კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: აუცილებელია თუ არა სასულიერო პირისთვის წვერის ტარება?

პასუხი: ეს არ არის აუცილებელი, თუმცა, ქრისტიანული ტრადიციით, ეკლესიურად მცხოვრები პირები ხშირად ატარებენ წვერს, რათა გარეგნულად მიემსგავსონ თავიანთ მოძღვარს – იესო ქრისტეს.

კითხვა: ჩამეთვლება თუ არა შენდობილად ის ცოდვა, რომელიც აღსარებაზე მოვინანიე, მაგრამ წვრილმანები არ დამიკონკრეტებია?

პასუხი: ჯერ უნდა გაარკვიოთ დაუკონკრეტებლობის მიზეზი: სირცხვილის იყო ეს თუ მიჩქმალვის გამო. უნდა გათავისუფლდეთ ყალბი სირცხვილის გრძნობისგან. მართალია, ყოველი ცოდვის დეტალებში აღწერა არ არის აუცილებელი, მაგრამ, თუ ფიქრობთ, რომ ჩადენილი ცოდვის რომელიმე ნიუანსს არსებითი მნიშვნელობა აქვს, მაშინ ის აუცილებლად უნდა თქვათ მოძღვართან, მით უფრო, თუ მისი უთქმელობა შემდგომში სინდისის ქენჯნას იწვევს.

კითხვა: როდის არ არის ოთხშაბათი და პარასკევი სამარხვო დღეები?

პასუხი: ოთხშაბათი და პარასკევი სამარხვო არ არის: მეზვერისა და ფარისევლის კვირაში (აღდგომის მარხვამდე, ყველიერისა და ხორციელის წინა კვირა); ქრისტეს აღდგომის შემდგომ ბრწყინვალე შვიდეულში; სულთმოფენობის დღესასწაულის მომდევნო შვიდეულში; ქრისტეშობიდან 17 იანვრის ჩათვლით.

კითხვა: შეიძლება თუ არა, 15 წლის მოსწავლეს მოძღვარმა მოზარდის მშობლების დაუკითხავად მისცეს კურთხევა და წაიყვანოს მონასტერში?

პასუხი: მშობლების დაუკითხავად არასრულწლოვანი მოზარდის ბედის გადაწყვეტა, თუნდაც მოძღვრის მიერ, ყოვლად დაუშვებელია.

კითხვა: ყველაზე უკეთ როგორ შევეწევით ურწმუნო ადამიანს?

პასუხი: ურწმუნო ადამიანისთვის ყველაზე საუკეთესო, რასაც გავაკეთებთ, არის მისთვის ლოცვა, რათა მოვაქციოთ ჭეშმარიტებისკენ.

скачать dle 11.3