კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: რა ჯიშის ძაღლის აყვანას გვირჩევთ იმ შემთხვევაში, თუ ოჯახში პატარა ბავშვიც ცხოვრობს? ანუ, მაინტერესებს, ბავშვებს რომელი ძაღლები ეწყობიან უკეთესად?

პასუხი: თუ პატარა ბინაში ცხოვრობთ, ამ შემთხვევაში ბავშვი და ძაღლი ერთად ვერ იცხოვრებენ. თუ საკმარისი ფართი გაქვთ, მაშინ ლაბრადორი, სპანიელი, „ავჩარკა“ და ზოგჯერ კანე კორსოც, ბავშვებთან თამაშობენ და კარგად ეწყობიან მათ. პრინციპში, გააჩნია, ძაღლს როგორ გაზრდი, თორემ, აგრესიული, შეიძლება, ნებისმიერი ძაღლი იყოს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ძაღლის აღზრდას და გარემო სიტუაციას. 

კითხვა: თუ ძაღლი ცოფზე აცრილია, გაკაწვრის ან კბენის შემთხვევაში, მაინც საჭიროა დაზარალებულისთვის აცრის გაკეთება? დაკბენის შემთხვევაში კიდურის რომელი ადგილებია განსაკუთრებით საშიში? 

პასუხი: შეიძლება, ცხოველი აცრილი იყოს, მაგრამ, აცრა ასპროცენტიანი დაცვა არ არის. ცოფის გარდა, ძაღლს აქვს გაჭუჭყიანებული პირის ღრუ, რადგან ეხება მიწას, არასტერილურ გარემოს. ამიტომ, თუ ძაღლმა კბილი გაგკრათ, აუცილებლად უნდა მიაკითხოთ ექიმ რაბიოლოგს, რომელიც გადაწყვეტს, საჭიროა თუ არა აცრის გაკეთება. აუცილებლად გამოგკითხავთ, აცრილია თუ არა ძაღლი, როდის არის აცრილი და ასე შემდეგ. არსებობს სხეულის ადგილები, რომლებიც საშიშ ზონებად ითვლება. ამ შემთხვევაში, 10 დღის ინტერვალში გაუკეთებს პირობით აცრებს. საშიში ადგილებია: ხელის თითები, ცხვირ-სახე, თავი, გამრავლების ორგანოები, ნერვული დაბოლოებები; დანარჩენი კი მეორე კატეგორიის დაინფიცირებად ითვლება.

კითხვა: მაინტერესებს, დედალი ძაღლისთვის წელიწადში რამდენჯერ არის მიზანშეწონილი დართვა? 

პასუხი: ძუს წელიწადში ორჯერ აქვს გამრავლების საშუალება, რადგან ციკლი 6 თვეში ერთხელ აქვს. მაგრამ, თუ ლეკვების გაყიდვით არ ხართ დაინტერესებული, მაშინ, უმჯობესია, წელიწადში ერთხელ შეაჯვაროთ. ლაქტაციის დროს ძაღლი ძალიან ბევრ ენერგიას ხარჯავს და ძალიან ბევრი ვიტამინისა და მიკროელემენტისგან იცლება, რასაც აღდგენა სჭირდება, ამისთვის კი გარკვეული პერიოდია საჭირო. ამიტომ, სასურველია, ცხოველს გამრავლების ერთი ციკლი გამოვატოვებინოთ და შემდგომში შევაჯვაროთ.  

კითხვა: ჩემს ძაღლს ძალიან უყვარს ნამცხვრები და შოკოლადები. მაინტერესებს, ეს მის ჯანმრთელობაზე უარყოფითად ხომ არ იმოქმედებს?

პასუხი: არ გირჩევთ ამის გაკეთებას, რადგან, ტკბილეულის ჭამა ძაღლისთვის დაუშვებელია. შეიძლება მხოლოდ ათასში ერთხელ, მცირე დოზით მივცეთ მას ტკბილეული, მაგრამ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღოს ამან ყოველდღიური სახე. თუ თქვენი ძაღლი მაინცდამაინც ვერ ძლებს ტკბილეულის გარეშე, უყიდეთ ძაღლების სპეციალური შოკოლადი და ის მიეცით.

კითხვა: როგორც ვიცი, ცხოველებში საკმაოდ გავრცელებულია ჭიის პრობლემა. იქნებ, მითხრათ, როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ცხოველს ჭია ჰყავს? ანუ, რა გარეგანი მაჩვენებლები აქვს მას?

პასუხი: როგორც კი ცხოველს შეიძენთ, უპირველესად, აუცილებლად უნდა ჩაუტაროთ დეჰელმინთიზაცია – ეს არის ჭიების საწინააღმდეგო პროფილაქტიკა. შინაგან პარაზიტებზე დამუშავება 3 თვეში ერთხელ ხდება. თუ ამ ყველაფერს დაიცავთ და ცხოველს ჭიაზე 3 თვეში ერთხელ დაამუშავებთ, ის დაზღვეული იქნება ამ პრობლემისგან, რადგან, ეს ის პერიოდია, როცა ჭია განვითარებას ვერ ასწრებს. რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა მიხვდეთ ჭიის არსებობას, ეს სხვადასხვანაირად ვლინდება. არის შემთხვევები, როცა ცხოველი ჭიას განავალს გამოაყოლებს, ან ამოაღებინებს, რაც თვალით შესამჩნევია. პატრონმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დატოვოს უყურადღებოდ ჭიის საკითხი, რადგან, ეს საკმაოდ საშიშია. არ არის გამორიცხული, ჭიამ კუჭი გახვრიტოს და ღვიძლში გავიდეს; დაფიქსირებულია გულის გახვრეტის შემთხვევაც და ასე შემდეგ. 

скачать dle 11.3