კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მცირესა ლოცვასა დიდი ძალა აქვს

 

იყო ვინმე ბერი წმიდა: განშორებული სოფლისაგან, მთასა შინა დაყუდებული და უდაბნოსა მოქალაქე, ფრიადითა მარხვითა, სამარადისოითა ლოცვითა და სიწმიდითა გულისათა, მსგავსად ილიასა. და ჰყუა მისთანა ერთი მოწაფე. მარადის ილოცვიდნენ და იტყოდნენ მხურვალედ: „უფალო, შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ!“ განა თუ მეტანიასა იქმოდენ, გინა თუ ხელთსაქმარსა შურობდნენ, ანუ, რაისაცა მოქმედებდენ, დაუცხრომლად პირით და გულით მასვე ილოცვიდნენ. და თუესა შინა ერთგზის წარიღებდა მოწაფე იგი ხელთსაქმარსა და მიართმიდა მამასა თვისსა სულიერსა. ხოლო ერთგზის, შთავიდა რა ქალაქად ჩვეულებისაებრ, იხილა ეკლესიასა შინა გალობა სძლისპირით, კანანარხი და ყოველი წესი ეკლესიისა. მო-რა-ვიდა, ჰრქუა მამასა თვისსა:

– შემინდვე, წმიდაო მამაო, პატიოსანო, რამეთუ ქალაქსა შინა ვიხილე გალობა, ღაღადება და ფსალმუნებაი და ჩუენ აქა ვიტყვით ოდენ: „უფალო შემიწყალენ“. მნებავს მუნ ყოფაი და ვითხოვ შენდობასა ღუთივსულიერისა მამობისაგან შენისა.

ხოლო მან ჰრქუა:

– შვილო ჩემო საყუარელო, უკეთუ მტკიცედ დაადგრე ამას მცირესა ლოცუასა, არა უსასყიდლო იქმნე ღუთისა მიერ! გარნა ვინათგან იგი უფროის სათნო გიჩნს, ნება შენი იყავნ და მე ვესავ ღმერთსა, რომელ ადრე მოხვიდე აქავე. გარნა ჟამსა ხელთსაქმარისა ჩემისა განსყიდვისასა, ნუ დამიტევებ მამასა შენსა.

მოწაფემან მიიღო შენდობა სულიერი მამისაგან და წარვიდა ქალაქად და განეწესა ეკლესიისა მნათედ. ხოლო შემდგომად მცირედისა, დღესა ერთსა, ჰსდგენ რა ლოცუასა და გალობასა, იძრა ქუეყანა. მყის დაუტევეს ლოცუა და გალობაი და გარე განილტვოდეს ყოველნი და შიშისაგან ღაღადჰყვეს: „უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ!“

ესე რა იხილა მოწაფემან ბერისამან, წარვიდა კუალად მამისა მიმართ თვისისა სულიერისა და ჰრქუა:

– აჰა, ჭეშმარიტებაა ბაგეთა შენთა, ღმერთშემოსილო მამაო!

და მიუთხრა ესე ყოველი, ვითარმედ:

– ოდეს იქმნა განსაცდელი, თვისი გალობა დაუტევეს და ჩუენი ესე მცირეი ლოცუაი იპყრეს ყოველთა და იტყოდის: „უფალო შეგვიწყალენ!“.

ხოლო წმიდა ბერმან მიუგო:

– ღუთივსულიერო შვილო ჩემო, გულისხმა ჰყავ, რამეთუ ამას მცირესა ლოცუასა დიდი ძალა აქვს, უკეთუ ვინ გულითა წმიდითა ილოცვიდეს, რამეთუ მცირესა ზედა სარწმუნო, მრავალთა მლოცველთა გულსმოდგინებასა და მიანიჭებს შრომისაებრ სასყიდელსა, მეტყუელი: გიხაროდენ, რამეთუ სასყიდელი თქუენი მრავალ არს ცათა შინა.

 

скачать dle 11.3