კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მე – დაქირავებული მკვლელი

უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N28(550)-11(637) 

 ისტორია მკაცრი მსაჯულია და შეცდომებს არავის აპატიებს. ამერიკელი იდეოლოგი-სტრატეგები შეცდნენ, როდესაც მსოფლიოზე ბატონობის სატანური გეგმა შეიმუშავეს და ამის მთავარ წინაპირობად ჯერ საბჭოთა კავშირის, შემდეგ კი რუსეთის დაშლა დაისახეს მიზნად. დაშლა ჯაჭვურ რეაქციას ჰგავს და, თუკი რუსეთმა რეალური რღვევა დაიწყო, მაშინ ეს პროცესი თერმობირთვული აფეთქების ტოლფასი იქნება როგორც გადატანითი, ასევე, პირდაპირი მნიშვნელობით... ამას წინათ ჩემს ძველ ნაცნობს შევხვდი, რომელიც მძვინვარე ანტისაბჭოელი იყო, რუსეთს ვერ იტანდა, ამერიკას კი აღმერთებდა. ბოლოს მას საბჭოთა კავშირის დაშლის წინ შევხვდი და კარგად მახსოვს, როგორ ხარობდა იმ საშინელი, დამანგრეველი პროცესებით, რომელიც მაშინ ვითარდებოდა. მან, რა თქმა უნდა, არ იცოდა, რომ „კაგებეს“ საიდუმლო თანამშრომელი ვიყავი და შეხვედრისას მითხრა:

– ხედავ, ჩემო კოკი, მსოფლიო ჩვენ თვალწინ იცვლება. იმპერია ინგრევა, რუსეთი სუსტდება, გერმანია ერთიანდება და სულ მალე, ჩვენი ტურფა საქართველო თავისუფალი ჩიტივით ინავარდებს და ვარდივით აყვავდებაო...

ჩემს ნაცნობს ჯიმი ჰქვია და მსგავს უცნაურ მეტაფორებს ხშირად იყენებდა ხოლმე. მის სიტყვებზე გულში გამეცინა, მას კი მივუგე:

– ღმერთმა ქნას, ჩემო ჯიმი, რომ არაფერი გაგვიჭირდეს. საქართველო პატარა ქვეყანაა, რუსეთზე საკმაოდ დამოკიდებულები ვართ და შევძლებთ კი ასე მალე აყვავებას?

ჯიმი ადგილზე შეხტა და უცნაურად აღტყინებულმა მითხრა:

– „კაგებე“ რომ აღარ იქნება და ჩვენი სული და გონება პოლიციური წნეხისგან გათავისუფლდება, შენ ვერც კი წარმოიდგენ, რა სიდიდის მწვერვალებს დავიპყრობთ. ქართველი კაცის ამბავი არ იცი?!

– ღმერთმა გისმინოს, ჩემო ჯიმი, შენს პირს შაქარი. აბა, კარგად იყავი, მეჩქარება, – ვუთხარი ჯიმის და წამოვედი, რადგან კიდევ ბევრს ილაპარაკებდა და მისი მოსმენა ნამდვილად არ მინდოდა.

ახლახან რომ შევხვდი ჯიმის, ის ჩაფიქრებული მოდიოდა ქუჩაში და, რომ არ შევხმიანებოდი, გვერდით ჩამივლიდა. მას მკლავზე მოვკიდე ხელი და ვუთხარი:

– გამარჯობა, ჯიმი. რა ჩაფიქრებული მიდიხარ, მოხდა რამე? როგორ ხარ?

ძველად ჯიმიმ ძალიან ემოციური შეხვედრა იცოდა – კისერზე ჩამოგეკიდებოდა, გადაგკოცნიდა, მოგიკითხავდა და რადიოსავით ჩაირთვებოდა, ახლა კი ზანტად ჩამომართვა ხელი და კოპებშეკრულმა მითხრა:

– როგორ უნდა ვიყო, კოკი, ვერ ხედავ, რა ხდება?

– რა ხდება? – ისე ვკითხე ჯიმის, რომ მასში ძველი აზარტი გამეღვიძებინა და დამექოქა, რადგან მართლა მაინტერესებდა, „რა ხდებაში“ რას გულისხმობდა. მან კი პესიმისტურად ჩაიქნია ხელი და მომიგო:

– დავიღუპეთ, მსოფლიო ისტორიიდან ვქრებით და მხოლოდ ქაღალდზეღა დავრჩებით. შემდეგ ამ ქაღალდსაც დახევენ და ვერავინ შეიტყობს, რომ ოდესღაც არსებობდა ღვთივკურთხეული ერი, რომელსაც საკუთარი ანბანი გააჩნდა და ამ ანბანით დაიწერა „ვეფხისტყაოსანი“.

ჯიმის სიტყვები შხამიანი ისარივით მომხვდა გულში, რადგან, სწორედ მეც ასე ვფიქრობდი. თანაც, მიმაჩნდა, რომ ჩვენი უბედურება ჯიმისნაირი ადამიანების ბრალი იყო. მე ძალიან მაინტერესებდა ჯიმის ასეთი ტრანსფორმაცია. ამიტომ, რესტორანში დავპატიჟე და, სუფრას რომ მივუსხედით, ვუთხარი:

– აბა, ჩემო კარგო, თქვი, რა ხდება.

– ვიღუპებით, კოკი, ვიღუპებით. თავისუფლება შხამად შეგვერგო. ამერიკელებმა მოგვატყუეს. მგონი, ჯობდა, რომ რუსეთთან ერთად ვყოფილიყავით.

– კი მაგრამ, შენ არ ამბობდი, რომ მთავარია, გავთავისუფლდეთ და ვარდივით გავიფურჩქნებითო?

– ვცდებოდი, ჩემო კოკი, ვცდებოდი. ამერიკამ რუსეთის წინააღმდეგ წაგვაქეზა, შემდეგ კი განზე გადგა, გვაომა და ახლა გვეუბნება, მასთან ურთიერთობა გამოისწორეთო. როგორ? მას ჩვენი ტერიტორიის მეხუთედი აქვს დაპყრობილი, დიპლომატიური ურთიერთობები გავწყვიტეთ და თითქმის ყველანაირი ხიდი ჩატყდა ჩვენ შორის. ასეთ პირობებში კი ძალიან ძნელია, თუნდაც პოსტსაბჭოურ სტატუს-კვოს დაუბრუნდე.

– მაინცდამაინც საგანგაშო მდგომარეობა არ უნდა იყოს და გულს ნუ გაიტეხ, – განგებ ვუთხარი ჯიმის, თუმცა, მეც მასავით ვფიქრობდი.

– რას ამბობ, კოკი! – წამოენთო ჯიმი, – როგორ თუ საგანგაშო არაფერია! არაფერი კი არა, სასწრაფოდ გლოვის ზარები უნდა ჩამოვკრათ, დავივიწყოთ ერთმანეთის წყენა, გავერთიანდეთ მთელი ერი და გადავურჩეთ იმ გლობალურ საშიშროებას, რასაც ამერიკანიზაცია ეწოდება. შენ იცი, რას ნიშნავს ამერიკანიზაცია?

– რა ცოდნა უნდა – ამერიკის გავლენას მთელ მსოფლიოში.

– არა, არა, – თავი გააქნია ჯიმიმ და მწარე ღიმილით დაამატა – ამერიკანიზაცია, რუსეთის დაშლას ნიშნავს. ამ საქმეში კი მთავარ იარაღად საქართველოს გამოყენება უნდათ. რუსეთს კი ეს არ აწყობს  და, იცი, რატომ? იმიტომ, რომ საქართველოს ნატოში შესვლა კავკასიის რღვევას გამოიწვევს; კავკასიის რღვევა კი რუსეთის დაშლის საწინდარია და, დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი ამას არ დაუშვებს. გესმის, რა ხდება?

ჯიმის რომ არ ეთქვა, ისედაც კარგად მესმოდა, რაც ხდებოდა. ამერიკა საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ იყენებს და ამ ბრძოლაში ჩვენი განადგურება ფეხებზე ჰკიდია. მე ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად ვიცოდი, მაგრამ, მხრები ავიჩეჩე და მივუგე:

– რას გულისხმობ, რა ხდება?

– რა ხდება, ჩემო კოკი და, ამერიკა ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ საზარბაზნე ხორცად გვიყენებს. უნდა, რომ ჩვენ დაგვატაკოს მასთან, როგორც ეს უკვე ორჯერ ქნა და არ აინტერესებს, ცოცხლები დავრჩებით თუ დავიღუპებით. ახლა გესმის?

– მესმის, მესმის, ჩემო ჯიმი, მაგრამ, რასაც ახლა შენ ამბობ, ის მაშინ უნდა გცოდნოდა, როცა გლობალური ცვლილებები გიხაროდა და ამერიკას აღმერთებდი. მართალი ხარ, ამერიკამ მოახდინა 9 აპრილის პროვოცირება და ეს გახდა საბჭოთა კავშირის დაშლის ერთ-ერთი მთავარი კატალიზატორი. ამერიკამვე დაგვატაკა რუსეთთან 2008 წლის აგვისტოში. შემდეგ განზე გადგა და, ჩვენი ტერიტორიებისა და ადამიანთა მსხვერპლის საფასურად, პამპერსები და წყალი გამოგვიგზავნა. ვალად გამოყოფილი 2 მილიარდი დოლარი კი მთავრობის ვირთხებმა შეჭამეს – იმ ვირთხებმა, ვინც ხალხს სასაკლაოზე მიერეკებოდა, თავიანთი ოჯახები კი ოქროებითურთ უცხოეთში გახიზნეს.

– მართალი ხარ, ჩემო კოკი, მართალი. უნდა მცოდნოდა, მაგრამ, არ ვიცოდი. ამერიკა ღმერთად არ უნდა დამესახა და უფრო წინ უნდა გამეხედა, – მითხრა ჯიმიმ, თავი ჩაღუნა და თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა.

ჯიმი სულით ხორცამდე პატრიოტი იყო და ასე მტკივნეულად  იმიტომ განიცდიდა საქართველოს უბედურებას. მართალია, ის ხშირად ცდებოდა ხოლმე, მაგრამ ესეც პატრიოტიზმის ბრალი იყო და მოვლენებს გულით აფასებდა, ვიდრე გონებით. ჩემთან შეხვედრიდან ერთი კვირის შემდეგ, ჯიმი მოულოდნელად დააპატიმრეს და ჯაშუშობის ბრალდება წაუყენეს. კიდევ ორი კვირის მერე კი, ჯიმი საკანში ჩამომხრჩვალი იპოვეს, ეს შემთხვევა თვითმკვლელობად გამოაცხადეს და საქმე დახურეს... თუმცა, ზუსტად ვიცი, რომ ჯიმი არც რუსეთის ჯაშუში იყო და არც თავი მოუკლავს. ის მოკლეს და იმის გამო, რომ მთავრობას ღალატში, ანტიეროვნულობაში ამხელდა და ჯერ ცრუ ბრალდებით დააპატიმრეს, შემდეგ კი, ბოლო მოუღეს...

ჯიმისნაირი მსხვერპლი ადრეც იყო, ახლაც ბევრია და ალბათ, მომავალშიც იქნება. ასეთია იმპერიული, ტოტალიტალური სახელმწიფოს და მისი სატელიტის ზნე. ნურავინ იფიქრებს, რომ თვით დემოკრატიის შუქურა ამერიკის შეერთებულ შტატებში არ ხოცავენ სახელმწიფოს კრიტიკოსებს. აბა, იქ ხოცავენ, თუ ხოცავენ. ისევე, როგორც ეს საბჭოთა კავშირში ხდებოდა. მაგრამ, ამერიკისა და საბჭოთა კავშირისგან განსხვავებით, საქართველოში პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს არა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ხოცავენ, არამედ, როგორც პირად მტრებს და აქ სახელმწიფო ინტერესები არაფერ შუაშია.

მიამიტი და პოლიტიკურად ბეცია ის ადამიანი, ვისაც ჰგონია, რომ რომელიმე იმპერია უანგაროდ, ყოველგვარი პირადი გამორჩენის გარეშე დაეხმარება საქართველოსნაირ პატარა ქვეყანასა და მის მეთაურს. მსგავსი იმედგაცრუება ქართველებმა უკვე განვიცადეთ ჩვენს უახლეს ისტორიაში, როდესაც „დემოკრატიის შუქურამ“ ბედის ანაბარა მიგვატოვა, რასაც საშინელი სამოქალაქო ომი, ქვეყნის ოკუპაცია და კანონიერი პრეზიდენტის მკვლელობა მოჰყვა. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის მმართველებმა ფახებზე დაიკიდეს ისტორიის გუშინდელი მაგალითი და კვლავ რუსეთს შეასკდნენ, სანაცვლოდ კი ქართველმა ხალხმა მიიღო ახალი ოკუპირებული ტერიტორიები, დახოცილი ხალხი და გაჭირვება. მართალია, მოღალატე მმართველობის საბანკო ანგარიშები ახალი ათეული მილიონობით დოლარით შეივსო, მაგრამ, ხალხს და ქვეყანას რა? რა და, რომ იტყვიან, ვირის თავ-ფეხი...

რუსეთის დაშლის სტრატეგიულ-ტაქტიკურ საიდუმლო გეგმებში საქართველოს ცენტრალური ადგილი უკავია. ასეთი საიდუმლო გეგმა არაერთია, ყველა სისხლისმსმელ კონფლიქტში რუსეთის წინააღმდეგ საქართველო ერთვება და ეს რითი დასრულდება, თქმაც არ მინდა... ჯერ კიდევ საბჭოეთის ზეობის ხანაში, „ცეერუს“ ერთ-ერთი მაღალჩინოსანი გადმოვიბირეთ, რომელიც იდეური მოსაზრებით მოგვემხრო. მან თავის უწყებაში შემუშავებული, გრძელვადიანი ტაქტიკურ-სტრატეგიული გეგმების კრებული გადმოგვცა. ერთ-ერთ მათგანში შავით თეთრზე ეწერა, რომ რუსეთის იმპერიასთან სისხლისმღვრელ ომში განადგურებული ქართველების ადგილს საერთაშორისო მშვიდობისმყოფელი არმია დაიკავებს... ნამდვილად საშინელი პერსპექტივაა და ეს გეგმა გაწერილია 2000-2020 წლებისთვის. არ მგონია, რომ ამ სატანურ გეგმაში ჩვენთვის სასარგებლო რაიმე ცვლილება იყოს შეტანილი და, თუკი ბრმა პროამერიკანიზმს თავს არ დავანებებთ, გადავრჩებით... მაშინ „ცეერუს“ ეს კრებული პირადად გადავეცი შჩუკინს და, სანამ მას ჩავაბარებდი, მეც გულდასმით გავეცანი. ვიქტორ იაკოვლევიჩმა თავაუღებლად, ყოველგვარი პაუზების გარეშე წაიკითხა ყველა ფურცელი, შემდეგ მაგიდაზე დაყარა და მითხრა:

– თუ იცი, რა წერია აქ?

– დიახ, გავეცანი.

– მერე, რას იტყვი?

– რა უნდა ვთქვა? ამერიკელების მორიგი ფუჭი, შიზოფრენიული სურვილების საქაღალდო ვარიანტია, – დაცინვით ვთქვი მე, შჩუკინმა კი უარყოფის ნიშნად თავი გააქნია და მომიგო:

– ტყუილად გგონია ასე. ისინი ასეთ გეგმებს ჰაერზე არ წერენ.

ვიქტორ იაკოვლევიჩის სიტყვებზე გადახარხარება მომინდა, მაგრამ, ამას ვერ ვაკადრებდი და თავშეკავებულად ვუთხარი:

– ამხანაგო გენერალო, აქ წერია, რომ ქართველი ერი გაწყდება და მის ადგილს რაღაც გაურკვეველი ჯარის ნაწილები დაიკავებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირში არ ვიქნებით. თქვენ გჯერათ ამის?

– ჩემო კარგო, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს არ მოხდეს. მაგრამ, ნურც ასეთ რამეს გამოვრიცხავთ.

– არ გეწყინოთ, ვიქტორ იაკოვლევიჩ, მაგრამ, სწორედაც რომ გამოვრიცხავ ასეთ რამეს. ჩვენი დიადი ქვეყნის დაშლა არარეალურია და არ მჯერა.

შჩუკინთან პოლემიკა მაშინ ამით დასრულდა. ვიქტორ იაკოვლევიჩს ჩემთვის აღარაფერი უთქვამს და მე მისი კაბინეტი დავტოვე. მას „ცეერუს“ ეს საიდუმლო გეგმა ანდროპოვისთვის მიუტანია და სერიოზულად განუხილავთ, შემდეგ პოლიტბიუროზეც გაუტანიათ, მაგრამ, დაბერებულ საბჭოთა მმართველებს, თურმე, სასაცილოდაც არ ეყოთ ეს გეგმა და თავდაცვის მინისტრს ის შემოგდებულ დეზინფორმაციადაც კი მოუნათლავს. ერთი სიტყვით, უკვე მერამდენედ, ანდროპოვი უმცირესობაში დარჩა პოლიტბიუროზე და ძვირფასი სადაზვერვო მონაპოვარი არქივში შეინახეს. ცეერუელი წყარო კი, ვინც მე ეს ინფორმაცია გადმომცა, მარტივად რომ ვთქვათ, „ცეერუსვე“ ჩააბარეს და ეს ყველაფერი ანდროპოვისა და შჩუკინის გვერდის ავლით განხორციელდა. ამერიკელებმა მოღალატე, რა თქმა უნდა, დააპატიმრეს, გაასამართლეს და ოცდაათწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

შჩუკინი ისე იყო გამძვინვარებული, რომ საკუთარ თავს არ ჰგავდა. იმ პერიოდში მე მის კაბინეტში მომიწია ვიქტორ იაკოვლევიჩის ლოდინი. შჩუკინი ანდროპოვთან იყო გამოძახებული და რომ დაბრუნდა, აყვირდა:

– კრეტინები! იდიოტები! მაგათი დედაც!.. ეს რა ჩაიდინეს ამ სალდაფონებმა, უძვირფასესი და უპერსპექტიულესი აგენტი ჩააგირავეს!..

როგორც შჩუკინის სიტყვებიდან გაირკვა, თავდაცვის მინისტრს „გრუსთვის“ დაუვალებია ჩემ მიერ მოპოვებული ინფორმაციის სისწორის გადამოწმება, მათ კი ხეირიანი ვერაფერი მოიფიქრეს, თანაც, არც ჩვენთან შეათანხმეს თავიანთი მოქმედებები და ერთ-ერთ პროსაბჭოთა, ლათინოამერიკულ გაზეთში გამოაქვეყნეს მის მიერ მოპოვებული საიდუმლო დოკუმენტები, რასაც  „ცეერუს“ მყისიერი რეაგირება მოჰყვა. ძვირფასი აგენტი გაშიფრეს და დიდი ხნით გამოკეტეს ციხეში.

– წარმოგიდგენია, კოკი, ასეთი არაპროფესიონალიზმი და არაკომპეტენტურობა? ეს რა ქნეს, ასეთი უძვირფასესი წყარო როგორ წაგვართვეს?

წლების მერე, პოსტსაბჭოთა პერიოდში, როდესაც აგვისტოს ომიც ჩავლილი იყო, შჩუკინს თბილისში შევხვდი. ჩვენ ერთ-ერთ ღია კაფეში დავსხედით და მან მითხრა:

– გახსოვს, შენ რომ „ცეერუს“ოფიცერი გადმოიბირე და საიდუმლო დოკუმენტაცია მოატანინე?

– ოცდაათი წლით რომ ჩასვეს ციხეში „გრუს“ წყალობით? – კითხვითვე ვუპასუხე შჩუკინს. მან თავი დამიქნია და მითხრა:

– გახსოვს, იქ რა ეწერა, რაც შენ არ დაიჯერე?

– საქართველო-რუსეთის ომს გულისხმობთ?

– მერე, არ მართლდება? განა, აგვისტოს მოვლენები ამ ყველაფრის წინაპირობა არ არის?

– როგორც ჩანს.

– აქ საქმეზე ვარ ჩამოსული.

– დაგებარებინეთ და მე ჩამოვიდოდი.

– არა, ასე ჯობია. მოკლედ, მისმინე. შენ რომ გადმოიბირე და საიდუმლო გეგმები მოატანინე, ის კაცი ახლა თბილისშია და თქვენს მთავრობას საიდუმლოდ ჰყავს გამომწყვდეული. შენ მაქსიმალურად უნდა ეცადო, რომ ის გამოიხსნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროვოკაციაა მოსალოდნელი და ამერიკელები თქვენი მთავრობის მეშვეობით არასასურველ ოპონენტს მოიშორებენ.

– ოცდაათი წელი გავიდა?

– დიახ. ის რამდენიმე წლის წინ გათავისუფლდა პატიმრობიდან და ანტიამერიკულ კამპანიას ჩაუდგა სათავეში. სხვადასხვა ქვეყანაში დადის და ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ბოროტებას თესავს ყველგან და ყველას მოუწოდებს, რომ ზურგი აქციონ მას და არ ითანამშრომლონ მასთან. თბილისში ის სამიოდე დღის წინ ჩამოვიდა, რომ აგვისტოს ომზე სიმართლე ეთქვა და მის გაჩაღებაში ამერიკა დაედანაშაულებინა. თუმცა, ის აეროპორტშივე აიყვანეს და, როგორც ვვარაუდობთ, დიდი პროვოკაციისთვის ამზადებენ.

– რა პროვოკაციისთვის?

– ზუსტად არ ვიცი, მაგრამ, ვფიქრობ, რომ მას მოკლავენ, ჩვენ მიერ ოკუპირებული ტერიტორიის საზღვარზე დააგდებენ და იტყვიან, რუსებმა მოკლესო. ამით ამერიკელები ორ კურდღელს დაიჭერდნენ: ერთი მხრივ, თავიდან მოიშორებენ მას, მეორე მხრივ კი, კიდევ ერთხელ „ამხელენ“ რუსებს პროგრესულად მოაზროვნე ადამიანების ხოცვა-ჟლეტაში.

– გასაგებია. მე რა უნდა ვქნა?

– ის კაცი უნდა გამოიხსნა და კონსპირაციულ ბინაზე მიიყვანო. იქიდან კი მას საიმედო ადგილზე გადაიყვანენ.

– მის ადგილსამყოფელზე ინფორმაცია გაქვთ?

– აი, აქ ჰყავთ, – შჩუკინმა, წყნეთის ერთ-ერთი, ეგრეთ წოდებული „დახურული“ აგარაკის სურათი მიჩვენა და დაამატა – ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული აგარაკია.

ამერიკელის გამოსახსნელად რამდენიმე ვარიანტი შევიმუშავე. თან, ძალიან გამიმართლა. იმ დღეს  ისეთი თავსხმა წვიმა იყო, რომ ერთ მეტრში არაფერი ჩანდა. ოპერატიული აგარაკის ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა, კარგად შენიღბული, მომმარაგებლის მანქანით შევედი. შეიარაღებულიც ვიყავი, მაგრამ, ერთი გასროლაც არ დამჭირდა. ოთხიოდე მცველი გაზით დავაძინე, მათ შორის, „ჩემი“ ამერიკელიც და, როცა კონსპირაციულ ბინაზე მივიყვანე, მხოლოდ მაშინ გაახილა თვალი...

ამერიკელი ჩემთვის უცნობ ხალხს დავუტოვე და წამოვედი, იმათ კი ის სად წაიყვანეს, არ ვიცი. დღესდღეობით, ის კაცი რუსეთში ცხოვრობს და უკვე ორი ანტიამერიკული მიმართულების წიგნი დაწერა და გამოსცა. ერთ-ერთ მათგანში დაწვრილებითაა მოთხრობილი, თუ როგორ დასთანხმდა ის საბჭოთა მზვერავს, საიდუმლო დოკუმენტების გადაცემაზე და როგორ გაატარა მან 30 წელი ამერიკის ციხეში.

წარმოიდგინეთ, რამდენი შინაგანი ძალა და რწმენა სჭირდება კაცს, რომ 30 წელი ციხეში გაატაროს, არ გატყდეს, გამოვიდეს და კვლავ იმ საქმეს მოჰკიდოს ხელი, რისთვისაც ის დასაჯეს. მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი კატეგორიის სპეცმომზადება მაქვს გავლილი, ნამდვილად არ ვიცი, შევძლებდი თუ არა იმ კაცივით გაძლებას და ყველაფრის გაგრძელებას. თუმცა, კოჯრის სპეცსკოლაში ყველანაირი ექსტრემალის, მათ შორის ციხეში გაძლების კურსიც გავიარე. დავასრულე თუ არა სწავლა, ინსტრუქტორმა მითხრა:

– მაგარი ხარ და, ალბათ, ყველაზე საშინელ ციხეშიც დიდხანს გაძლებ, მაგრამ, სამ რჩევას მოგცემ: ეცადე, რომ ტყვედ არ ჩავარდე; თუ ტყვედ ჩავარდი, სცადე, თავი მოიკლა; ხოლო, თუ მაინცდამაინც ციხეში აღმოჩნდი, გაქცევაზე იფიქრე და პირველივე ხელსაყრელი მომენტი გამოიყენე ამისთვის.

ნამდვილად არ მეგონა, თუ ოდესმე ციხეში ჩაჯდომა მომიწევდა, მაგრამ, ჩემი პროფესიის ადამიანს, შეიძლება, ყველაფერი დაავალონ, მათ შორის ციხეში ჩაჯდომაც. ერთი წელიც არ იყო გასული ავღანეთიდან ჩემი დაბრუნების შემდეგ, რომ შჩუკინმა დამიბარა და მითხრა:

– როგორ ხართ, კოკი, როგორ გრძნობთ თავს?

– გმადლობთ, ამხანაგო გენერალო, კარგად.

– ავღანეთში მძიმე მისია შეასრულეთ და ღირსეულად გაართვით მას თავი. იმედი მაქვს, თქვენდამი დაკისრებულ ყველა მისიას ასევე ღირსეულად გაუმკლავდებით.

იმ პერიოდში შჩუკინთან, რომ იტყვიან, მკაცრი ოფიციალური ურთიერთობა მქონდა და ვიქტორ იაკოვლევიჩი ასეთი მანერით იმიტომ მელაპარაკებოდა. 

– ახლა ანდრეი ლუკიჩი მოვა და თქვენი მომავალი მისიის დეტალებს გაგაცნობთ, – მითხრა შჩუკინმა.

ანდრეი ლუკიჩ მუხინთან ერთად ავღანეთში ვასრულებდი სპეცდავალებას. ამიტომ, მასთან უფრო ახლო დამოკიდებულება მქონდა. რომ მოვიდა, ხელი ჩამომართვა და მითხრა:

– სუდანში მოგიწევს გამგზავრება და ციხეში ჩაჯდომა. იქ ერთი ადამიანი ზის და უნდა წამოიყვანო.

სუდანში ევროპელი სტუდენტის სტატუსით ჩავედი და ერთ-ერთ ღამის ბარში მომხდარი ჩხუბის დროს, რომლის პროვოცირებაც, რა თქმა უნდა, მე მოვახდინე, პოლიციას წინააღმდეგობა გავუწიე და დამიჭირეს. მეორე დღესვე გამასამართლეს, მესამე დღეს კი, ათწელიწადმისჯილი, კატორღაზე გამიშვეს. ამ აფრიკულ ქვეყანაში, ისევე, როგორც ამ კონტინენტის უმეტეს სახელმწიფოში, ტირანული მმართველობა, დრაკონული კანონები და ტოტალური უუფლებობა მეფობდა. გამოსახსნელი ობიექტი ევროპაში მოღვაწე საბჭოთა არალეგალი აგენტი იყო. ის სუდანში გავლით იმყოფებოდა და მხოლოდ იმიტომ დააპატიმრეს და ჩემსავით ათწლიანი სასჯელი მიუსაჯეს, რომ ვიღაც ევროპელ ქალბატონს გამოესარჩლა, როდესაც მას ადგილობრივი, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი პოლიციელები თმებით ათრევდნენ იმის გამო, რომ ქალმა მათგან სიტყვიერი შეურაცხყოფა ვერ აიტანა და ტირანები უწოდა...

საბჭოთა არალეგალი აგენტის შესახებ, ლუბიანკაზე ბევრი არაფერი უთქვამთ, მხოლოდ მისი გამოხსნა და სამშვიდობოზე გამოყვანა დამავალეს. ანუ, მაშინ მე რიგით ბოევიკ-სუპერმენის ფუნქციებს ვასრულებდი და საქმის კურსში სრულად არავის შევყავდი. გამომგზავრების წინ მუხინმა მითხრა:

– კოკი, კარგად დაიმახსოვრე: რაც არ უნდა მოხდეს, ობიექტი აუცილებლად უნდა გამოიყვანო უსაფრთხო ტერიტორიაზე. დავუშვათ,  სროლაში მოყევით და ობიექტი მოგიკლეს. არავითარ შემთხვევაში არ მიატოვო, ასეთ შემთხვევაში, უსაფრთხო ტერიტორიაზე მისი ცხედარი გამოიტანე.

– არის, ამხანაგო გენერალო! – გამოვეჯგიმე მუხინს და თავში აზრადაც არ მომსვლია, მისთვის რამე მეკითხა.

მოგვიანებით შევიტყვე, რომ ობიექტს, რომელიც მე უვნებლად გამოვიყვანე უსაფრთხო ტერიტორიაზე, სხეულზე უამრავი ტატუ ჰქონდა და ეს ძალიან ძვირფასი ინფორმაცია იყო, რომლებიც ამერიკელების საიდუმლო სამხედრო ინფორმაციებს შეიცავდა სტრატეგიულ სფეროში და მუხინმა იმიტომ მიბრძანა მისი ცხედრის გამოტანა...

ობიექტი სამოციოდე წლის მამაკაცი იყო და მას სუდანის უდაბნოში მივაგენი, სადაც ტემპერატურა პლუს ორმოცდაათ გრადუსზე ქვევით არ ჩამოდიოდა. მას მე პაროლით დავეკონტაქტე და სწორედ დროზე მივუსწარი რადგან, მონური შრომისგან ისე იყო დაუძლურებული, რომ გადაადგილება უჭირდა. კატორღაზე ჩვენ ერთად თვე-ნახევარი გავატარეთ. ერთ ღამეს კი ორი ზედამხედველი გავგუდე, მათ პისტოლეტები და ავტომატები ავართვი. შემდეგ „ჯიპი“ გავიტაცე, რომელზეც დაზგური ტყვიამფრქვევი იყო დამაგრებული და კატორღიდან მოვუსვით. ისე მოხდა, რომ გზაში სამხედრო პატრულს გადავაწყდით და მათთან შეტაკება მოგვიწია. აი, იქ გამოგვადგა დაზგური ტყვიამფრქვევი და ავტომატები. სამხედროები გავჟლიტეთ და, კიდევ კარგი, რომ ბენზინი არ გაგვითავდა. ეთიოპიის საზღვრამდე მივაღწიეთ, იქიდან კი უსაფრთხო ადგილას მივედით და დამხმარე ჯგუფმა, ინდოეთის ოკეანის გავლით, სამშობლობში ჩაგვიყვანა.

– ყოჩაღ, ბრწყინვალედ შეასრულებული საქმეა! – შემაქო მუხინმა, როდესაც ლუბიანკაზე მივედი და ანდრეი ლუკიჩს ვეახლე, – წამოდი, შჩუკინი გველოდება.

იმ პერიოდში უფრო ინტენსიური კონტაქტები მუხინთან მქონდა და პირად ინსტრუქტაჟსაც ის მიტარებდა. როგორც მოგვიანებით მითხრა შჩუკინმა, თურმე, თვითონ შორიდან მადევნებდა თვალყურს და მომავალი საბჭოთა სუპერმენის როლისთვის მამზადებდა.

– იცი, რა, კოკი, – მითხრა ერთხელ ვიქტორ იაკოვლევიჩმა, – ადრე რომ ბონდის შესახებ ვკითხულობდი და ფილმებს ვუყურებდი, ყველაფერი ძალიან გადამეტებული და სასაცილო მეჩვენებოდა. ახლა კი, როდესაც შენ გიყურებ და შენ მიერ შესრულებული მისიების დეტალებში ვწვდები, საწყალი ჯეიმს ბონდი შენთან შედარებით ბავშვად მაჩვენება.

შჩუკინის ეს სიტყვები, ჩემი საქმიანობის საუკეთესო აღიარება იყო და მესიამოვნა, ვიქტორ იაკოვლევიჩს კი ვუთხარი:

– გმადლობთ, ამხანაგო გენერალო. ვეცდები, მომავალშიც გავამართლო თქვენი დიდი ნდობა.

– კეთილი, – გამიღიმა შჩუკინმა, – ეს მომავალიც დადგა – ამაღამ პარიზში მიემგზავრები. ხვალ საღამოს შეერთებული შტატების საელჩოში საზეიმო მიღებაა, რომელსაც უამრავი ადამიანი დაესწრება. მათ შორის იქნები შენც – ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ოფიცერი ჯეიმს ნოლი. შენი მისია, აი, ამ ადამიანის ლიკვიდაციაა, – შჩუკინმა ორმოცდაათიოდე წლის მამაკაცის ფოტოები მაჩვენა.

– ვინ არის? – ვკითხე შჩუკინს.

– უჩინარი კაცი. მას თითქმის თხუთმეტი წელიწადია, ვეძებთ და დანამდვილებით ვიცით, რომ ხვალ იმ მიღებაზე იქნება. ეს ადამიანი ხუთი წლის განმავლობაში გვატყუებდა. ის „ცეერუში“ გვყავდა შეგზავნილი, თუმცა, გაგვყიდა და მტრის მხარეზე გადავიდა. ხუთწლიანმა დეზინფორმაციებმა ჩვენს ქვეყანას დიდი ზარალი მიაყენა და ის უნდა განადგურდეს. იცოდე, კოკი, მისი მოხელთების სხვა შანსი, შეიძლება, არც მოგვეცეს, ამიტომ, ზუსტად და ეფექტურად უნდა იმოქმედო.

– არის! – მოკლედ მივუგე შჩუკინს.

– აბა, შენ იცი, წარმატებას გისურვებ, – მითხრა შჩუკინმა და კაბინეტიდან გამომაცილა...

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3