კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი

პაისი მთაწმინდელი: ფაქიზი სულის მქონე, ღვთისმოსავ და მგრძნობიარე ადამიანებს სიფრთხილე მართებთ, იმიტომ, რომ ეშმაკი თავის კუდს ახვევს მათ გარშემო, რომ კიდევ უფრო მგრძნობიარენი გახადოს ისინი და მოწყინებამდე და ღმერთო დაიფარე და – თვითმკვლელობამდე მიიყვანოს ისინი. თუმცა, ეშმაკი გამუდმებით გვიბიძგებს, რომ დავუპირისპირდეთ და ვეჩხუბოთ მოყვასს, მაგრამ თვითონ დაპირისპირებაზე არასოდეს მიდის, დაუდევარს უმეტეს დაუდევრობაში აგდებს, ამშვიდებს მას ასეთი აზრებით: „შენ თავი გტკივა და ავად ხარ, არაფერი დაშავდება, თუ ლოცვაზე არ დადგები“. ღვთისმოსავს ეშმაკი კიდევ უფრო ღვთისმოსავად აქცევს, რომ მისი ამპარტავნება აღძრას და ანდა მის ძალებზე აღმატებული ღვაწლის აღებას აიძულებს, რომ ოდესღაც გულმოდგინე მოღვაწეს ძალები გამოეცალოს, შედეგად კი სულიერი იარაღი დაყაროს და დანებდეს. უწყალო გულის მქონე ეშმაკი კიდევ უფრო მოწყალოდ მიდის, ხოლო მგრძნობიარე ადამიანში უზომო მგრძნობელობას ნერგავს.

ბერი პორფირე: მოწამენი წამების დროს ძლიერ ტკივილებს განიცდიდნენ. ჩვეულებრივ ადამიანებსაც იგივე ტკივილი ექნებოდათ. განსხვავება ის არის, რომ მოწამენი მუდმივად ლოცვით ქრისტესთან იყვნენ შეერთებული და მისგან იღებდნენ ძალას, რომელიც მათ ტკივილს აღემატებოდა და ამით აღწევდნენ გამარჯვებას. მათ რომ ლოცვა შეეწყვიტათ, თუნდაც ერთი წამით, ტკივილი აუტანელი გახდებოდა და ისინიც მზად იქნებოდნენ უფლის უარსაყოფად. მაგრამ, ვინაიდან ლოცვით იყვნენ ქრისტესთან კავშირში, ძალაც ემატებოდათ და ბოლომდე ითმენდნენ ტკივილებსა და ყველა სატანჯველს.

ზოსიმე პალესტინელი: თუ ჩვენ ვინმესგან შეგვემთხვევა რაიმე ბოროტება, არა ღირს მწუხარებად. წუხილი გვმართებს იმაზე, რომ ძმას ევნო სულიერად. რა გვავნო ჩვენ ქვეყნიურმა ჭირმა, რომელიც შეგვემთხვა? პირიქით, უფრო გვარგო მან, როგორც ამას თვით უფალი გვეუბნება: „გიხაროდენ და მხიარული იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქვენი დიდ არს ცათა შინა“. ხოლო ჩვენ იმას კი არ ვწუხვართ, რისთვის ევნო უფალი ჩვენი იესო ქრისტე, არამედ ბოროტი გულისთქმებისთვის, რის გამოც სამართლიანად ვისჯებით. რადგანაც ერთ, სხეულის ასოებად გაგვაჩინა ყველანი ღმერთმა, რომლის მეთაურია თავად ქრისტე ღმერთი. როგორცა თქვა მოციქულმა: „ყოველნი ისინი გვამისანი, ყოფილნი იგი ერთ გვამ არიან და თავ ყოველთასა აქვს ქრისტე“.

ნეტარი ავგუსტინე: თუკი ცოდვის საქმნელად დაგიმოძღვრავს და გიბიძგია მოყვასისთვის, ნუ იფიქრებ – მკვლელი არა ვარო... ამით შენ გახრწნი ცთუნებულ სულს და მოსტაცებ ყოველივე იმას, რაც მარადიული კუთვნილებაა.

გაბრიელ ეპისკოპოსი: ყოველ ცოდვას ადამიანისთვის ხორციელი ან სულიერი უბედურება მოსდევს. დიდი ცოდვა დიდ უბედურებას შეამთხვევს კაცს, მცირედი – მცირედს. პირველი, ყველაზე საშინელი შედეგი, ანუ ნაყოფი ცოდვისა, ისაა, რომ იგი კაცს ღმერთის მადლს მოაკლებს და ამგვარად წარწყმედს მას.

скачать dle 11.3