კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენები „ფორბსის” ტოპ-ათეულში

 

სპორტი თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი და სანახაობრივი სფეროა, სპორტსმენები კი გარდა იმისა, რომ სპორტულ ფორმას ინარჩუნებენ, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი საქმით არიან დაკავებულნი. გთავაზობთ 2013 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების ჩამონათვალს, რომელიც გავლენიანმა ჟურნალმა „ფორბსმა” შეადგინა.

 

პეიტონ მენინგი

1976 წელს დაბადებული ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავი, რომელიც კვოტერბეკის პოზიციაზე თამაშობს. მენინიგი ნაციონალური საფეხბურთო ლიგის ერთადერთი მოთამაშეა, რომელიც ლიგაში ოთხჯერ დასახელდა სეზონის ყველაზე ძვირად ღირებულ მოთამაშედ. მისი წლიური შემოსავალი 42,4 მილიონ დოლარს შეადგენს, აქედან ხელფასი 34 მილიონია, ხოლო დანარჩენ თანხას ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობით გამოიმუშავებს: მაგალითად, „რიბოკთან”, „სონისთან”, „გეტორადთან” და „პაპა ჯონთან”.

 

კრიშტიანუ რონალდუ

მადრიდის „რეალისა” და პორტუგალიის ნაკრების ლიდერი, კრიშტიანუ რონალდუ თანამედროვე ფეხბურთის სუპერვარსკვლავი და ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია, რომელიც მსოფლიოს ათ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელს შორის სახელდება. რონალდუს წლიური შემოსავალი 42,5 მილიონი დოლარია, აქედან ხელფასზე 20,5 მილიონი მოდის, ხოლო დანარჩენი თანხა უგროვდება  „ნაიკთან”, „კასტროლთან”, „კონამისთან” და სხვა სარეკლამო ფირმებთან სარეკლამო კონტრაქტებით.

 

დევიდ ბექჰემი

37 წლის „პარი სენ ჟერმენის” ახალწვეული, ლეგენდარული დევიდ ბექჰემი, ინგლისის ნაკრების რეკორდსმენი და ყველა დროის ერთ-ერთი ტირაჟირებული ვარსკვლავია. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთი დღით ადრე, მან 5-თვიანი კონტრაქტი გააფორმა პარიზულ გრანდთან, თუმცა თავიდანვე გაცხადდა, რომ მთელი ხელფასი ქველმოქმედებას მოხმარდება. ბექჰემის წლიურმა შემოსავალმა 46 მილიონი დოლარი შეადგინა, აქედან ხელფასის სახით მან 9 მილიონი დოლარი მიიღო, ხოლო მნიშვნელოვანი წილი სარეკლამო კონტრაქტებზე მოდის „ბურგერ კინგთან”, „სეინსბერთან”, „სამსუნგთან” და სხვებთან. ასაკის მიუხედავად, ბექჰემი სარეკლამო თვალსაზრისით, მაინც ყველაზე საინტერესო ფეხბურთელად ითვლება.

 

ფილ მიკელსონი

ფილ მიკელსონი პროფესიონალი მეგოლფეა, ის გოლფის დიდების დარბაზის წევრი და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია. 42 წლის სპორტსმენის ვარსკვლავური კარიერა 40 გამარჯვებას მოიცავს მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ გათამაშებებში. მისი წლიური შემოსავალი 47,8 მილიონი დოლარია. აქედან ხელფასი 4,8 მილიონს შეადგენს, ხოლო 43 მილიონი სარეკლამო კონტრაქტების წილია ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა: „კელევეი”, „ბარკლეი”, „ექსონი”, „როლექსი” და სხვა.

 

კობი ბრაიანტი

ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხუთგზის ჩემპიონი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი და NBA-ის ორგზის სეზონის საუკეთესო მოთამაშე – ლეგენდარული კობი ბრაიანტი მთელ კარიერას ერთ კლუბში „ლოს-ანჯელეს ლეიკერსში” ატარებს და სავარაუდოდ, იქვე დაასრულებს. მისმა წლიურმა შემოსავალმა 52,3 მილიონი დოლარი შეადგინა, აქედან ხელფასი 20,3 მილიონია, ხოლო სარეკლამო კონტრაქტებიდან შემოსავალი 32 მილიონ დოლარს უდრის. 

 

როჯერ ფედერერი

ყველაზე მდიდარი და მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების ხუთეულს „მხიარული როჯერი,” იგივე როჯერ ფედერერი ხსნის. შვეიცარიელი ჩოგბურთელი ამ მომენტისთვის მსოფლიოს მეორე ჩოგანია. თუმცა, ის ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან და უდიადეს ჩოგბურთელად მიიჩნევა, რომელსაც ზურგს უმაგრებს უდიდესი გამოცდილება მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ტურნირებში. ფედერერის წლიურმა შემოსავალმა 52,7 მილიონი დოლარი შეადგინა. კორტებზე მან 7 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, ხოლო 45 მილიონი სარეკლამო კონტრაქტებმა მოუტანა.

 

ლებრონ ჯეიმსი

„მაიამი ჰითის” მძიმე ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი 1984 წელს დაიბადა. ის ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია და ერთი საჩემპიონო ბეჭდის მფლობელი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში. ჯეიმსის წლიური შემოსავალი 53 მილიონი დოლარია. ხელფასის სახით ის 13 მილიონს იღებს, ხოლო სარეკლამო კონტრაქტებიდან – 40 მილიონს. ლებრონთან თანამშრომლობენ „მაკდონალდსი”, „ნაიკი”, „კოკა-კოლა” და სხვა ცნობილი ბრენდები. სარეკლამო კონტრაქტების გათვალისწინებით, ჯეიმსი ყველაზე საინტერესო კალათბურთელია.

 

ტაიგერ ვუდსი

ყველა დროის ყველაზე ცნობილი მეგოლფე. 2000 და 2001 წლების მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენი ტაიგერ ვუდსი ბოლო წლებში მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენად ითვლებოდა. თუმცა, სკანდალურმა ისტორიებმა და სარეკლამო კონტრაქტების გაწყვეტამ „ჯილეტთან” და „ტაგ ჰაუერთან,” თავისი დაღი დაასვა ვუდსის შემოსავალს. „ნაიკთან” მიმდინარე კონტრაქტის გათვალისწინებით, ვუდსი მაინც ინარჩუნებს პოზიციებს საუკეთესო სამეულში. მისი წლიური შემოსავალი 59,4 მილიონი დოლარია, საიდანაც 55 მილიონი მხოლოდ რეკლამის თანხაა.

 

მენი პაკიაო

მსოფლიოს ჩემპიონი და სხვადასხვა ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული, 34 წლის ფილიპინელი მენი პაკიაო უკანასკნელი ათწლეულის საუკეთესო მოკრივედ ითვლება. მისი წლიური შემოსავალი 62 მილიონი დოლარია, სადაც 56 მილიონი საპრიზოებისა და ხელფასის წილია, ხოლო 6 მილიონი შესდის სარეკლამო კონტრაქტებიდან „მონსტერ ენერჯისსა” და „ჰენესისთან”.

 

ფლოიდ მეივეზერი

მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიან სპორტსმენად ითვლება მოკრივე ფლოიდ მეივეზერი. 36 წლის პროფესიონალი მოკრივე ნახევრად მსუბუქ წონაში ასპარეზობს  და წონის მიუხედავად მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მოკრივედ მიიჩნევა. მისი წლიური შემოსავალი 85 მილიონ დოლარს შეადგენს. ეს თანხა მან ორი შეხვედრისთვის მიიღო ვიქტორ ორტისთან (40 მილიიონი) და მიგელ კოტტოსთან (45 მილიონი). 

 

скачать dle 11.3