კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

 

მართე სიტუაცია!

 

ამბობენ, რომ ქალებს სიტუაციის მართვა შეუძლიათ. მაგრამ, არსებობს ერთი პირობა: ქალმა ჯერ საკუთარი თავისა და გუნება-განწყობის მართვა უნდა ისწავლოს. პრინციპში, ქალებს ეს მეტ-ნაკლებად ეხერხებათ, უბრალოდ, ზოგიერთი ამას ვერ აცნობიერებს. როგორ უნდა გააცნობიერო?! მარტივად წაიკითხეთ და მიჰყევით ინსტრუქციას:

ჩვენი ცხოვრების ნებისმიერი მოვლენა ჩვენშივე იწვევს სხვადასხვანაირ, ბუნებრივ და ადეკვატურ რეაქციებს. ფსიქოლოგიაში ამას რეაქტიული განწყობა ჰქვია. კარგია, თუ რეაქცია პოზიტიურია. ის სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და დამტკიცებულია, რომ ამაღლებს შრომისუნარიანობას. თქვენ შეგიძლიათ, „დააპროგრამოთ“ განწყობილება დადებითი მუხტით. მაგალითად, თუ დილით უგუნებოდ გაგეღვიძათ, ნუ აჰყვებით ამ განწყობას და ნეგატივს ნუ გაიღრმავებთ. წამალი არსებობს: დალიეთ რომელიმე ცხელი სასმელი, ის, რაც გიყვართ – ცხელი შოკოლადი, ყავა, სურნელოვანი ჩაი. საერთოდ, შოკოლადი გუნება-განწყობას აუმჯობესებს. შავი, ურძეო შოკოლადი მშვენიერი დილის შესანიშნავი დასაწყისია. არ მისცეთ საშუალება ნეგატივს, იმძლავროს თქვენზე. თუ ამას შეძლებთ, მერე სიტუაციის მართვასაც მოახერხებთ. ანტიდეპრესანტია და ძალიან მოგიხდებათ გამამხნევებელი ვარჯიში.

შეცდომებს ვუშვებთ ყველა. უბრალოდ, წუწუნს და სინანულს, ჯობია, კარგად გააანალიზო ისინი, რათა მეორედაც არ დაუშვა. სახლში მაქსიმალურად ეცადეთ, ნაკლებად იფიქროთ პრობლემებზე და საღამოს რამდენიმე საათი მყუდროდ გაატაროთ.

მუდმივად აკონტროლეთ ემოციები. არსებობს ცნება – „შინაგანი ღიმილი“. მისი ათვისება ძნელი არ არის: მოეშვით, რაღაც მომენტში არაფერზე იფიქროთ და გაუღიმეთ კეთილ მოგონებებს. თუ პოზიტიური ფონი თქვენი მეგზური იქნება, სიტუაციის ბატონ-პატრონადაც იგრძნობთ თავს.

 

იპოვე სიახლე!

 

წარმოიდგინე, რომ შენი ცხოვრება სასწორს ჰგავს: საკმარისია, ერთი ნაბიჯი ან მარჯვნივ გადადგა, ან მარცხნივ, რომ წონასწორობა დაირღვევა. ემოციური „საწყობი“, გნებავთ, სასწორის პინა, ზოგჯერ ბოლომდე ივსება და მაშინ უკვე პოზიტივის მიღებაც რთულდება. სამაგიეროდ, მეორე პინაზე ყოველთვის მოიძებნება ადგილი სიახლისთვის. ბოლომდე შევსებული ფურცელიც აუცილებლად უნდა გადაშალო, რათა განაგრძო გზა და იარო წინ... წარსულს ვერასდროს მოიშორებ, ის მუდმივად შენი თანმდევი იქნება, მაგრამ არ უნდა მისცე საშუალება, გავლენა მოახდინოს შენზე. „დაგიტოვოს“ თავისთან და ვეღარ შეძლო განახლება, განვითარება.

თვის დასაწყისში ერთხელ მაინც ჩამოწერეთ თქვენთვის, რისი გაკეთება გინდოდათ ყოველთვის და ახლაც გინდათ. შეიტანეთ ამ სიაში პატარა, თუნდაც უმნიშვნელო სურვილები, კონკრეტული მიზნები, ერთი შეხედვით აუხდენელი ოცნებები და მერე უკვე ნელ-ნელა დაიწყეთ მათი რეალიზება, გადადგით პატარ-პატარა ნაბიჯები – მწვერვალებს ერთბაშად და დიდი ნახტომით არ იპყრობენ.

რეალურად შეაფასეთ საკუთარი პერსპექტივები როგორც საქმეში, ასევე, პირად ურთიერთობაში. თუნდაც დღეს მარტო იყოთ, ეს არაფერს ნიშნავს – თქვენ მაინც წარმოადგენთ ერთ დიდ მთლიანობას. თუ წყენა და გულისტკივილი დაგიგროვდათ, იტირეთ და გათავისუფლდით მისგან. თუ ვინმემ ისე გაწყენინათ, რომ ამის დავიწყება გიჭირთ, მიდით მასთან, უთხარით, რასაც ფიქრობთ და ბოლომდე გაარკვიეთ ყველაფერი... ერთი სიტყვით, გაზაფხულია და იპოვეთ სიახლე სიახლეებისთვის, თუნდაც განწყობის ასამაღლებლად ჭურჭლის დამტვრევა დაგჭირდეთ – პოზიტიური ემოციებისთვის ამასაც აქვს გამართლება.


დროით გამოცდილი

 

ყველაზე ადრეული ქორწინება, რომლის ოფიციალური დოკუმენტი დღემდე შემოინახა, 1853 წლით თარიღდება და საკმაოდ უცნაური წყვილის ოფიციალურ ურთიერთობას ეხება: პატარძალი 5 წლის იყო, სიძე – 8-ის. ტემულდიჯიმ და ნარიმე ბხიკაჯებმა ერთად 87 წელი იცხოვრეს. მერე კიდევ იტყვიან, ადრეულ ასაკში ქორწინება გაუმართლებელიაო. აი, ბატონო, თვალსაჩინო მაგალითი, რომელიც სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს. თანამედროვე ქორწინების მაგალითებიც ბევრი გვაქვს, რომლებსაც ცნება – „ადრეა“, ან „გვიანია“ – არანაირად არ ეხება. ინგლისში, ქალაქ ბრედფორდში ცხოვრობს წყვილი, რომელმაც ექვსი წლის წინათ იქორწინა. დღეს ცოლი, კარენ ჩანდი, 106 წლისაა, მისი მეუღლე – კარტარი ჩანდი – 99 წლის... ანუ, რა გამოდის? – ამით მხოლოდ იმისკენ მოგიწოდებთ, რომ სასწრაფოდ იზრუნოთ ოჯახის შექმნაზე; აღარ გადადოთ ის ხვალისთვის, თუკი დღეს უკვე მიხვდით ამის აუცილებლობას. სად უნდა გაიცნოთ თქვენი მეორე ნახევარი? პრინციპში, ყველგან, მთავარია, ამის რეალური სურვილი გქონდეთ. მაგალითად, პატრიკ სვეიზმა თავისი მომავალი მეუღლე, 15 წლის ლიზ ნიემი, ბალეტის გაკვეთილებზე გაიცნო. როცა თავად 18 წლის იყო. ოთხი წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს და მერე დაქორწინდნენ. ერთად 34 წელი გაატარეს, სანამ ისინი სიკვდილმა არ დააშორა ერთმანეთს – ზუსტად ისე, როგორც საქორწინო ფიცშია.

მართალია, სტატისტიკა ამბობს, რომ ადრეული ქორწინებების 82 პროცენტი განქორწინებით მთავრდება, მაგრამ, იქნებ, თქვენ დანარჩენ  18 პროცენტში ხართ? მართალია, ოჯახის შექმნა მაინც რისკია, თუმცა, ვინც არ რისკავს, ის არც შამპანურს მიირთმევს.


სასწაულის მოლოდინში

 

გაზაფხული განსაკუთრებულია წელიწადის დროებს შორის. ამ პერიოდში შეუცნობლად მოველით რაღაც განსაკუთრებულს და, როგორი პრაგმატულებიც არ უნდა ვიყოთ, სასწაულის არსებობის მაინც გვჯერა. მაგრამ, სასწაული რომ მოხდეს, მინიმუმ, არ უნდა შეგეშინდეთ, ბოლომდე გაუხსნათ მას გულისა და სულის კარიბჭენი.

ფლირტი გაზაფხულზე მარტო სასურველი კი არა, ექიმის დანიშნულებასავით არის. ის ძალიან სასარგებლოა, მაგრამ გონივრული და ყოველგვარი შორს მიმავალი გეგმების გარეშე. უნდა გაითვალისწინოთ ძირითადი ნიუანსები. მთავარია, ამ ფლირტმა არ დააზიანოს თქვენი საქმიანობა და ის სერიოზული ურთიერთობა თუ კავშირები, რომლებიც ახლა გაქვთ.

გაათავისუფლეთ გრძნობები და ემოციები მარწუხებისგან – სწორედ ახლაა ამის დრო. რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ყველა მოხიბლოთ?! – არაფერი, უბრალოდ, იყავით ისეთი, როგორიც ხართ – ბუნებრივი, ძალდაუტანებელი და გახსნილი.

გადაუწყვეტელობა და ყოყმანი ამჯერად არაფერში გამოგადგებათ. მართალია, სასწაულები ყოველთვის მოულოდნელად ხდება, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ჯერ უნდა დაიჯერო, რომ მერე მოხდეს.

არავის თქვენ გარდა, არ შეუძლია, მოაგვაროს პირადი ურთიერთობები; შეცვალოს დამოკიდებულება მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან, თანამშრომლებთან. თუ ვინმე თქვენგან პატიებას ელის, ნუ გააწბილებთ მას – პატიების ნიჭი ყველაზე დასაფასებელი ნიჭია.

 

скачать dle 11.3