კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მწვანეა და ყიყინებს...

 

ყველაფერი ბაყაყების შესახებ... ზოგიერთს ისინი ძალიან საზიზღარი ჰგონია. ზოგსაც მოსწონს მწვანე, უწყინარი არსებები. რა იცით მათ შესახებ?

* ჩვენს პლანეტაზე ცხოვრობს ყველაზე დიდი ბაყაყი – გოლიაფი. იწონის სამ კილოგრამზე მეტს და 90 სანტიმეტრი სიგრძის არის. გოლიაფები ამერიკაში ცხოვრობენ. სამხრეთ კამერუნისა და გვინეის ტერიტორიაზე. ამ გიგანტური ბაყაყის ნახტომის სიგრძე სამი მეტრია.

* გერმანელმა და მალაიზიელმა მკვლევრებმა კუნძულ ბორნეოს ჯუნგლებში აღმოაჩინეს ჯუჯა – 10 მილიმეტრის სიგრძის ბაყაყი. ის ყველაზე პაწაწინა ბაყაყია დედამიწაზე.

* ბაყაყს აქვს უნარი, ერთდროულად იხედებოდეს წინ, გვერდით ორივე მხარეს და ზევით. შეუძლია თვალგახელილი ძილი და თვალებს არასდროს ახამხამებს.

* გომბეშო, ბაყაყისგან განსხვავებით, უკბილო არსებაა. მშრალი კანი აქვს. ყველაზე დიდი გომბეშოა აგა (ცხოვრობს ცენტრალურ აფრიკაში), იწონის ორ, ზოგჯერ ორ კილოგრამზე მეტსაც. აგა ყველაზე შხამიანია გომბეშოებსა და ბაყაყებს შორის. 

* ხმელეთზე მობინადრე ბაყაყებს შორის ყველაზე შხამიანია ბაყაყი კოკოი, რომელიც სამხრეთ ამერიკის ჯუნგლებში ბინადრობს. ასევე, კოლუმბიაში. კოკოის შხამი 35-ჯერ უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე კობრის.

* ძველად ბაყაყებს, სოფლებში რძიან ბიდონებში ყრიდნენ, რომ რძე არ ამჟავებულიყო. საქმე ისაა, რომ ბაყაყის კანი ბაქტერიოციდებს გამოყოფს.

* ყველაზე პატარა გომბეშო ბინადრობს ბრაზილიაში. მისი სიგრძეა რვა მილიმეტრი და კლდოვან ადგილებში გვხვდება.

* გომბეშოები, ძირითადად, ხმელეთზე ცხოვრობენ. წყლის სტიქია მათ მხოლოდ გამრავლების პერიოდში სჭირდებათ.

 

скачать dle 11.3