასასურველი ჩარევისგან. სუფთა და უბოროტო ადამიანის ბიოველის გარღვევა და დაზიანება ძალიან რთულია. შესაბამისად, ასეთი ადამიანები მეტად დაცულები არიან გარე ფაქტორების ნეგატიური ზემოქმედებისგან. ასეთი ადამიანების ბიოველში ნეგატიური ინფორმაციის შეტანა რთულია. საერთოდ, აურა ადამიანის გარშემო მანათობელი გარსია, რომელიც ამა თუ იმ ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური მდგომარეობის მიხედვით იცვლის ფერს. ბიოველი კი იგივე აურაა, რომელიც სიმეტრიულად არის განაწილებული ადამიანის სხეულის გარშემო. 

ადამიანს აქვს ფარული ენერგიების დიდი მარაგი, რაც ხშირად ფიზიკურ ამტანობაში ვლინდება. ექსტრემალურ სიტუაციაში ორგანიზმში იღვიძებს ფარული რეზერვები, უმჯობესდება ტვინის მუშაობა, მახვილდება ყნოსვა და სმენა. რაც შეეხება ადამიანის ბიოველის ფერს, ის ფერს იცვლის ადამიანის განწყობის მიხედვით. ბიოველს თავისი ფერები აქვს. სწორედ ამ ფერების მიხედვით შეგვიძლია შევიტყოთ, რას განიცდის ადამიანი კონკრეტულ სიტუაციაში. აურის დანახვა ექსტრასენსს ზემგრძნობიარე თვალის საშუალებით შეუძლია და, თუ ის ამბობს, რომ ყავისფერ ან ნაცრისფერ აურას ხედავს, ესე იგი, ადამიანი მძიმედაა ავად და მას განსაცდელი ელის. ასევე, შესაბამის სპეციალისტს შეუძლია, თავისი ძალებით ჩაერიოს და აურის კორექცია მოახდინოს. სხვათა შორის, ბიოველის დარღვევა და დეფორმირება იწვევს ისეთ დაავადებებს, რომელთა განკურნებაც, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ასევე, ბიოველი შთამომავლობით გადაიცემა, ანუ დარღვევები შთამომავლობით, შვილებსა და შვილიშვილებზე გადადის და ეს გადაცემა ენერგეტიკულ დონეზე ხდება.

დადებითი ემოციები ზრდის ბიოველს. მაგალითად, თუ ადამიანი ადვილად ექცევა სხვისი ენერგეტიკული ზემოქმედების ქვეშ, მარტივად რომ ვთქვათ, იღებს თვალს, ანუ, დადის გათვალული, მისი აურა თანდათან დეფორმირდება, ირღვევა და სასიცოცხლო ენერგია კოსმოსში გაედინება. ენერგიის გაცვლა-გამოცვლა ბუნების დაუწერელი კანონია და ნებისმიერი ენერგეტიკული გამონატყორცნი, დადებითი იქნება ის თუ უარყოფითი, ყოველთვის თავის უპირველეს წყაროს უბრუნდება.  რწმენა, სიყვარული, იმედი, სიხარული და ასე შემდეგ, ადამიანებს ენერგეტიკულად აძლიერებს, ხოლო უიმედობა, შიში, დეპრესია, შური, ეჭვიანობა თუ სამაგიეროს გადახდის სურვილი – ენერგიას აკარგვინებს და ბიოველს უსუსტებს ადამიანს.

მობილური ტელეფონი, ტელევიზორი, კომპიუტერი თუ სხვა ტექნიკა ჩვენს აურას საგრძნობლად ასუსტებს და ამის გამო უამრავი დაავადება იჩენს თავს, რომელიც ბიოველის დასუსტებით არის გამოწვეული. წარმოიდგინეთ, რამხელა უარყოფითი ენერგიების ნაკადი გროვდება ჩვენს ბინებში, სადაც ტელეფონიც არის, ტელევიზორიც და კომპიუტერიც. ამიტომ, არსებობს მეთოდი, რომელიც დროდადრო უნდა გამოიყენოთ და ამით გაწმინდოთ ბინის ბიოველი, ანუ აურა. მთვარის მილევის პერიოდში, ღამით, გააღეთ ფანჯრები და კარი, საიდანაც ბინაში შემოვა სუფთა ჰაერი და მას კოსმოსიდან შემოჰყვება მილეული მთვარის ენერგია, რომელიც ბინის აურაზე დადებითად მოქმედებს. რაც შეეხება ადამიანის აურას, მთავარია, იზრუნოთ, რომ ის არ დაზიანდეს და არ დეფორმირდეს. ამისთვის კი გირჩევთ, არ ჩაიდოთ გულში ბოღმა, შური და სამაგიეროს გადახდის სურვილი; იყავით მეტად ოპტიმისტი, შეინარჩუნეთ სტაბილურობა და ასე დაეხმარეთ საკუთარ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

ასე რომ, იყავით უბოროტო და სუფთა, რათა ბოროტმა ადამიანებმა ვერ მოახერხონ თქვენი ბიოველის გარღვევა, მასში ნეგატიური ინფორმაციის შეტანა და ამით თქვენი დასუსტება.

 

скачать dle 11.3