კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უნიკალური შემთხვევა: 2 წლის გოგონა შიდსისგან განიკურნა

ამერიკაში, მისისიპის შტატში, დაფიქსირდა უნიკალური მოვლენა – სრულიად გამოჯანმრთელდა იმუნოდეფიციტის ვირუსით დაბადებული ბავშვი. მას დაავადების ბოლო სტადია – შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი ჰქონდა.

ორწლინახევრის გოგონა გამოჯანმრთელდა. მას დაბადებიდანვე  დაუწყეს შესაბამისი პრეპარატებით აგრესიული მკურნალობა. ლაპარაკია მაღალაქტიურ ანტისეტროვირუსულ თერაპიაზე, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული, ერთდროულად სამი-ოთხი ძლიერმოქმედი პრეპარატისგან შედგება. ზოგადად, ის არ გამოიყენება ახალდაბადებულებთან, რადგან, ზუსტი დიაგნოზის დასმის ალბათობა მხოლოდ 15-დან 45 პროცენტამდეა.

შიდსის ვირუსით განკურნების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა 2007 წელს, ბერლინში, როდესაც მამაკაცს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია გაუკეთდა.

„საოცარია! ასეთი მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, რამდენიმე კვირაში, დაავადების სიმპტომები ისევ იჩენს ხოლმე თავს. ამ შემთხვევაში კი ინფექციის კვალიც არ დარჩა. მაგრამ, ეს მხოლოდ ერთი შემთხვევაა და მკურნალობის ახალ მეთოდზე დარწმუნებით საუბარი ნაადრევია“, – განაცხადა კვლევის წამყვანმა სპეციალისტმა დებორა პერსომ. თუმცა, იმუნოდეფიციტის ვირუსის  მკურნალობისადმი ახალმა მიდგომამ შეიძლება გაამართლოს და ფართო გავრცელებაც პოვოს.

скачать dle 11.3