კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჰიპერტონიის დროს მიირთვით კანიანად შემწვარი კარტოფილი, მოწამვლის დროს კი მოხარშული

მენიუში კარტოფილის ჩართვით, თქვენს ორგანიზმს აუცილებელი და შეუცვლელი ამინომჟავებით ამარაგებთ, განსაკუთრებით კი, ლიზინით, ნახშირწყლებით, მინერალური ნივთიერებებითა და ვიტამინებით.

სრულფასოვანი კვებისთვის საკმარისია, მიირთვათ დღეში 100-120 გრამი კარტოფილი.  ძველი, ხალხური მედიცინის რეცეპტით, მისი წვენის კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის განსაკურნებლად იყენებდნენ.

კიდურების შეშუპების დროს, გაფცქვენით უმი კარტოფილი და გახეხეთ. მიღებული მასა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში დაიდეთ შესიებულ ადგილზე და შეიხვიეთ.

თუ ჰიპერტონია გაწუხებთ, ხშირად მიირთვით აირღუმელში კანიანად შემწვარი კარტოფილი.

ოსტეოქონდროზის დროს კარგია გახეხილი კარტოფილისა და თაფლის ნარევის კომპრესი, რომელსაც ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს. კომპრესი დაახლოებით საათ-ნახევარი უნდა გაიჩეროთ.

თუ თავი გტკივათ და გული გერევათ, დალიეთ უმი კარტოფილის წვენი, დღეში ორჯერ, ნახევარი ჭიქა. თუ კარტოფილის წვენს სტაფილოსა და ნიახურის წვენსაც შეურევთ, ორგანიზმს წიდებისგანაც გაწმენდთ.

სამკურნალოდ კარტოფილის სახამებელიც გამოიყენება. კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს მას ანთების საწინააღმდეგო საშუალებად იყენებენ.

მძიმე ფორმის მოწამვლისას კი მხოლოდ მოხარშული კარტოფილის ჭამა წამლად შეგერგებათ.

 

ყვავილოვანი კომბოსტო, ისპანახი და მჟაუნა ორგანიზმისთვის სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს

ყვავილოვან კომბოსტოში არ არის გოგირდი, რომელიც იწვევს გაზების წარმოქმნის პროცესის გაძლიერებას კუჭ-ნაწლავში. მას ადამიანის ორგანიზმი ადვილად ინელებს და, რადგან გაცილებით მცირე რაოდენობით უჯრედისს შეიცავს, არც ისე ძლიერად აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს. მაგრამ, ყვავილოვანი კომბოსტო მდიდარია აზოტოვანი ნივთიერებებით, რის გამოც მარილების დალექვის დროს მისი ჭამა მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით არის რეკომენდებული.

ყვავილოვანი კომბოსტო, ისპანახი და მჟაუნა მდიდარია ვიტამინებით, მინერალური მარილებით, სხვა სასარგებლო და საჭირო ნივთიერებებით.

ისპანახი შეიცავს დიდი რაოდენობით სრულფასოვან ცილებს, ვიტამინებს, რკინას. მაგრამ, ვისაც მიდრეკილება აქვს ისეთი დაავადებებისადმი, როგორიცაა მარილების გაძლიერებული დალექვა პოდაგრისა და დიათეზის დროს, არ არის რეკომენდებული ისპანახის ჭამა. ისპანახში სხვა ბოსტნეულზე ბევრად მეტია აზოტოვანი ნივთიერებები, მათ შორის, პურინული ფუძეები, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში შარდმჟავასა და მისი მარილების წარმოქმნას.

არ გირჩევთ მჟაუნას წვნიანების ხშირად შეტანას მენიუში, რადგან მჟაუნას მჟავა კუჭისა და ნაწლავების ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას იწვევს. ის, ასევე, დიდი რაოდენობით შეიცავს აზოტოვან ნივთიერებებს, რაც ნიშნავს, რომ სახსრების დაავადებების, პოდაგრის, თირკმელებისა და ნაღვლის კენჭოვანი დაავადებების დროს, არ უნდა მიირთვათ.

 

გასტრიტი საშიში დაავადებაა

კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება, ანუ გასტრიტი, საკმაოდ საშიში დაავადებაა.  განარჩევენ მწვავე და ქრონიკულ გასტრიტს. 

მწვავე გასტრიტის ერთ-ერთი ფორმა მედიკამენტებით გამოწვეული პათოლოგიაა. ზოგიერთი პრეპარატი მნიშვნელოვნად ამცირებს კუჭის ლორწოვანი გარსის დამცავ ფუნქციას, რითაც მწვავე ანთებითი პროცესების განვითარება იწყება. მწვავე გასტრიტი შეიძლება, ასევე, ბაქტერია ჰელიკობაქტერპილორით იყოს გამოწვეული. მას სპირალის ფორმა აქვს და სწორედ ეს მიკრობი ასრულებს მნიშვნელოვან როლს მწვავე და ქრონიკული გასტრიტის ზოგიერთი ფორმის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის ჩამოყალიბებაში. 

კუჭში მიკრობი, ძირითადად, ლორწოვანი გარსის ზედაპირულ შრეშია განთავსებული. ის ბევრ მნიშვნელოვან ნივთიერებას გამოიმუშავებს, რომელიც საუკეთესო პირობებს ქმნის გასტრიტის განვითარებისთვის. მიკრობით გამოწვეული გასტრიტი ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ასევე, არსებობს ინფექციური გასტრიტი, რომელიც სხვა ბაქტერიებითა და ვირუსებითაა გამოწვეული, მაგალითად, მარტივი ჰერპესით და ციტომეგალოვირუსით. 

ქრონიკული გასტრიტი ანთებითი პროცესის გახანგრძლივებული მიმდინარეობით ხასიათდება. პირველ ეტაპზე პათოლოგიური პროცესი ლორწოვანის ზედაპირულ, შემდეგ კი ჯირკვლოვან შრეში ლოკალიზდება. დაავადების განვითარებისას მიმდინარეობს ჯირკვლების რღვევა, გალევა და გადაგვარება. ამ დროს ლორწოვანი მნიშვნელოვნად თხელდება. 

განვითარების მიხედვით, არსებობს ორი ტიპის ქრონიკული გასტრიტი, კერძოდ, A და B ტიპის. 

A ტიპის ქრონიკული გასტრიტი შედარებით ნაკლებად გავრცელებული დაავადებაა. ის ხშირად სისხლნაკლებობის, ანუ ანემიის დროს გვხვდება, როცა ორგანიზმში არ არის B12 ვიტამინის საკმარისი რაოდენობა. 

B ტიპის ქრონიკული გასტრიტის შემთხვევები უფრო ხშირია. ის წლების მატებასთან ერთად ხშირდება. მის განვითარებაში კი წამყვანი როლი აკისრია ჰელიკობაქტერპილორს. ამ ბაქტერიის წინააღმდეგ ჩატარებული მკურნალობის შემდეგ ლორწოვანი გარსი განახლებას იწყებს, ხოლო კუჭის განმეორებითი ინფიცირების შედეგად, პროცესი კვლავ გრძელდება. B ტიპის ქრონიკული გასტრიტის დროს კუჭის წვენის გამოყოფა დაქვეითებულია. 

გასტრიტის სპეციალური მკურნალობის მეთოდი ჯერ შემუშავებული არ არის. A ტიპის დროს ინიშნება B12 ვიტამინის პრეპარატები. ბაქტერიის აღმოჩენის შემთხვევაში კი, ანტიბიოტიკებით ხდება კურსის ჩატარება. 

ატროფიული, ანუ განლევითი პროცესებით მიმდინარე გასტრიტის დროს ძალიან მაღალია სიმსივნური პროცესის განვითარების რისკი. ამიტომ, თავი რომ დაიზღვიოთ და პროცესი არ გაართულოთ, საჭიროა, დროულად მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს და მისი მეთვალყურეობის ქვეშ დაიწყოთ მკურნალობა. 

 

უზმოზე ნივრის ჭამა სისხლძარღვებს ამაგრებს

 ბევრი ადამიანი უჩივის ქრონიკულ დაღლილობას. არსებობს სპეციალური წესები, რომ შრომამ ძალიან არ გადაგღალოთ და თავი მხნედ და ჯანმრთელად იგრძნოთ მთელი დღის განმავლობაში. კერძოდ:

* ყოველ საღამოს დაიზილეთ ტანი ცივ წყალში დასველებული პირსახოცით და მიიღეთ B ვიტამინი; ძილის წინ კი გაიკეთეთ ფეხების აბაზანა;

* დიდი რაოდენობით მიირთვით კალცით მდიდარი საკვები, მაგალითად: ნედლი ბოსტნეული, ხილი, რძე, კვერცხის გული;

* თუ გონებრივად დატვირთული სამუშაო გაქვთ, ჭამეთ ნიგოზი, ნუში და თევზი;

* თუ საღამოს ფეხებში ტკივილი იგრძენით, ესე იგი, სისხლძარღვების სპაზმი გაქვთ. ეს ძირითადად იმათ აწუხებთ,  ვისაც დიდი ხნით უწევს სამსახურში ფეხზე დგომა. სახლში დაბრუნებისას, დაახლოებით ნახევარი საათით, დაჯექით სკამზე და ფეხები მეორე სკამზე შემოაწყვეთ;

* ყოველ დილით დალიეთ ერთი ჩაის ჭიქა რძე, რომელშიც ერთი ჩაის კოვზი თაფლი იქნება გარეული. კარგია, პიტნის ჩაიც;

* დალიეთ დღეში ერთი ჩაის ჭიქა, წყალში გაზავებული ყურძნის ნატურალური წვენი ან ერთი ჭიქა წითელი ღვინო.

* ინტელექტუალური შრომით გამოწვეული თავის ტკივილის მოსახსნელად კარგია, სადილად ქაშაყის ჭამა.

* სისხლძარღვების გასამაგრებლად სასურველია, ორი კვირის განმავლობაში ჭამოთ დღეში ერთი კბილი ნიორი. ეს უზმოზე უნდა მოახერხოთ. სისხლძარღვების გამაგრებით ტვინთან და გულთან დაკავშირებული პრობლემებიც მოგეხსნებათ. ასევე, სისხლძარღვების გასამაგრებლად და ნერვული სტრესის დროს, თბილ რძეში გახსენით კვერცხის გული, დაუმატეთ ცოტა თაფლი და დალიეთ დღეში ორჯერ.

 

საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე მხოლოდ ერთი ჯგუფის პროდუქტები ჭამეთ

სწორი კვება გულისხმობს პროდუქტების სწორ ურთიერთშეთავსებასაც. ამიტომ, თუ გსურთ, ჯანმრთელობა და შრომისუნარიანობა დიდხანს შეინარჩუნოთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ქვემოთ მოყვანილი რჩევები.

არ შეიძლება, პურეული და პროტეინის შემცველი პროდუქტების, მაგალითად, რძის, ყველის, ხორცის, კვერცხის, თევზის ერთად ჭამა. პროტეინები გადამუშავდება მაღალი სიმჟავის კუჭის წვენით, რომელშიც პურეული ნაწარმი დუღილს იწყებს. ამ პროდუქტების ერთმანეთში არევა კი საჭმლის მომნელებელი პროცესის დისბალანსს იწვევს. არ შეიძლება, შეათავსოთ ერთმანეთთან, მაგალითად, თევზი და ყველი, ქათმის ხორცი და კარტოფილი, მაკარონი და ბიფშტექსი.

საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე მხოლოდ ერთი ჯგუფის პროდუქტები უნდა ჭამოთ. მაგალითად, ცომეული ან ტკბილეული.

პროტეინების ზედმეტი რაოდენობა ორგანიზმში შარდოვანას მომატებულ გამომუშავებას იწვევს, რომლის მიზეზითაც ვითარდება რევმატიზმი და პოდაგრა. შეგიძლიათ, ჭამოთ ხორცი ან თევზი, ხორცი ან ნიგოზი, კვერცხი ან შებოლილი ხორცი, კვერცხი მაიონეზით. არ შეიძლება ომლეტისა და ყველის, ომლეტისა და შებოლილი ხორცის ერთად მირთმევა.

ერთ ჯერზე მიიღეთ მხოლოდ ერთი სახის პურეული ნაწარმი. ყველა ადამიანისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც ნაკლებად მოძრაობს, ზედმეტად კალორიული საკვების მიღება მავნე და საშიშია, ამიტომ, ერთ ჭამაზე ერთი სახის პურეულ საკვებს დასჯერდით: მიირთვით პური ან მაკარონი, კარტოფილი ან ბრინჯი.

არ შეიძლება პურეული პროდუქტებისა და მჟავე ხილის შეთავსება. ასეთ ხილს ორგანიზმი მაღალმჟავიანი კუჭის წვენით ამუშავებს. ამიტომ, არ არის რეკომენდებული მიირთვათ ვაშლის, ჭერმის, მარწყვის ან სხვა ხილის ღვეზელი.

რაც შეეხება ნესვს, მისი შეთავსება არ შეიძლება არც ერთ საკვებთან. ამიტომ, ის ცალკე უნდა მიირთვათ. განსაკუთრებით მოერიდეთ მასთან ერთად სხვა ხილისა და ტკბილეულის მიღებას.

მაწონი, რძე, იოგურტი, ნაღები, ნესვის მსგავსად, ასევე ცუდად ეგუება სხვა პროდუქტებს, ამიტომ, ისინიც ცალკე უნდა მიირთვათ.

რძე და რძის ნაწარმი პროტეინშემცველი პროდუქტებია, რომლებიც ცუდად უთავსდება პურეულ და სხვა პროტეინშემცველ პროდუქტებს. ამიტომ, ნუ მიირთმევთ ერთად კარტოფილსა და რძეს, ბრინჯსა და რძეს, თევზსა და რძეს.

უპირატესობა მიანიჭეთ მცენარეულ ცხიმს. ასეთი სახის ცხიმი შეიცავს ცხიმოვან მჟავებს, რაც ხელს უშლის ქოლესტერინის წარმოქმნას და კარგად ესადაგება როგორც პურეულ, ასევე პროტეინშემცველ ნებისმიერ პროდუქტს.

скачать dle 11.3