კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მოხდა ამ დღეს

 

18 მარტი

1891 – პარიზსა და ლონდონს შორის დამყარდა სატელეფონო კავშირი.

1899 – დიმიტრი მენდელეევმა განაცხადა მის მიერ ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის შექმნის შესახებ.

1900 – დაარსდა ჰოლანდიური საფეხბურთო კლუბი „აიაქსი“.

1965 – საბჭოთა კოსმონავტი ლეონოვი პირველად გავიდა ღია კოსმოსში. 

19 მარტი

1831 – პირველად დაფიქსირდა ბანკის ძარცვა ამერიკის შეერთებულ შტატებში.

1859 – პარიზში შედგა შარლ გუნოს ოპერა „ფაუსტის“ პრემიერა.

1945 – იაპონიაში დაიხურა ყველა სკოლა. 6 წელზე უფროსი ბავშვები სამხედრო სამუშაოებზე გაგზავნეს.

1953 – შედგა „ოსკარების“ გადაცემის ცერემონიალის პირველი ტელეჩვენება.

20 მარტი

1852 – გამოქვეყნდა ამერიკელი მწერლის, ჰარიეტ ბიჩერ-სტოუს რომანი „ბიძია თომას ქოხი“.

1854 – ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსდა რესპუბლიკური პარტია.

1969 – შედგა ჯონ ლენონისა და იოკო ონოს ქორწილი.

21 მარტი

1925 – ამერიკის შეერთებულ შტატ ტენესში მიიღეს კანონი, რომელიც კრძალავდა დარვინიზმის სწავლებას (1950 წლიდან გაუქმებულია).

1963 – დაიხურა სახელგანთქმული ციხე – ალკატრასი.

1990 – გამოცხადდა აფრიკის ტერიტორიაზე უკანასკნელი კოლონიის – ნამიბიის დამოუკიდებლობა.

22 მარტი

1786 – ეკატერინე მეორემ ბრძანა, რომ ამიერიდან ქვეშევრდომებს მისთვის თავი წარედგინათ არა როგორც მონა, არამედ „ერთგული ქვეშევრდომი“.

1956 – ელვის პრესლი პირველად მოხვდა მუსიკალურ ჰიტ-პარადში.

1967 – ალექსანდრ სოლჟენიცინმა გამოაქვეყნა „არქიპელაგი გულაგი“.

23 მარტი

ჩვენს წელთაღრიცხვამდე 86  – რომაელმა სარდალმა სულამ შტურმით აიღო და გაძარცვა ათენი. საბერძნეთი საბოლოოდ დამორჩილდა რომს.

1839 – ბოსტონურ გაზეთ „მორნინგ პოსტში“ პირველად გამოჩნდა დღეს უკვე გავრცელებული გამოთქმა „ო’კეი“.

1919 – ბენიტო მუსოლინიმ ქალაქ მილანში დააარსა ახალი პოლიტიკური მოძრაობა „Fasci di Combatimento“. ასე გაჩნდა ტერმინი „ფაშიზმი“.

24 მარტი 

1603 – ინგლისში ტიუდორების დინასტია შეცვალა სტიუარტების დინასტიამ.

1882 – რობერტ კოხმა აღმოაჩინა ტუბერკულოზის ჩხირები.

1955 – ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დააყენა მსოფლიოში პირველი საზღვაო ნავთობჭაბურღილი.

 

скачать dle 11.3